პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ლაშა გობაძე (87 კგ) რეპეშაჟში დანიის სახელით მოასპარეზე ტურპალ ბისულთანოვთან დამარცხდა და ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულა.
შეგახსენებთ, გობაძემ მერვედფინალში ალჟირელ ბაჩირ სიდ აზარას სძლია, მეოთხედფინალში კი ბულგარელ სემენ ნოვიკოვთან დამარცხდა. ვინაიდან ნოვიკოვი ფინალში გავიდა, გობაძეს ასპარეზობის გაგრძელების შანსი მიეცა.