ქართველებმა მარცხით დაიწყეს

AutoSharing Option
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში ძალზე წარუმატებლად ჩაებნენ ქართველი ბერძენ-რომაელები - გუშინ ხალიჩაზე გასული სამივე ქართველი ისე დამარცხდა, სანუგეშო წრეში ჩართვის საშუალება მხოლოდ ერთს მიეცა - ევროპის მოქმედ ჩემპიონ ვასილ იმერლიშვილს (96).

თუმცა ქართული სამეულიდან ყველაზე უკეთ სამტრედიელი დებიუტანტი გოგა გოგიბერაშვილი (60) გამოვიდა, რომელმაც პირველ წრეში მასპინძელი იშტვან კოზაკი ძირითად დროში დაჯაბნა, მერე კი ამერიკელი ჯიმ პატრიკ ჩასეც ასევე ორ სეტში დაამარცხა. ფინალისკენ მისი სწრაფვა სომეხმა ალექსან მიქაელიანმა შეაჩერა.

სომეხთანვე - რაფიკ მანუკიანთან
დამარცხდა უშანგი ჩიტიაშვილი (74) პირველივე წრეში და ტურნირსაც გამოეთიშა. რაც შეეხება ევროპის წლევანდელ ჩემპიონ იმერლიშვილს, ტურნირი ჩემპიონის სადარად კი დაიწყო - თურქმენი არსლან საფარმამედოვი ორ პერიოდში დაამარცხა, მაგრამ მერე ორი ორთაბრძოლა წააგო - ჯერ მომავალ ფინალისტთან, რუს ისლამ მაგომედოვთან დათმო, სანუგეშო წრეში კი სომეხ ედუარდ სოღომონიანთან დამატებით დროში დამარცხდა და გავარდა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული