აზერბაიჯანელი სამბისტი სომხეთის ჰიმნის უპატივცემულობისთვის დასაჯეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მოსკოვში, სამბოში გამართულ მსოფლიოს თასზე სპორტული ეთიკის დარღვევა საჯაროდ დაფიქსირდა.

აზერბაიჯანელი სპორტსმენი ბახტიარ აბასოვი, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა, არაკორექტულად მოიქცა - კვარცხლბეკზე ყოფნისას გამარჯვებული სპორტსმენის, სომეხი აშოტ დანიელიანის ქვეყნის ჰიმნის დროს ჩაიკუზა და მხოლოდ ჰიმნის დასრულების შემდეგ ადგა ფეხზე.

ამის გამო აზერბაიჯანელ სპორტსმენს ბრინჯაოს მედალი უკვე ჩამოართვეს და სავარაუდოდ, 2-3-წლიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს თასზე ქართველმა სამბისტებმა ერთი ოქროს და სამ-სამი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მათ შორის ორი ვერცხლი - ქალების ანგარიშზეა.

ასევე იხილეთ:
დავით ლორიაშვილმა სამბოში მოსკოვის
მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა
მკითხველის კომენტარები / 16 /
კოკის
მაშინ საერთოდ რუსეთში რა უნდა მაგ აზერბაიჯანელს? თუ სპორტსმენი ხარ,ვაჟკაცი უნდა იყო.
Zaza
02 აპრილი 2015 17:58
0
ეს ჩვენ ვართ ჩვენს მტრებს რომ ვკოცნით და ვეხვევით!.. დასაჯეს? ეს კაცი გმირია აზერბაიჯანში!
11
02 აპრილი 2015 17:42
0
სპორტი არაფერ შუაშია აქ... სპორტი და პოლიტიკა რაც არ უნდა ვიძახოთ მაინც კავშირშია ერთმანეთთან და ასეც უნდა იყოს.. მაგრამ კაცური ამ საქციელში არაფერია...მტრობაც კაცური უნდა, მტერს - პატივისცემა.. ბრძოლის ველზეც და სპორტულ ასპარეზზეც...რა თქმა უნდა თუ თავად გაქვს ვაჟკაცობის პრეტენზია..
კახა
02 აპრილი 2015 16:23
0
Zaza-ს. სპორტი კი არის, მაგრამ აქ პოლიტიკაც დიდი დოზითაა, მითუმეტეს აზერბაიჯან-სომხების შემთხვევაში. აზერი, როგორ უნდა აუდგეს ხაჩიკების გიმნს. ჩვენგან განსხვავებით, ისინი სულ სხვანაირად ფიქრობენ და მართლებიც არიან. რომელ სპორტზე ლაპარაკობ თუ ძმახარ, ამდენა ავაზაკობა აქვთ სომხებს აზერების წინაშე ჩადენილი.
koki
02 აპრილი 2015 15:58
0
ეს სპორტია ძმაო.ეგ სულაც არ არის ვაჟკაცობა.
Zaza
02 აპრილი 2015 15:29
0
აი საღოლ, კარდაშ. კაცი ხარ კაცური.
koki
02 აპრილი 2015 14:54
0

სიახლეები პოპულარული