თურქეთში ირაკლი ჭოჭუა (60), არჩილ თურმანიძე, მუხრან მაჭუტაძე, რევაზ ლაშხი (66), ილია გულბათაშვილი, ანტონ მამაგეიშვილი, რამინ ფევაძე (74), გიორგი ცირეკიძე, მათე სოფაძე (84), სოსო ჯაბიძე,
ორივე შეჯიბრება ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ისახავს მიზნად და ამიტომ მწვრთნელებმა ძირითადი კანდიდატები შეარჩიეს. ცხადია, მწვრთნელებმა, უპირველესად, საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატის შედეგები გაითვალისწინეს, თუმცა აშკარაა, რომ აქცენტს მაინც ძველ კადრებზე აკეთებენ. იმას ნამდვილად არ ვამბობთ, რომ ახლებს იგნორირებას უკეთებენ, მაგრამ ძველებიდან შანსს ყველას აძლევენ, ახლებიდან კი ზოგიერთი მეორე ტურნირისთვის შემოინახეს. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ამ ეტაპზე სატურნირო პრაქტიკა არ სჭირდებათ. მაგალითად, საქართველოს ჩემპიონი ვლადიმერ გეგეშიძე (84), რომელიც სპეციალური პროგრამით ემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის.
ევროპის ჩემპიონატისთვის დასკვნითი საკონტროლო შეჯიბრება ემრეს ტურნირიდან დაახლოებით ერთ თვეში - 25-27 თებერვალს ბულგარულ ბურგასში გასამართი ნიკოლა პეტროვის მემორიალი იქნება - იქ გაირკვევა მარტი-აპერილის გასაყარზე დორტმუნდში, კონტინენტის პირველობაზე წასაყვანი შემადგენლობა.
ფრანგულ-თურქული ტურნირებიდან დაბრუნებული ბერძენ-რომაელთა ნაკრები ლამის პირდაპირ გაემგზავრება სომხეთში - 4 თებერვლიდან წახკაძორში ფიზმომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებას დაიწყებს. თავდაპირველი გეგმით, ნაკრებს ოთხი დღის წინ უნდა დაეწყო პირველი შეკრება, მაგრამ მერე გეგმები შეცვალეს. ევროპის პირველობამდე კიდევ ორი შეკრება იგეგმება. იმათგან ერთი - ისევ უცხოეთში, მაგრამ ჯერ არაა გარკვეული, ბელარუსში გაიმართება თუ - თურქეთში. ჩვენებს მინსკში კი სურთ გავლა - ნაცნობ მისამართზე, "სტაიკების" ოლიმპიურ ბაზაზე, მაგრამ თავად ბელარუსები თურქეთში აპირებენ ჩასვლას.
შეიძლება, გეგმები ჩვენებმაც შეცვალონ და ესენი თურქეთში წავიდნენ - ამაზე სამივე გუნდის ხელმძღვანელობა სტამბოლში მოილაპარაკებს. სამაგიეროდ, გადაწყვეტილია, რომ დასკვნითი - მესამე შეკრება დუშეთში გაიმართება. ეტყობა, ნაკრების თავკაც ბეგი დარჩიას ურჩევნია, სტამბოლურ-ბურგასულ ტურნირებზე გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებაზე მშვიდად, გარეშე თვალისგან დაფარულად იმუშაოს საკუთარ სახლში.
დასასრულს, "თავისუფალთა" ნაკრებზე, რომელიც წახკაძორში დღეს გაემგზავრება და საერთო ფიზმომზადებისთვის განკუთვნილ 16-დღიან შეკრებას გამართავს. მისი დასრულების შემდეგ ეს გუნდიც სტამბოლში გაემგზავრება, სადაც 11-13 თებერვალს იაშარ დოგუს სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" პირველ ტურნირში გამოვა. მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, იქ საქართველოს ჩემპიონები იჭიდავებენ, თუმცა არ იქნებიან გუნდის ლიდერები - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ოთარ თუშიშვილი (66) და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი გიორგი გოგშელიძე (96) - ტრავმების გამო მათ საქართველოს ჩემპიონატი გამოტოვეს და ახლაც აგრძელებნ მკურნალობას.