სუპერტურნირის დასრულებამდე ხუთი დღე რჩება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს ამ ხუთ დღეში, თანდათან ჩვენებურის მეტოქეთა რანგი გაიზრდება, შესაბამისად, მასაც გაუჭირდება, მაგრამ ფაქტი სასიხარულოა - დღეისათვის, ტოჩინოშინს მხოლოდ დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო სჯობს.
გუშინ ძალზე მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა გაიმართა, ლევანი პროფესიულ დოჰიოზე პირველად (მოყვარულებში უჭიდავიათ) გადაეყარა
მართალია, ტოჩინოშინის დღევანდელი მეტოქე ტოიოჰიბიკი მხოლოდ მე-12 მაეგაშირაა, მაგრამ ის სუმოს სამყაროში გამორჩეული რიკიშია, თან 170 კილოგრამს იწონის და ასე იოლად ძვრას ვერ უზამ - ლევანსაც უარყოფითი ბალანსი აქვს მასთან - 2:4, თუმცა ბოლო ორი დუელი ქართველმა მოიგო.
მაკუუჩის დივიზიონის მე-14 ნომერ გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) კი ერთობ უჭირს ზაფხულის ბაშოზე. გუშინ მან ტოსაიუტაკასთან დათმო და 4-6 ბალანსი გაუხდა. ყველაზე მძიმე სუმოისტის დღევანდელი მეტოქე 36 წლის მონღოლი კიოკუტენჰოა, რომლისთვისაც გაგამარუს ჯერ არ მოუგია - 0:2.
კოკაიმ (ლევან ცაგურია) დროებით უმაღლეს დივიზიონში იჭიდავა და "რობოტ პოლიციელ" ტაკამისაკარისთან დათმო. ახლა "შავ ზღვას" 3-7 ბალანსი აქვს და დღეს მასურაუმის შეხვდება.
ნაცუ ბაშოს ერთპიროვნული ლიდერი ჰაკუჰო გუშინ ჩვენებურმა გახადა (მას შემდეგ, რაც აქამდე დაუმარცხებელ კაისეის მოუგო) - დიდმა მონღოლმა ზედიზედ მე-10 გამარჯვება იზეიმა, ამჯერად მან სეკივაკე კისენოსატო დაამარცხა. 9-9 მოგება სწორედ ტოჩინოშინს და კაისეის აქვთ. დადებითი ბალანსი ამ ტრიოს გარდა ოძეკი ბარუტოს და სეკივაკე კოტოშოგიკუს დაბევებული აქვთ.
X დღე
მაკუუჩი: ჰაკუჰო-კისენოსატო (ოშიდაში), ტაკეკაძე-კაიო (ოშიდაში), ჰარუმაფუჯი-ბარუტო (სუსოჰარაი), არანი-კოტოოშუ (ჰატაკიკომი), კოტოშოგიკუ-ტოჩიოძანი (ოშიდაში), გოეიდო-ტოიონოშიმა (ოშიდაში), კაკურიუ-ჰომაშო (ჰატაკიკომი), ამინიშიკი-ტამავაში (ჰატაკიკომი), ოკინოუმი-კიტატაიკი (ოშიდაში), ვაკანოსატო-შოტენრო (ოკურიდაში), ტოჩინოშინი-კაისეი (იორიკირი), ტოკიტენკუ-იოშიკაძე (ჰატაკიკომი), ვაკაკოიუ-კიოკუტენჰო (ჰატაკიკომი), ასასეკირიუ-ტოჩინონადა (იორიკირი), ტოსაიუტაკა-გაგამარუ (იორიკირი), მიაბიამა-ტოჩინოვაკა (ჰიკიოტოში), კიმურაიამა-ტოიოჰიბიკი (ოშიდაში), ტაკამისაკარი-კოკაი (ჰიკიოტოში).
სატურნირო მდგომარეობა
10-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
9-1: ტოჩინოშინი (მაეგაშირა 6), კაისეი (მ 16).
8-2: ბარუტო (ოძეკი), კოტოშოგიკუ (სეკივაკე).
... 4-6: გაგამარუ (მ 14).
XI დღე
მნიშვნელოვანი ბრძოლები - მაკუუჩი: ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ, ბარუტო-ოკინოუმი, კაიო-ჰარუმაფუჯი, კოტოოშუ-კისენოსატო, კაკურიუ-ტოჩიოძანი, ტოიონოშიმა-კიტატაიკი, გოეიდო-ჰომაშო, ამინიშიკი-არანი, ტაკეკაძე-ტამავაში, ვაკანოსატო-ტოსაიუტაკა, ტოჩინოშინი-ტოიოჰიბიკი, იოშიკაძე-კაისეი, კიოკუტენჰო-გაგამარუ; ძურიო: კოკაი-მასურაუმი.