ტოჩინოშინი სუმოს ელიტის ელიტაშია, თუმცა იქ უკანასკნელი საფეხური უჭირავს - საუკეთესო ათეულში რეიტინგით მეათეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 9 მასზე მაღლა მდგომ სუმოისტთან შეხვედრა გარანტირებული აქვს, ბაშო კი 15 დღე გრძელდება.
მოკლედ, კომუსუბიმ, ბაშო რომ დადებითი ბალანსით დაასრულოს, ზოგჯერ საკუთარ შესაძლებლობებზე მეტი უნდა აჩვენოს. ტოჩინოშინი ცუდი სტარტის შემდეგ გამოფხიზლდა და გუშინ აღმოსავლეთის
ორთაბრძოლისას ლევანმა ეშმაკური ხერხი იხმარა, რომელიც ძალზე არ მოსწონს იაპონურ პუბლიკას. დაჯახებისას ის მარცხნივ გადახტა, მეტოქის მავაშისკენ არც კი გაუხედავს, ბრძოლას თავი აარიდა, ხოლო მოტყუებული გოეიდო ძირს გაიშხლართა. ლევანს 2-3 ბალანსი აქვს და დღეს ბულგარელ გოლიათ კოტოოშუს ხვდება. ქართველი და ბულგარელი აქამდე 8-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ოძეკი წინაა 6:2.
მოიგო გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), მან ძალიან იოლად გააძევა დოჰიოდან 33 წლის მიაბიამა, "ადამიანი მთა", რომელიც 10 წლის წინ ჩემპიონის ტიტულს ატარებდა. დღეს გაგამარუს მეტოქე მონღოლი "წითელი ურჩხული" ასასეკირიუა. გაგამარუს 2-3 ბალანსი აქვს.
ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე კოკაიმ (ლევან ცაგურია) კი წააგო, მას ძურიოს პირველმა ნომერმა ტამაასუკამ აჯობა. "შავ ზღვას" ჯერაც დადებითი ბალანსი აქვს - 3-2.
V დღე: ჰაკუჰო-ტოიონოშიმა (ოშიდაში), კაკურიუ-ბარუტო (ჰიკიოტოში), ჰარუმაფუჯი-იოშიკაძე (იორიკირი), კაიო-კიოკუტენჰო (იორიკირი), ვაკაკოიუ-კოტოოშუ (ოშიდაში), კოტოშოგიკუ-კისენოსატო (იორიტაოში), ტოჩინოშინი-გოეიდო (ჰატაკიკომი), ტაკეკაძე-ამინიშიკი (სუკუინაგე), ოკინოუმი-ტამავაში (უვატეჰინერი), ტოკიტენკუ-კაისეი (უვატედაშინაგე), ვაკანოსატო-არანი (იორიკირი), გაგამარუ-მიაბიამა (ოშიდაში), ტოჩიოძანი-ტაკარაფუჯი (ოშიდაში), ჰომაშო-კიტატაიკი (ოშიდაში), ტაკაიასუ-ასასეკირიუ (ჰატაკიკომი), ფუჯიაზუმა-ტოჩინოვაკა (ოშიდაში), შოტენრო-დაიდო (ჰატაკიკომი), ტოჩინონადა-ტოიოჰიბიკი (სოკუბიოტოში), საგაცუკასა-ტაკამისაკარი (ოშიდაში), კიმურაიამა-მასუნოიამა (ჰიკიოტოში). ძურიო: ტამაასუკა-კოკაი (იორიკირი).
სატურნირო მდგომარეობა
5-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), ჰომაშო (მაეგაშირა 9)... 2-3: ტოჩინოშინი (კომუსუბი), გაგამარუ (მ 7).
VI დღე: ჰაკუჰო-გოეიდო, ჰარუმაფუჯი-კიოკუტენჰო, კაიო-კისენოსატო, ტოჩინოშინი-კოტოოშუ, ბარუტო-ტოიონოშიმა, კაკურიუ-იოშიკაძე, კოტოშოგიკუ-ამინიშიკი, ვაკაკოიუ-ოკინოუმი, ტაკეკაძე-ტამავაში, ვაკანოსატო-ტოკიტენკუ, ჰომაშო-კაისეი, ტოჩიოძანი-არანი, გაგამარუ-ასასეკირიუ, მიაბიამა-ტაკარაფუჯი, კიტატაიკი-ტოჩინოვაკა, ტაკაიასუ-საგაცუკასა, ტოიოჰიბიკი-ტაკამისაკარი, დაიდო-ფუჯიაზუმა, კიმურაიამა-შოტენრო, ტოჩინონადა-ტამაასუკა. ძურიო: კოკაი-ჰოჩიამა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"