ზარბეგ ბერიაშვილის ტურნირი

AutoSharing Option
ორი ათეული წელიწადია, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, ზარბეგ ბერიაშვილის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში გლდანში ტარდება.

სხვათა შორის, ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრის (ყოფილი სპორტერნატის) მწვრთნელებთან ერთად ტურნირის ორგანიზებაში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს თვით ზარბეგ ბერიაშვილიც.

საერთაშორისო ტურნირში 300-ზე მეტი 1995-97 წლებში დაბადებული ჭაბუკები მონაწილეობდნენ.

მთავარი პრიზი თვით ზარბეგ ბერიაშვილმა ქუთაისელ ომარ გურჯიძეს გადასცა, რომელმაც პირველობა 76 კგ-ში მოიპოვა. პირველად ტურნირის
ისტორიაში ჩატარდა აბსოლუტური პირველობა გოგონათა შორის.

კვარცხლბეკი
42 კგ. 1. რაზმიკ მისაკიანი (სომხეთი), 2. შმაგი თოდუა (სამტრედია), 3. გელა ქოქიაშვილი (დედოფლისწყარო), 3. ედემ
ბოლქვაძე (სამტრედია).
46 კგ. 1. მაგამედ საიდოვი (ყვარელი), 2, არტავაზ აბგარიანი (ნინოწმინდა), 3. გაიოზ გონგლაძე (ხაშური), 3. ვრეჟ გალუსტიანი (სომხეთი).
50 კგ. 1. გაგიკ აკულიანი (სომხეთი), 2. ტაიფუნ აბდულაევი (მარნეული), 3. ალი მახმუდ-ოღლი (ქარელი), 3. ამო აგაჯანიანი (სომხეთი).
54 კგ. 1. რაფიკ მარქარიანი (ნინოწმინდა), 2. გეორქ მხეიანი, 3. ენრიკ მარქარიანი (ორივე სომხეთი), 3. იმედა ფანცულაია (სამტრედია).
58 კგ. 1. აკოფ ავეტისიანი, 2. აშოტ ველიციანი, 3. არმენ ხაჩატრიანი (სამივე სომხეთი), 3. ივანე გაბოძე (კასპი).
63 კგ. 1. ალენ ალექსიანი (სომხეთი), 2. ზაურ ბერაძე (ომც), 3. მაგერან ქერიმოვი (აზერბაიჯანი), 3. გორ სარქისიანი (სომხეთი).
69 კგ. 1. ლევან მურადხანაშვილი (ბოლნისი), 2. ბორის ნოზაძე ("მართვე"), 3. გეორგინ რუბენიანი (სომხეთი), 3. ტარზან მაისურაძე ("მართვე").
76 კგ. 1. ომარ გურჯიძე (ქუთაისი), 2. გიორგი ბეჟიაშვილი (საგარეჯო), 3. დემეტრე ჯანაშია (აფხაზეთი), 3. მუხრან ნარსავიძე (თბილისი).
85 კგ. 1. გიორგი ჩხარტიშვილი (ომც), 2. ირაკლი მწითური (მარნეული), 3. ლაშა ბოდაველი (დედოფლისწყარო), 3. გიორგი არაბული (თბილისი).
100 კგ. 1 როლანდ ანდრიაძე (ხონი), 2. გლახო ზედელაშვილი (ომც), 3. გივი მაჭარაშვილი (მცხეთა), 3. რუდოლფ ალექსენიანი (სომხეთი).

გოგონები ( აბსოლუტური)
1. ანი აკოფიანი (გორი), 2. მაქსი გიგუაშვილი (დიღომი), 3. ხატია ჯოხაძე, 3. ანა ჩარქსელიანი (ორივე ამბროლაური), 4. შორენა ნოქარაშვილი (დიღომი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული