თუმცა ეს ძნელად გამოსაცნობი არც იყო, რადგან მსოფლიოს პირველობისთვის საგანგებო შესარჩევი ტურნირი ჩატარდა და იმთავითვე ცნობილი იყო, რომ იქ გამოსვლის უფლებას მისი გამარჯვებულები მიიღებდნენ.
ერთადერთ ინტრიგას მოსამზადებელი ეტაპი ტოვებდა - ვაიდა, ვინმეს ვერ გაემართლებინა და კონკურენტს ეჯობნა, თუმცა ასე არ მოხდა.
მსოფლიოს ჩემპიონატი 7-12 სექტემბერს ამერიკაში, კაზინოების დედაქალაქ ლას-ვეგასში ტარდება, სადაც დარჩიას ცოტათი გადახალისებული გუნდი მიჰყავს, ვიდრე ბაქოში აჭიდავა პირველ ევროპულ თამაშებზე.
ცვლილება საწყის სამ წონას შეეხო, სადაც ძირითადად
სასიხარულოა, რომ ასე მალე დამკვიდრდა ეროვნულ ნაკრებში, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ შესარჩევ შეჯიბრებაში არ უჭიდავია ამ წონის ლიდერს, ოლიმპიადის ფინალისტსა და ევროპის ჩემპიონ რევაზ ლაშხს - მას იძულებითი ტაიმ-აუტი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ სამივე ახალგაზრდა გუნდის დებიუტანტია.
ლაშხის გარდა, ამჯერად გუნდში ვერც მისი კიდევ ერთი ლიდერი, ევროპისა და მსოფლიოს ფინალისტი, ოლიმპიური ბრინჯაოსმედალოსანი მანუჩარ ცხადაია (71) მოხვდა.
დანარჩენ ხუთ წონით კატეგორიაში ისევ ნაცნობ ფალავნებს ვიხილავთ. იმედია, მათაც და მწვრთნელებმაც გაითვალისწინეს სეზონის დასაწყისში დაშვებული შეცდომები, რის გამოც ბაქოში ისე უღიმღამოდ ჭიდაობდნენ. თუმცა ეს არ ითქმის ზურაბ დათუნაშვილზე (75), რომელიც მინდია წულუკიძესთან (66) ერთად ბაქოში ჩვენი გუნდის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო და მეხუთე ადგილზე გავიდა, თუმცა ამაში მსაჯსაც შეიძლება დავემდუროთ.
გუნდში ისევ წყვილად მოხვდნენ ბიძაშვილები - მიხეილ (98) და იაკობ ქაჯაიები (130). ამათგან განსაკუთრებით საინტერესო იაკობის გამოსვლაა - შეძლებს თუ ვერა ადრინდელი კონდიციების დაბრუნებას. ასევე არანაკლებ საინტერესოა დათუნაშვილის და 23-წლიანთა შორის ევროპის წლევანდელ ჩემპიონ ლაშა გობაძის (80) გამოსვლა, რომელიც სეზონის დასაწყისში ჩინებულ ჭიდაობას აჩვენებდა.
მსოფლიოს ეს ჩემპიონატი ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან იქ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიებიც გაიცემა - ყოველ წონაში 5-5 საგზური. ანუ საგზურებს მიიღებენ ფინალისტები და ბრინჯაოს მედლისთვის მოჭიდავე წყვილები.
იმედია, ლიცენზირებულთა შორის ჩვენებიც მოხვდებიან და ბაქოს შეჯიბრებისგან რადიკალურად განსხვავებულ გუნდს ვიხილავთ.
ოღონდ აქვე განვმარტავთ, რომ ამ საჭიდაო სტილში დღეს არსებული რვა წონითი კატეგორიიდან ორი არაოლიმპიურია - 71 და 80. ამდენად, მსოფლიოს შემდეგ გობაძეს აუცილებლად მოუწევს წონითი კატეგორიის შეცვლა, ოლიმპიადაზე მოხვედრა თუ სურს.
ნაკრებმა 18 აგვისტოს დაიწყო ბოლო შეკრება დუშეთში, რომელიც შედარებით ხანმოკლე - 10-დღიანი იქნება. ბაქოს შემდეგ მათ ჯერ ბორჯომში გაიარეს შეკრება, მერე ყაზახეთში გამოვიდნენ საერთაშორისო ტურნირში და იქვე დარჩნენ ერთობლივ წვრთნებზე, სამშობლოში დაბრუნებულებმა კი ისევ ბორჯომში ივარჯიშეს.
ისინი ამერიკაში 29 აგვისტოს, "თავისუფლებზე" ერთი დღით ადრე გაფრინდებიან და აკლიმატიზაციის მიზნით ბოლო, ასევე ხანმოკლე შეკრებას ადგილზე გაივლიან. მსოფლიოს ჩემპიონატშიც პირველად "ბერძენ-რომაელები" ჩაებმებიან.
ბერძნულ-რომაული ნაკრები
59 კგ. მურად მიქელაძე (აჭარა)
66 კგ. შმაგი ბოლქვაძე (აჭარა, ოლიმპიური მზადების ეროვნული ცენტრი)
71 კგ. გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი)
75 კგ. ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი)
80 კგ. ლაშა გობაძე (აჭარა)
85 კგ. მათე სოფაძე (ბაღდათი)
98 კგ. მიხეილ ქაჯაია (წყალტუბო)
130 კგ. იაკობ ქაჯაია (წყალტუბო)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"