საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გახდა. გეგა გეგეშიძემ 46 ხმა მიიღო, ესტატე გოგლიჩიძემ 3 ხმა, ხოლო მანუჩარ კვირკველიამ 24 ხმა.

დღეს, 17 დეკემბერს, სასტუმრო "რედისონში" ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები შედგა.

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა. კერძოდ, ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ვეტერანებში მსოფლიოს არაერთგზის გამარჯვებული ესტატე გოგლიჩიძე და გეგა გეგეშიძე.

მეოთხე კანდიდატი, დავით გობეჯიშვილი საარჩევნო მარათონს ნებაყოფლობით მანამდე ჩამოცილდა.

გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას 4 წლის
ვადით უხელმძღვანელებს.

ბოლო სიახლეები არჩევნებთან დაკავშირებით

მომზადებულაი "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
რასაც ზონდერბრიგად ბიძინოვიჩი ... იმას დაასხაპასხუპებენ ჩვენი კუნთმაგარი და .... ზოგზოგიერთი ძალათ ყოფილი გაქსუებული კორუმპირებული სპორჩმენები,ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის....
vaskulat
13:26 19-12-2016
0
ამაზრზენი
kukulina
12:06 19-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული