”არჩევნებმა მშვიდად უნდა ჩაიაროს. მეტს არც ველოდებით. არჩევნების ჩაშლა იქნება ჭიდაობისთვის დამანგრეველი”, - განაცხადა მანუჩარ კვირკველიამ.
დღეს სასტუმრო "რედისონში" ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო სესია გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. კერძოდ, ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ვეტერანებში მსოფლიოს არაერთგზის გამარჯვებული ესტატე გოგლიჩიძე და გეგა გეგეშიძე. მეოთხე კანდიდატი, დავით გობეჯიშვილი საარჩევნო მარათონს
ბოლო სიახლეები არჩევნებთან დაკავშირებით
არსებული რეგლამენტის თანახმად, ყრილობაში მონაწილეობას იღებენ ტიტულოვანი მოჭიდავეები, აიპები. 81 დელეგატიდან რეგისტრაცია 73 დელეგატმა გაიარა.
ახალი პრეზიდენტი ორგანიზაციას 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით