ნაკრების თავკაც ბეგი დარჩიასთვის ესპანეთში შედეგზე უფრო
კვირკველიას ამ ჯერზე წონა არ დააკლებინეს - 4 კილოგრამამდე აქვს დასაკლები და ზედა წონაში აჭიდავეს. საბედნიეროდ, ჩვენი ნაკრების ლიდერმა გამოცდა ბრწყინვალედ ჩააბარა. სამივე ტურნირში (ქალები, ბერძენ-რომაელები და ~თავისუფლები~) 35 ქვეყანა მონაწილეობდა და მთლად სუსტიც არ იყო, მაგრამ ბევრი ძლიერი ფალავანი მაინც აკლდა. ამის მიუხედავად, კვირკველიას გამოსვლა ყოველმხრივ დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან ხარისხიანად, დამაჯერებელად, იჭიდავა. დარჩიას სიტყვით, მას ძალიან წაადგა სომხურ წახკაძორში გავლილი ფიზმომზადების შეკრება და მთელი შეჯიბრება შემტევი სტილით ჩაატარა. მის აგრესიას ჯერ იტალიელი ტომაზო ზენერე ემსხვერპლა, მერე - ფინელი პეკა რაინტამაკი, ფინალში კი შვედ კრისტოფერ ლიურიგბაკს პირველი პერიოდი ქულებით სუფთად მოუგო - 6:0, მეორეში კი 5:0 აჯობა. მან წინა ორი მეტოქეც ასევე ძირითად დროში დაამარცხა, თუმცა, იტალიელისგან განსხვავებით, ფინელთან ორივე პერიოდში თითო ქულა დაკარგა - 2:1; 3:1. მთავარია, რომ მან სტარტი მიიღო, კვირას კი ბაქოშიც იჭიდავებს.
ალბათ, ბაქოში ნოზაძეც იასპარეზებს. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ნაკრებში იმედოვნებენ, რომ ტრავმა არაა საშიში და იქ ხელს არ შეუშლის. ბარემ აქვე ბაქოში წამსვლელთა სრულ სიასაც შემოგთავაზებთ. `თავისუფალთაგან~ იქ გამოვლენ ბესარიონ გოჩაშვილი, ლაშა ლომთაძე, ამირან ელბაქიძე (55), მალხაზ ქურდიანი, მალხაზ ზარქუა, გიორგი ბალიაშვილი (60), შალვა მუზიაშვილი, პაატა ნოზაძე, გოგა ხუჭუა (66), გელა საღირაშვილი, ოთარ ურატაძე, მარადი ზოიძე (74), დავით მარსაგიშვილი, არჩილ ქიტიაშვილი, თორნიკე სვანიძე (84), გიორგი გოგშელიძე, ბელდუხ გავაშელიშვილი, დაჩი ქერაშვილი (96), ლევან ბერიანიძე, დავით მოძმანაშვილი, კობა კერესელიძე (120), ბერძენ-რომაელთა ტურნირში კი ლაშა გოგიტაძე, ზურაბ კეკელიძე, მინდია წულუკიძე (55), რევაზ ლაშხი, გოგა გოგიბერაშვილი (60), ანტონ მამაგეიშვილი, მუხრან მაჭუტაძე, საჩინო დავითაია (66), გიორგი ცირეკიძე, გენადი გოგიშვილი, შმაგი გულიაშვილი (74), ვლადიმერ გეგეშიძე, აკაკი ჯოხაძე (84), ვასილ იმერლიშვილი, იოსებ ჯაბიძე, სერგო ნინუა (96), ოთარ ბოლქვაძე, გურამ ფერსელიძე, სერგო გოგისვანიძე (120) იჭიდავებენ. ოღონდ `თავისუფლებში~ მარსაგიშვილს, სავარაუდოდ, ბექა ჭელიძე შეცვლის, რაკიღა დავითს სულ მალე ახალგაზრდებში მსოფლიოს პირველობა ელის. ამავე მიზეზით ბერძენ-რომაელთაგან ვერც იმერლიშვილი და გოგიბერაშვილი იჭიდავებენ- პირველს ნოზაძე შეცვლის, მეორეს - ირაკლი ჭოჭუა. ჯერაც პაციენტ გულიაშვილის ნაცვლად კვირკველია იასპარეზებს, თუმცა მანუჩარი, როგორც ოლიმპიური ჩემპიონი, პერსონალურადაა მიწვეული, დავითაიას ნაცვლად კი მსოფლიოს შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი მანუჩარ ცხადაია გამოვა.