ნაგოიას ბაშო. 9-23 ივლისი: ლევან გორგაძემ კომუსუბის რანგი გაინაღდა

AutoSharing Option
ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) წარმატებით იასპარეზა აიჩის პრეფექტურაში ნაგოიას ბაშოზე აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირამ სუპერტურნირი 9-6 ბალანსით დაასრულა და კომუსუბის რანგი გაინაღდა.

პარასკევს მან სეკივაკე მიტაკეუმი დაამარცხა და ამით დადებითი ბალანსი დაიბევა. შაბათს მოუგო კომუსუბი კოტოშოგიკუს, რითაც მას უარყოფითი ბალანსი დაუბევა და რანგში ადგილი გამოათავისუფლა. ბოლო დღეს კი მოულოდნელად წააგო მე-10 მაეგაშირა ჩიოტაირიუსთან.

სექტემბრის ბაშოზე 29 წლის ლევან გორგაძე კარიერაში მეცხრედ გავა ტურნირზე კომუსუბის რანგით.

სამწუხაროდ, თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) ვერ გაგვახარა, ბაშო 3-12 ბალანსით დაასრულა და ისევ ძურიოს დივიზიონში გავარდა.

იმპერატორის თასი
14-1 ბალანსით მოიგო დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ.

ტიტულები
იმპერატორის თასი: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
ძურიოს ჩემპიონი: დაიამამი (ძ 8)
მაკუშიტას ჩემპიონი: იაგო (მკ 11)
ბრწყინვალე ასპარეზობა: მიტაკეუმი (სეკივაკე)
მებრძოლი სული: აოიამა (მ 8)
ტექნიკური რიკიში: არავინ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული