პარასკევს მან სეკივაკე მიტაკეუმი დაამარცხა და ამით დადებითი ბალანსი დაიბევა. შაბათს მოუგო კომუსუბი კოტოშოგიკუს, რითაც მას უარყოფითი ბალანსი დაუბევა და რანგში ადგილი გამოათავისუფლა. ბოლო დღეს კი მოულოდნელად წააგო მე-10 მაეგაშირა ჩიოტაირიუსთან.
სექტემბრის ბაშოზე 29 წლის ლევან გორგაძე კარიერაში მეცხრედ გავა ტურნირზე კომუსუბის რანგით.
სამწუხაროდ, თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) ვერ გაგვახარა, ბაშო 3-12 ბალანსით დაასრულა და ისევ ძურიოს დივიზიონში გავარდა.
იმპერატორის თასი
ტიტულები
იმპერატორის თასი: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
ძურიოს ჩემპიონი: დაიამამი (ძ 8)
მაკუშიტას ჩემპიონი: იაგო (მკ 11)
ბრწყინვალე ასპარეზობა: მიტაკეუმი (სეკივაკე)
მებრძოლი სული: აოიამა (მ 8)
ტექნიკური რიკიში: არავინ