დიდი ჩემპიონის სტუმრობაო...

AutoSharing Option
8 მაისის ტოკიოს დარბაზ "კოკუგიკანში" წლის მეორე ბაშო დაიწყება. საყოველთაო ყურადღების ცენტრშია დიდი ჩემპიონი ჰაკუჰოს მზადება. მონღოლს ხომ თანამემამულე ასაშორიუს რეკორდის გამეორება სურს - 2004-2005 წლებში ასაშორიუმ ზედიზედ 7 ბაშო მოიგო, ჰაკუჰოს ანგარიშზე კი მიჯრით 6 მოგებული ბაშოა.

გუშინ ჰაკუჰო "კასუგანოს" კლუბს ეწვია და იქ გამართა სავარჯიშო ორთაბრძოლები. სწორედ ამ კლუბის წევრია ელიტის ყველაზე ახალგაზრდა რიკიში ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი). ჰაკუჰომ ტოჩინოშინთან, მის თანაკლუბელებთან, ტოჩიოძანთან და ტოჩინოვაკასთან და ორ მიწვეულ სუმოისტთან, კაკურიუსთან და ოკინოუმისთან 15 ორთაბრძოლა გამართა. 15-დან 14 დიდი ჩემპიონის
გამარჯვებით დასრულდა, მას მხოლოდ ერთხელ აჯობა კომუსუბი კაკურიუმ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული