ბ/რ ჭიდაობა: ბეგი დარჩიამ რუმინეთში "ევროპის ერთა თასისთვის" შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
ფოტოზე: შმაგი ბოლქვაძე
"ბერძენ-რომაელთა" ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ დაასახელა რუმინეთში, "ევროპის ერთა თასზე" წასაყვანი შემადგენლობა და რამდენიმე წონის გარდა, სხვებში ლიდერებს დაეყრდნო. თუმცა იმ წონებშიც ლიდერებზე ლაპარაკი ჯერ ძალზე პირობითია, რადგან ჯერჯერობით მყარად გამოკვეთილი ფავორიტები არ არიან.

გამონაკლისი 80 კილოგრამია, სადაც მსოფლიოს შარშანდელი მესამეპრიზიორი ლაშა გობაძე გამოდის. აქამდე ის ამ წონის მყარი ლიდერიც იყო, მაგრამ წლეულს იქ ევროპის წლევანდელმა ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა გადაინაცვლა და ამას წინათ მსოფლიოს არაოლიმპიური ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფინალიც მოუგო გობაძეს. ვფიქრობთ, ამ წონაში მთავარი ბრძოლა
ჯერ კიდევ წინ გველოდება, მაყურებლის გასახარად კი დაძაბული კონკურენცია გარანტირებულია.

თავის მხრივ, 75-დან ზურაბ დათუნაშვილის გადანაცვლებამ ლიდერის ვაკანსია ამ წონაშიც გააჩინა. ჯერჯერობით, მხოლოდ ამ ტურნირზე ამ ვაკანსიას მისი უმცროსი ძმა გიორგი დათუნაშვილი ავსებს, სამომავლოდ კი ვინ დაიმკვიდრებს პირველობას, ამას საქართველოს ჩემპიონატი და მომდევნო შეჯიბრებები გამოავლენს. თუმცა გიორგი დათუნაშვილი წონის ერთ-ერთი ფავორიტია.

ლიდერები შეიცვალნენ ორ წონაში: 59-ში ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი ირაკლი შავაძე იჭიდავებს, 98-ში კი 20 და 23-წლიანებში ევროპის მესამეპრიზიორ კუკური კირცხალიას ვიხილავთ.

რუმინეთში იჭიდავებს ევროპის წლევანდელი პირველობის სამივე მედალოსანი - ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი, ვიცე-ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი (85) და მესამეპრიზიორი, აწ უკვე ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი შმაგი ბოლქვაძე (66), რომლებსაც ამ ტურნირიდან ერთ კვირაში ბაქოში უწევთ გამოსვლა "ოქროს დიდი პრიზის" ფინალურ ტურნირში.

ამის მიუხედავად, დარჩიამ სამივე შეიყვანა ნაკრებში, რადგან ბუქარესტში გუნდური ტურნირი ტარდება და მათ ბევრი შეხვედრის ჩატარება არ მოუწევთ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ რუმინეთში სათადარიგო ფალავნებსაც წაიყვანს, თუმცა მათი ვინაობა ჯერ არ დაუსახელებია.

"ევროპის ერთა თასი" 18-19 ნოემბერს ბუქარესტში ტარდება სამივე საჭიდაო სტილში. "ბერძენ-რომაელები" 19-ში იასპარეზებენ, რუმინეთში კი 17-ში მიფრინავენ. თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იქ ერთი დღით ადრე წავლენ, რადგან ერთი დღით ადრე ჭიდაობენ.

ამ ტურნირზე ევროპის ჩემპიონატის 6 საუკეთესო გუნდს იწვევენ, თუმცა, რადგან მასპინძელი ავტომატურად ემატება, შესაძლოა, მხოლოდ ხუთს მისცენ ასპარეზობის უფლება. ჩვენი გუნდებიდან "თავისუფლებმა" მოიგეს ევროპის წლევანდელი არაოფიციალური პირველობა, "ბერძენ-რომაელები" კი მეხუთეზე გავიდნენ.

"თავისუფალთა" ტურნირში ჩვენთან ერთად გამოვლენ რუმინეთი, რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი და აზერბაიჯანი, "ბერძენ-რომაელთა" მეტოქეები კი ასევე რუმინეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და უკრაინა იქნებიან. ეს ექვს-ექვსი გუნდი ორ ჯგუფად გაიყოფა. ჯგუფების გამარჯვებულები ჩემპიონობისთვის ფინალურ ორთაბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს, მეორეზე გასულები ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ და ასე შემდეგ.

ამჟამად ჩვენი ორივე ნაკრები ბორჯომში გადის ხანმოკლე შეკრებას. ბარემ აქვე შეგახსენებთ, რომ ჰეიდარ ალიევის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" ფინალური ტურნირი 24-26 ნოემბერს ბაქოში ჩატარდება.

ბ/რ ჭიდაობა. ნაკრები
59 კგ. ირაკლი შავაძე
66 კგ. შმაგი ბოლქვაძე
71 კგ. მინდია წულუკიძე
75 კგ. გიორგი დათუნაშვილი
80 კგ. ზურაბ დათუნაშვილი
85 კგ. რობერტ კობლიაშვილი
98 კგ. კუკური კირცხალია
130 კგ. იაკობ ქაჯაია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
არავითარი ტრავმა, ღმერთმა დაიფაროს. როგორც მე ვიცი, პატარიძე საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება.
ირაკლი თავაძე
14 ნოემბერი 2016 19:22
0
პატარიძეს ტრამვა აქ თუ რატო არ მიყავთ
გვცბ
09 ნოემბერი 2016 18:47
0
ეს დედა აფეთქებული პატარიძემ რაღა უნდა ქნას რო წაიყვანოთ
ბნფფფ
09 ნოემბერი 2016 18:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული