ცუდი დღე

AutoSharing Option
გუშინ ნაგოიას ბაშოზე ცუდი დღე გვქონდა - სამივე ჩვენებურმა წააგო. დასავლეთის კომუსუბი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ძალიან ახლოს იყო ნაგოიაში პირველ გამარჯვებასთან: მან სეკივაკე კოტოშოგიკუს ხელსაყრელი პოზიციიდან შეუტია, იაპონელის მავაშიც ხელთ იგდო, მაგრამ მეტოქემ შეძლო ქართველის მკლავებისგან დახსნა, ტოჩინოშინის დოჰიოს კიდემდე მიყვანა და უვატენაგეს ილეთის განხორციელება. 0-3, ასეთი საგანგაშო ბალანსი აქვს ბაშოს სტარტზე ქართველ კომუსუბის, რომლის დღევანდელი მეტოქეც სეკივაკეა - კისენოსატო.

გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) ვერ გაუძლო ჰომაშოს შემოტევას და ტურნირზე მეორედ იგემა მარცხი. დღეს ელიტის ყველაზე მძიმე რიკიში ტოჩიოძანთან იჭიდავებს.

ნაგოიას
ბაშოზე პირველად წააგო კოკაიმ (ლევან ცაგურია). "შავი ზღვა" ძურიოს დივიზიონშია, სადაც მან ტამანოშიმასთან დათმო.

III დღე: ჰაკუჰო-იოშიკაძე (ჰატაკიკომი), კაკურიუ-კაიო (ოშიტაოში), კოტოოშუ-ტოსაიუტაკა (იორიტაოში), ბარუტო-კიოკუტენჰო (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-ტოიონოშიმა (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ტოჩინოშინი (უვატენაგე), კისენოსატო-გოეიდო (ოშიტაოში), ამინიშიკი-ვაკაკოიუ (იორიტაოში), ვაკანოსატო-ოკინოუმი (იორიკირი), ტაკეკაძე-კაისეი (ჰიკიოტოში), ტოჩიოძანი-ტამავაში (სუკუინაგე), ტოკიტენკუ-არანი (უჩიგაკე), ჰომაშო-გაგამარუ (იორიკირი), კიტატაიკი-მიაბიამა (იორიკირი), ტოჩინოვაკა-ასასეკირიუ (ოშიდაში), ტოიოჰიბიკი-ტაკარაფუჯი (ჰატაკიკომი), ტაკაიასუ-შოტენრო (ჰატაკიკომი), ტოჩინონადა-დაიდო (ჰატაკიკომი), საგაცუკასა-კიმურაიამა (ოშიდაში), ფუჯიაზუმა-ტაკამისაკარი (იორიკირი). ძურიო: ტამანოშიმა-კოკაი (ჰიკიოტოში).

სატურნირო მდგომარეობა
3-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ბარუტო (ოძეკი), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), კაკურიუ (სეკივაკე), ტოკიტენკუ (მაეგაშირა 7), ჰომაშო (მ 9), ტოჩინოვაკა (მ 11), ტოიოჰიბიკი (მ 12), ფუჯიაზუმა (მ 15)... 1-2: გაგამარუ (მ 7)... 0-3: ტოჩინოშინი (კომუსუბი).

IV დღე: ჰაკუჰო-კიოკუტენჰო, კოტოოშუ-იოშიკაძე, ბარუტო-ტოსაიუტაკა, ჰარუმაფუჯი-კაკურიუ, კაიო-ტოიონოშიმა, კოტოშოგიკუ-გოეიდო, კისენოსატო-ტოჩინოშინი, ამინიშიკი-ოკინოუმი, ვაკაკოიუ-ტაკეკაძე, ვაკანოსატო-ტამავაში, კაისეი-არანი, გაგამარუ-ტოჩიოძანი, ტოკიტენკუ-მიაბიამა, კიტატაიკი-ასასეკირიუ, ჰომაშო-ტაკარაფუჯი, ტოჩინოვაკა-ტაკამისაკარი, ტაკაიასუ-ტოჩინონადა, ტოიოჰიბიკი-საგაცუკასა, დაიდო-კიმურაიამა, შოტენრო-ფუჯიაზუმა. ძურიო: კოკაი-ბუშუიამა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული