სამწუხაროდ, ქვემო ქართლელები მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით, ძალზე მცირერიცხოვანი მოჭიდავეებით წარსდგნენ საასპარეზოდ. დანაკლისი იყო კახეთიდანაც. ვიცით, რომ ყვარელში საკმაოდ კარგი ქართულის მოჭიდავეები არიან, მაგრამ ისინი საერთოდ არ გამოცხადნენ მეზობელ ქალაქში - საჭიდაოდ...
მიუხედავად ყველაფრისა, ხალიჩაზე მწვავე და თვალსასეირო ორთაბრძოლების სიმრავლე მაინც იყო...
შეჯიბრების მონაწილეებს, მწვრთნელებს, მსაჯებს და ქომაგებს სასურველი გარემო შეუქმნა კახეთის ქართული ჭიდაობის რეგიონული ფედერაციის ხელმძღვანელმა თემურ
ქართული ჭიდაობის ფედერაციამ ადრე გამოცხადებულ წონით კატეგორიებში პირველ-მეორე ადგილზე გასული მოჭიდავეების ანუ ფინალისტების გარდა საქართველოს ჩემპიონატში (ფინალში) ზონალური პირველობების ბრინჯაოს მედლის მფლობელებიც დაუშვა. ამით დააკმაყოფილა მწვრთნელების დიდი უმრავლესობის მოთხოვნაც. საქართველოს პირადი ჩემპიონატის ფინალური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში 15-16 აპრილს დიღომში გაიმართება.
თელავის ზონალური პირველობის გამარჯვებულები არიან: ვახტანგ ჩიდრაშვილი (60 კგ. საგარეჯო), იოსებ უძილაური (66 კგ. ახმეტა), ალექსანდრე ნანიევი (73 კგ. ლაგოდეხი), ვახტანგ სარაჯიშვილი (81 კგ), პაატა აბულაძე (90 კგ. ორივე - ახმეტა), ვალერი იმერლიშვილი (+90 კგ. თელავი).
გაბრიელ ბარჯაძე
თელავი