ამ უქმეებზე ლევანმა ორი ორთაბრძოლა მოიგო. შაბათს მან უხერხულ მეტოქე ასასეკირიუს აჯობა. "წითელ გველეშაპს" სურდა, ხერხით ეჯობნა ქართველისთვის, მაგრამ სასტარტო დაჯახებიდან თავის არიდება ლევანმა მონღოლს არ დაანება. ამის მიუხედავად, ღონიერ ტოჩინოშინს 2 წუთზე მეტი ხანი დასჭირდა მეტოქის დოჰიოს რკალიდან გასაყვანად.
გუშინ ტოჩინოშინი მე-9 მაეგაშირა ტოსაიუტაკას შეხვდა. გამარჯვება ჩვენებურს აქაც ძნელად ერგო - დიდი ხანი ვერ ახერხებდა
ამით ლევანმა 2009 წლის ნოემბრის ბაშოს შედეგი გაიმეორა, როცა 8 დღის შემდეგ 7-1 ბალანსი ჰქონდა, საბოლოოდ კი ვიცე-ჩემპიონი გახდა 12-3 ბალანსით. ტოჩინოშინის დღევანდელი მეტოქე 27 წლის ვაკაკოიუა, რომელიც მე-10 მაეგაშირას სტატუსით გამოდის მაისის ბაშოზე. ჩვენებური ორჯერ შეხვედრია იაპონელს, 2007 და 2008 წლებში და ორჯერვე უჯობნია.
ცუდი უქმეები ჰქონდა მე-14 მაეგაშირა გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი), მან ორივე ორთაბრძოლა წააგო და 3-5 ბალანსით თავი კვლავ ხიფათში ჩაიგდო, ასე ელიტიდან გავარდნამდე შორი აღარაა. 200-კილოიანმა ქართველმა შაბათს ტოჩინოვაკას მავაშის დაჭერის საშუალება მისცა და მეტოქემაც იოლად განახორციელა უვატენაგეს ილეთი.
გუშინ გაგამარუ დოჰიოზე დაუმარცხებელი დებიუტანტის წინააღმდეგ დადგა - ბრაზილიელი კაისეი ამ ბაშოს ნამდვილი აღმოჩენაა. კაისეიმ ორივე ხელით ჩაჭიდა ქართველის მავაშის ხელი და ყველაზე მძიმე რიკიში დოჰიოს კიდემდე მიიყვანა, მაგრამ თეიმურაზმა მას უვატენაგეს ილეთის განხორციელების საშუალება არ მისცა. თუმცა რიკარდო სუგანომ (კაისეის ნამდვილი სახელი და გვარია) ტაქტიკა შეცვალა და ჩვენებური სუკუინაგეს ილეთით დაამარცხა. დღეს გაგამარუ მძიმეწონოსან მიაბიამას დაეჭიდება. ყოფილ ოძეკის ის პირველად შარშან შეხვდა და ჰიკიოტოშით დამარცხდა.
ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე კოკაიმ (ლევან ცაგურია) ერთი ორთაბრძოლა მოიგო და ერთი წააგო. "შავ ზღვას" 2-6 ბალანსი აქვს და დღეს იოშიაზუმას შეერკინება.
ბაშოს ორი დაუმარცხებელი სუმოისტი ლიდერობს - ერთი დიდი ჩემპიონი ჰაკუჰოა, მეორე კი რანგით ელიტის ყველაზე უკანსკნელი რიკიში, დებიუტანტი კაისეი. მათ უკვე გაინაღდეს დადებითი ბალანსი. 7-7 მოგებაც მხოლოდ ორს აქვს, ლევან გორგაძეს და ესტონელ ოძეკი ბარუტოს. მოკლედ, ლიდერთა ოთხეულში ერთი იაპონელიც არ არის. ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსს ინარჩუნებს ვეტერანი ოძეკი კაიო (6 მოგება).
VII დღე
მაკუუჩი: ჰაკუჰო-კაკურიუ (იორიკირი), ბარუტო-კიტატაიკი (ცურიდაში), ოკინოუმი-ჰარუმაფუჯი (იორიტაოში), კოტოოშუ-ამინიშიკი (იორიკირი), კაიო-კოტოშოგიკუ (ჰიკიოტოში), კისენოსატო-გოეიდო (ცუკიოტოში), ტოიონოშიმა-ჰომაშო (იორიკირი), ტაკეკაძე-ტოჩიოძანი (იორიკირი), იოშიკაძე-არანი (მსაჯთა გადაწყვეტილებით), ვაკანოსატო-კიოკუტენჰო (იორიკირი), ტამავაში-ტოსაიუტაკა (ცუკიდაში), ტოჩინოშინი-ასასეკირიუ (იორიკირი), ვაკაკოიუ-შოტენრო (ოშიდაში), ტოჩინოვაკა-გაგამარუ (უვატენაგე), ტოჩინონადა-ტოიოჰიბიკი (ცუკიოტოში), კიმურაიამა-ტოკიტენკუ (ჰიკიოტოში), კაისეი-ტაკამისაკარი (იორიკირი), მიაბიამა-ტამანოშიმა (ოკურიდაში); ძურიო: შირონორიუ-კოკაი (ვატაშიკომი).
VIII დღე
მაკუუჩი: ჰაკუჰო-ოკინოუმი (შიტატედაშინაგე), კაკურიუ-ჰარუმაფუჯი (ჰატაკიკომი), კოტოოშუ-ტოიონოშიმა (ოშიდაში), კაიო-ამინიშიკი (ჰატაკიკომი), ბარუტო-ტაკეკაძე (იორიკირი), ჰომაშო-კისენოსატო (ჰიკიოტოში), კოტოშოგიკუ-გოეიდო (იორიკირი), კიტატაიკი-ტოჩიოძანი (ოშიდაში), იოშიკაძე-ვაკანოსატო (ჰიკიოტოში), კიოკუტენჰო-არანი (იორიკირი), ტოჩინოშინი-ტოსაიუტაკა (უვატენაგე), ტამავაში-ვაკაკოიუ (ჰატაკიკომი), შოტენრო-ტოჩინოვაკა (ოშიდაში), კიმურაიამა-ასასეკირიუ (ოშიდაში), ტოიოჰიბიკი-მიაბიამა (ოშიდაში), ტაკამისაკარი-ტოკიტენკუ (იორიკირი), ტოჩინონადა-სადანოუმი (შიტატენაგე), კაისეი-გაგამარუ (სუკუინაგე); ძურიო: კოკაი-ტაკაიასუ (იორიკირი).
სატურნირო მდგომარეობა
8-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კაისეი (მაეგაშირა 16).
7-1: ბარუტო (ოძეკი), ტოჩინოშინი (მ 6).
6-2: კაიო (ოძეკი), კოტოშოგიკუ (სეკივაკე), იოშიკაძე (მ 7), ტოიოჰიბიკი (მ 12)... 3-5: გაგამარუ (მ 14).
IX დღე
მნიშვნელოვანი ბრძოლები - მაკუუჩი: ჰაკუჰო-ტაკეკაძე, კოტოოშუ-ოკინოუმი, კაიო-კაკურიუ, ბარუტო-ტოიონოშიმა, ჰარუმაფუჯი-არანი, კოტოშოგიკუ-ჰომაშო, კისენოსატო-ტოჩიოძანი, გოეიდო-კიტატაიკი, ამინიშიკი-ვაკანოსატო, ტოჩინოშინი-ვაკაკოიუ, გაგამარუ-მიაბიამა; ძურიო: კოკაი-იოშიაზუმა.