ტოჩინოშინი მე-8 მაეგაშირა შოტენროს შეხვდა, მან მარჯვენა ხელით დაიჭირა მეტოქის მავაში და ისე განახორციელა გდება (არადა, ლევანი ცაციაა). 5-1 - ასეთია დღეისათვის ტოჩინოშინის ბალანსი. ლევანის მორიგი მეტოქე
თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) ძურიოს დივიზიონის სუმოისტ ტაკაიასუს აჯობა ღონით. 200-კილოგრამიანმა ქართველმა ბალანსი გამოისწორა - 3-3. გაგამარუს დღევანდელი მეტოქე 22 წლის ტოჩინოვაკაა, ელიტის დებიუტანტი. ისინი ერთმანეთს ამ სამი წლის წინათ, მაკუშიტას დივიზიონში შეხვდნენ. მაშინ გაგამარუმ ოშიდაშით იმარჯვა.
როგორც იქნა, პირველად მოიგო ლევან ცაგურიამ (კოკაი). მან ბუშუიამა დაამარცხა და ახლა მაინც საგანგაშო, 1-5 ბალანსი აქვს. კოკაიმ თითქმის რვაწლიანი პაუზის შემდეგ იმარჯვა ძურიოს დივიზიონში. დღეს "შავი ზღვა" შირონორიუს შეერკინება.
ნაცუ ბაშოს ორი ლიდერი ჰყავს, 6-6 გამარჯვება დიდ მონღოლ ჰაკუჰოსა და ბრაზილიელ კაისეის აქვთ. 27 წლის ჰაკუჰომ "მატადორ" ამინიშიკის აჯობა. როცა ამინიშიკი ჩემპიონებს ებრძვის, ყოველთვის საინტერესო რამ ხდება დოჰიოზე. ასე იყო ამჯერადაც, დაჯახებისას ამინიშიკიმ მარცხნივ გაიწია, თუმცა ეს ხერხი არ გამოუვიდა, იოკოძუნამ მაინც შეუტია, მაგრამ "მატადორმა" დროულად გაინთავისუფლა ცაცია, ის ის იყო კონტრშეტევაზეც გადადიოდა, როცა დიდმა ჩემპიონმა ერთი კარგი ჩვენებური მოგვერდი ჩაუტარა. 24 წლის კაისეი კი ამ ტურნირის სენსაციაა, ბრაზილიელი ხომ დებიუტანტია, თუმცა ჯერაც ვერავინ მოახერხა მისი წაქცევა. 5-5 მოგება ტოჩინოშინთან ერთად კიდევ 4 სუმოისტს აქვს, მათ შორის ესტონელ ჩემპიონ ბარუტოს და სეკივაკე კოტოშოგიკუს.
VI დღე
მაკუუჩი: ჰაკუჰო-ამინიშიკი (უვატენაგე), ოკინოუმი-კაიო (იორიკირი), ბარუტო-კისენოსატო (ცუკიოტოში), ჰარუმაფუჯი-კიტატაიკი (ოშიდაში), ტაკეკაძე-კოტოოშუ (ცუკიოტოში), კოტოშოგიკუ-ტოიონოშიმა (იორიკირი), კაკურიუ-გოეიდო (ოშიდაში), არანი-ტოჩიოძანი (კიმედაში), ვაკანოსატო-ჰომაშო (ოშიდაში), ტოჩინოშინი-შოტენრო (უვატენაგე), ტამავაში-ასასეკირიუ (უვატენაგე), იოშიკაძე-ვაკაკოიუ (ცუკიოტოში), კიოკუტენჰო-ტოიოჰიბიკი (იორიტაოში), ტოსაიუტაკა-ტოჩინონადა (იორიკირი), კაისეი-ტოჩინოვაკა (ოშიდაში), ტოკიტენკუ-მიაბიამა (კეტაგური), გაგამარუ-ტაკაიასუ (იორიკირი), კიმურაიამა-ტაკამისაკარი (ჰიკიოტოში); ძურიო: კოკაი-ბუშუიამა (შიტატენაგე).
სატურნირო მდგომარეობა
6-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კაისეი (მაეგაშირა 16).
5-1: ბარუტო (ოძეკი), კოტოშოგიკუ (სეკივაკე), ტოჩინოშინი (მ 6), ტოსაიუტაკა (მ 9), ტოიოჰიბიკი (მ 12)... 3-3: გაგამარუ (მ 14).
VII დღე
მნიშვნელოვანი ბრძოლები - მაკუუჩი: ჰაკუჰო-კაკურიუ, ბარუტო-კიტატაიკი, ჰარუმაფუჯი-ოკინოუმი, კოტოოშუ-ამინიშიკი, კაიო-კოტოშოგიკუ, კისენოსატო-გოეიდო, ტოიონოშიმა-ჰომაშო, ტოჩიოძანი-ტაკეკაძე, არანი-იოშიკაძე, ტოჩინოშინი-ასასეკირიუ, გაგამარუ-ტოჩინოვაკა; ძურიო: კოკაი-შირონორიუ.