გუშინ ტოჩინოშინს ვაკანოსატო ეჭიდავა, რიკიში, რომელიც ბოლო წლებში ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ფლობდა სუმოს იერარქიაში მესამე წოდებას - სეკივაკეობას. იაპონელმა ხერხი იხმარა და 23 წლის ქართველის ჰატაკიკომიზე დაჭერა მოინდომა, მაგრამ ტოჩინოშინმა ცაციათი იგდო ხელთ მეტოქის მავაში
გაგამარუსთვის (თეიმურაზ ჯუღელი) ეს მე-5 ბაშოა უმაღლეს დივიზიონში და, თუ დროულად არ გამოფხიზლდა, დაქვეითება არ აცდება. გუშინ ჩვენებურმა კიმურაიამას ზურგი შეაქცია, რითაც იაპონელმა უმალ ისარგებლა და ოკურიდაშით გაიყვანა ქართველი დოჰიოს რკალიდან. გაგამარუს 1-2 ბალანსი აქვს და დღეს დაუმარცხებელ ტოიოჰიბიკის ხვდება. ქართველის არ იყოს, ტოიოჰიბიკიც დიდწონიანი სუმოისტია - 200-კილოიანი გაგამარუ, 170-კილოიან იაპონელს შეერკინება.
ძურიოს დივიზიონში ზედიზედ მესამე მარცხი იგემა ლევან ცაგურიამ (კოკაი). "შავი ზღვა" ამჯერად ჰატაკიკომიზე გამოიჭირეს. დღეს ჩვენებური სადანოფუჯის შეხვდება.
პუბლიკა კვლავ აღაფრთოვანა დიდმა ჩემპიონმა, ჰაკუჰომ მე-3 ორთაბრძოლა წინა ორზე უკეთ ჩაატარა და ამჯერად მე-2 მაეგაშირა ჰომაშოს 2 წამში მოუმთავრა საქმე. ოთხი ჩემპიონიდან (ოძეკი) დაუმარცხებელი მხოლოდ ბარუტო იყო და გუშინ ესტონელმაც წააგო. მას პირველმა მაეგაშირა გოეიდომ კონტრშეტევაზე აჯობა და გოლიათი თიხნარზე დაანარცხა.
III დღე
მაკუუჩი: ჰაკუჰო-ჰომაშო (იორიკირი), გოეიდო-ბარუტო (უვატენაგე), ჰარუმაფუჯი-ტოიონოშიმა (იორიტაოში), კიტატაიკი-კოტოოშუ (ჰატაკიკომი), კაიო-ტოჩიოძანი (ოშიდაში), კოტოშოგიკუ-ოკინოუმი (იორიკირი), კაკურიუ-კისენოსატო (იორიკირი), ამინიშიკი-ტაკეკაძე (ოშიდაში), ტამავაში-არანი (იორიკირი), ტოჩინოშინი-ვაკანოსატო (იორიკირი), იოშიკაძე-შოტენრო (ოშიდაში), ასასეკირიუ-კიოკუტენჰო (იორიკირი), ტოსაიუტაკა-ვაკაკოიუ (ჰიკიოტოში), ტოჩინოვაკა-ტოკიტენკუ (ოშიდაში), ტოიოჰიბიკი-ტაკამისაკარი (იორიკირი), კიმურაიამა-გაგამარუ (ოკურიდაში), კაისეი-ტოჩინონადა (ოშიდაში), მიაბიამა-ტაკარაფუჯი (ოშიდაში). ძურიო: სადანოუმი-კოკაი (ჰატაკიკომი).
3-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოშოგიკუ (სეკივაკე), ტოჩინოშინი (მაეგაშირა 6), ასასეკირიუ (მ 9), ტოიოჰიბიკი (მ 12), კაისეი (მ 16).
IV დღე
მნიშვნელოვანი ბრძოლები, მაკუუჩი: ჰაკუჰო-ტოჩიოძანი, ჰარუმაფუჯი-გოეიდო, კოტოოშუ-ჰომაშო, კაიო-კიტატაიკი, ბარუტო-ამინიშიკი, კისენოსატო-ტოიონოშიმა, კოტოშოგიკუ-კაკურიუ, ტაკეკაძე-ვაკანოსატო, არანი-ოკინოუმი, ტოჩინოშინი-კიოკუტენჰო, გაგამარუ-ტოიოჰიბიკი. ძურიო: კოკაი-სადანოფუჯი.