ლუკა კურტანიძემ თემურ ყაზარაშვილი და რაინდ აბრამიშვილი სცემა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში 30 იანვარს, საღამოს, ინციდენტი მოხდა.

ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ თემურ ყაზარაშვილის განცხადებით, მასსა და ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ლუკა კურტანიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა.

Sportall.Ge"როგორც კი ლუკა კურტანიძე პრეზიდენტად მოვიდა, ყველა მწვრთნელი გადააყენა, მაგრამ ეს პრეზიდიუმთან უნდა შეთანხმებულიყო და ბრძანებაზე ხელი უნდა მოწერილიყო.

მარტო მე მქონდა ხელის მოწერის უფლება.

ეს საკითხი პრეზიდიუმზე არ გაუტანიათ. რატომ არ მოაწერე ხელი ბიჭების გათავისუფლებაზეო?!

მე ვუთხარი, რომ ხელს არ მოვაწერდი, რადგან პრეზიდიუმთან არ არის შეთანხმებული და კანონიერი-მეთქი.

ამის შემდეგ უშვერი სიტყვებით მითხრა, დაიკარგე აქედან და დარბაზში აღარ დაგინახოო. ამ დროს მე არჩეული ვიცე-პრეზიდენტი ვარ!

ხელი დამარტყა, წიხლი დამარტყა, მერე წავიქეცი და წიხლიც მომაყოლა. ფიზიკურად გამისწორდა",
- აღნიშნა თემურ ყაზარაშვილმა.

ლუკა კურტანიძე ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა მოჭიდავე რაინდ აბრამიშვილმაც. მისი თქმით, კურტანიძემ იგი წააქცია და სცემა.

Sportall.Geაბრამიშვილის ინფორმაციით, თემურ ყაზარაშვილმა მას დაურეკა და "ტიროდა, ხელი დამარტყაო".

"კაცი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, დღეიდან ფედერაციის პრეზიდენტი აღარ იქნება.

ხვალ 200-300 კაცი იქნება, რაც საჭიროა! იმიტომ, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა პატარა ბავშვებს ანახა და აყურებინა, როგორც ს
ცემა მსოფლიო ჩემპიონი", - აღნიშნა მან.

აბრამიშვილსა და ყაზარაშვილს სახეზე და სხეულზე ფიზიკური დაზიანებები აქვთ, თემურ ყაზარაშვილს კი პალტოც შემოეხა.

ინციდენტის დროს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მისაღები ოთახის კარის ჩარჩო ჩამოვარდა.

აღნიშნული ინციდენტის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ყაზარაშვილი და აბრამიშვილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. თუმცა ეს ფაქტი ალკოჰოლური ტესტის ჩატარების შემდეგ არ დადასტურდა.

VideoSportall.Ge
ლუკა კურტანიძეს ვეტერანი მოჭიდავეები ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ


თავად ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ ინციდენტის შემდეგ ფედერაციის შენობა უკომენტაროდ დატოვა. მან ფედერაციაში არსებული "გაუგებრობის ფაქტი" დაადასტურა, თუმცა ფიზიკური დაპირისპირება უარყო.

კურტანიძის თქმით, ყველაფერი დალაგდება.

Sportall.Geმოგვიანებით ჭიდაობის ფედერაციის შენობაში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი მივიდნენ.

ისინი ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლებთან დაახლოებით ორი საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა საუბრობდნენ, თუმცა შეხვედრის შემდეგ შენობა უკომენტაროდ დატოვეს.

"ეგ რომ კაცს დაარტყამს, რაღა უნდა მახსოვდეს" - მოჭიდავეები ლუკა კურტანიძესთან დაპირისპირების შესახებ (იხილეთ ვიდეოში)

VideoSportall.Ge
ეგ რომ კაცს დაარტყამს, რაღა უნდა მახსოვდეს - მოჭიდავეები ლუკა კურტანიძესთან დაპირისპირების შესახებ

ინტერპრესნიუსი

ასევე იხილეთ:
სპორტის სამინისტრო ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება
მკითხველის კომენტარები / 14 /
მზაკვრული გეგმა , რომელიც გარკვეული ხნის წინათ შემუშავდა და გასულ ზაფხულს ამოქმედდა , ანუ იმ დღიდან, როცა ბატონი კურტანიძე ლაგოდეხის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა და მისი ,როგორც ბატონი ივანიშვილის ერთ-ერთი უერთგულესი პიროვნების ფსიქოლოგიურად და არამარტო ფსიქოლოგიურად განადგურებას ისახავს მიზნად , სამწუხაროდ ,დღესაც წარმატებით ხორციელდება, თუმცა პროცესი უახლოეს მომავალში შეჩერდება, მას შემდეგ რაც ბატონი ივანიშვილი ყოველივეს დაწვრილებით ჩაეძიება და გამოიკვლევს. რაც, რათქმაუნდა მთელი რიგი გავლენიანი თანამდებობის პირთა სამსახურებიდან დათხოვნითა და მათი პასუხისგებაში მიცემით დასრულდება!!! ბრიყვთა იმ ჯოგის საყურადღებოთ, რომლებიც ვერასოდეს ვერ გაიაზრებენ, თუ რა როლი აკისრია 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებას საქართველოს ისტორიაში - ხელები, ხელები,ხელები შორს კახეთის აღორძინების მრავალ მილიონიანი ინვესტიციისგან! იესო ქრისტე : ის ვინც ჩემთან არ არის , ჩემს წინააღმდეგ არის!
შამანი
18:16 31-01-2013
0
ვინც ამ ამბის შემდეგ კურტანიძეს ამართლებს, ის იმაზე გარეწარია, რა უნდა მაგას მაგ თანამდებობაზე , როგორც სპორცმენი ნამდვილად კარგი მოჭიდავე იყო , მაგრამ მისი თანამდებობაზე დანიშვნა ჯიბრით უფრო მოხდა ვიდრე დამსახურებით ამ საქციელის შემდეგ ის უნდა გადადგეს, მაგრამ არააქვს მნიშვნელობა უკეთეს ადგილას დასვამენ. ის არჩევნების დროს როგორ იქცევოდა ყველას კარგათ მოეხსენება. ასეთი ქმედება სისხლის დანაშაულია და პატიმრობას ითვალისწინებს, კარგათ მოისმინოს კბილაშვილმა და ციცქნა გოგომ.
damangreveli
18:53 31-01-2013
0

სიახლეები პოპულარული