27 წლის არანმა სტარტზევე მოიპოვა უპირატესობა, მან ჯერ დოჰიოდან აიტაცა ჩვენებური და შემდეგ მიწოლით თიხნარზე დააგდო. დასანანი მარცხის შემდეგ 23 წლის ტოჩინოშინის ბალანსი 4-1-ია. წინ სამი დაუმარცხებელი სუმოისტია, რომელთაც კვალში 7 მიყვება და მათ შორის ქართველი მაეგაშირაა.
დღეს ტოჩინოშინი მე-8 მაეგაშირა შოტენროს დაეჭიდება. მონღოლმა ბაშო ცუდად დაიწყო და 1-4 ბალანსი აქვს. ქართველის მხარესაა დიდი უპირატესობა ურთიერთშეხვედრებშიც: 4:1.
გუშინ მეორე გამარჯვება იზეიმა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ).
ძურიოს დივიზიონში ზედიზედ მეხუთედ წააგო ლევან ცაგურიამ (კოკაი). ამჯერად, მას ტამანოშიმამ აჯობა. "შავ ზღვას" დღეს ბუშუიამასთან ელის დაპირისპირება.
ნაცუ ბაშოს მეხუთე დღეს დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ წამებში გაიყვანა დოჰიოდან მე-3 მაეგაშირა კიტატაიკი. მონღოლის გარდა დაუმარცხებელი მხოლოდ ორი რიკიშია: 26 წლის იაპონელი ტოიოჰიბიკი და 24 წლის ბრაზილიელი კაისეი. ოძეკთაგან ორი ყოჩაღობს, ბარუტოსა და კაიოს 4-4 მოგება აქვთ.
V დღე
მაკუუჩი: ჰაკუჰო-კიტატაიკი (იორიკირი), გოეიდო-კოტოოშუ (ცუკიოტოში), კაიო-ჰომაშო (იორიკირი), ბარუტო-ტოჩიოძანი (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-კისენოსატო (სოტოგაკე), კოტოშოგიკუ-ტაკეკაძე (იორიკირი), კაკურიუ-ტოიონოშიმა (ოშიდაში), არანი-ტოჩინოშინი (იორიტაოში), ტამავაში-ვაკანოსატო (იორიკირი), ტოსაიუტაკა-იოშიკაძე (კატასუკაში), კიოკუტენჰო-შოტენრო (იორიკირი), ტოიოჰიბიკი-ასასეკირიუ (ოშიდაში), ვაკაკოიუ-ტოჩინოვაკა (ჰიკიოტოში), კაისეი-ტოკიტენკუ (იორიტაოში), გაგამარუ-ტოჩინონადა (იორიკირი), მიაბიამა-ტაკამისაკარი (ოშიდაში), დაიდო-კიმურაიამა (ცუკიდაში). ძურიო: ტამანოშიმა-კოკაი (იორიკირი).
5-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ტოიოჰიბიკი (მაეგაშირა 12), კაისეი (მ 16).
4-1: ბარუტო (ოძეკი), კაიო (ოძეკი), კოტოშოგიკუ (სეკივაკე), გოეიდო (მ 1), ტოჩინოშინი (მ 6), ტოსაიუტაკა (მ 9), ასასეკირიუ (მ 9)... 2-3: გაგამარუ (მ 14)
VI დღე
მნიშვნელოვანი ბრძოლები - მაკუუჩი: ჰაკუჰო-ამინიშიკი, კაიო-ოკინოუმი, ბარუტო-კისენოსატო, ჰარუმაფუჯი-კიტატაიკი, კოტოოშუ-ტაკეკაძე, კოტოშოგიკუ-ტოიონოშიმა, კაკურიუ-გოეიდო, ტოჩიოძანი-არანი, ჰომაშო-ვაკანოსატო, ტოჩინოშინი-შოტენრო, გაგამარუ-ტაკაისუ; ძურიო: კოკაი-ბუშუიამა.