ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მანუჩარ კვირკველია გახდა

AutoSharing Option
ჭიდაობის ფედერაციას ორი წლის განმავლობაში ვეტერანი მოჭიდავე, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია უხელმძღვანელებს.

კვირკველიამ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში 59 დელეგატის ხმა დააგროვა. მისმა ერთადერთმა კონკურენტმა, პარლამენტის დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა კი 43 ხმა მიიღო. 3 ხმა კი ხმის დამთვლელმა კომისიამ ბათილად ცნო.

არჩევნებს დელეგატები დემოკრატიულად აფასებენ. მათი თქმით, ღირსეულმა კონკურენტმა გაიმარჯვა.

კენჭისყრისა და ხმების დათვლის შემდეგ არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა კონკურენტს გამარჯვება მიულოცა.

მანუჩარ კვირკველიას თქმით, ის საკუთარ ენერგიას და დროს ჭიდაობის განვითარებას მაქსიმალურად მოახმარებს.

ჭიდაობის ფედერაციაში ყრილობა და
კენჭისყრა 13:00 საათიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მიუხედავად დაძაბული სიტუაციისა, არჩევნებმა მთლიანობაში ექსცესების გარეშე ჩაიარა.

თავდაპირველად 4 კანდიდატურა იყო დაყენებული, თუმცა ორმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 7 /
დაგვეტვირთა აბა დუშეთი მოჭიდავეებით და მანუჩარას კიდე ჯიბე ფულებით
dusheli
30 დეკემბერი 2014 08:07
0
გილოცავტ მანუჰარ კარგი კაცი ხარ დზმაო როგორც ჰიდაობასი იკავი ლომი აკაც ილომე
avtandili
28 დეკემბერი 2014 10:47
0
გირსეული გამარჯვებული,გილოცავ.
salo
27 დეკემბერი 2014 10:03
0
რავიცი,რა ვიციიიი,ეხლა,სხვა ჯგუფმა რო მოინდომოს ამის გადადგომა,უნდა გადადგეს?!რატოარა,აბა კურტანიძე რატო გადადგა?ჰო არი ლოგიკა?და აესე უნდა ვიაროთ კრუგზე
davidbe
27 დეკემბერი 2014 09:43
0
:D
davidbe
27 დეკემბერი 2014 09:41
0
ეს არის ყველაზე ცუდი ვარიანტი. მანუჩარი კარგი კაცია, მაგრამ, არ მგონია, ჭკუა და გამოცდილება ეყოს ამ მაფიოზებთან საბრძოლველად.
Zurab
27 დეკემბერი 2014 06:40
0
ეხლა აყვავდება ჭიდაობა სულ ოლიმპიური ჩემპიონები გვეყოოლება...! ვაი საცოდავო საქართველო საით მიექანები......?!
alberta
26 დეკემბერი 2014 20:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული