დასავლეთის კომუსუბი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ბულგარელ ჩემპიონ კოტოოშუს ხვდებოდა. გუშინ სლავმა ყველაფრით აჯობა ქართველს, მავაშიც დროულად მოიხელთა და ილეთიც ბრწყინვალედ განახორციელა. ლევანის 2-4 ბალანსი აქვს. მისი მთავარი ამოცანა ნაგოიაში ტიტულის შენარჩუნებაა. ეს მას გვარიანად გაუჭირდება, რადგან დღესაც ოძეკი ჰყავს
წააგო გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), ვინც ვერას გახდა მონღოლმა ასასეკირიუმ უვატედაშინაგეს ილეთით დააგდო. გაგამარუ დღეს გამოცდილ ვაკანოსატოს შეხვდება. კარგი სტარტის შემდეგ ბალანსი გაიუარესა კოკაიმ (ლევან ცაგურია), რომელმაც ჰოჩიამასთან წააგო. "შავ ზღვას" ნულოვანი ბალანსი აქვს - 3-3. მისთვის ყველაფერი თავიდან იწყება ნაგოიაში.
VI დღე: ჰაკუჰო-გოეიდო (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-კიოკუტენჰო (ოშიდაში), კისენოსატო-კაიო (იორიკირი), კოტოოშუ-ტოჩინოშინი (უვატენაგე), ბარუტო-ტოიონოშიმა (იორიკირი), კაკურიუ-იოშიკაძე (იორიკრი), კოტოშოგიკუ-ამინიშიკი (კოტენაგე), ვაკაკოიუ-ოკინოუმი (სუკუინაგე), ტაკეკაძე-ტამავაში (ჰატაკიკომი), ვაკანოსატო-ტოკიტენკუ (უვატენაგე), კაისეი-ჰომაშო (ცუკიტაოში), არანი-ტოჩიოძანი (იორიკირი), ასასეკირიუ-გაგამარუ (უვატედაშინაგე), მიაბიამა-ტაკარაფუჯი (ჰიკიოტოში), ტოჩინოვაკა-კიტატაიკი (იორიკირი), ტაკაიასუ-საგაცუკასა (ცუკიოტოში), ტოიოჰიბიკი-ტაკამისაკარი (ოშიდაში), ფუჯიაზუმა-დაიდო (ცუკიოტოში), კიმურაიამა-შოტენრო (ცუკიოტოში), ტამაასუკა-ტოჩინონადა (იორიკირი). ძურიო: ჰოჩიამა-კოკაი (ოშიდაში).
სატურნირო მდგომარეობა
6-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (ოძეკი).
5-1: ბარუტო (ოძეკი), კოტოშოგიკუ (სეკივაკე), კაკურიუ (სეკივაკე), ტაკეკაძე (მაეგაშირა 4), ჰომაშო (მ 9), ტაკაიასუ (მ 11), ტოჩინოვაკა (მ 11), ფუჯიაზუმა (მ 15)... 2-4: ტოჩინოშინი (კომუსუბი), გაგამარუ (მ 7).
VII დღე: ჰაკუჰო-ვაკაკოიუ, კაიო-ამინიშიკი, კოტოოშუ-ტოიონოშიმა, ბარუტო-ტოჩინოშინი, ჰარუმაფუჯი-გოეიდო, კოტოშოგიკუ-იოშიკაძე, კისენოსატო-კაკურიუ, კიოკუტენჰო-ოკინოუმი, ტაკეკაძე-არანი, კაისეი-ტამავაში, ვაკანოსატო-გაგამარუ, ტოკიტენკუ-ტოჩიოძანი, მიაბიამა-ჰომაშო, ასასეკირიუ-დაიდო, კიტატაიკი-შოტენრო, ტაკარაფუჯი-ტოჩინონადა, ტაკაიასუ-კიმურაიამა, ტოჩინოვაკა-ტოიოჰიბიკი, საგაცუკასა-ფუჯიაზუმა, ტაკამისაკარი-იოშიაზუმა. ძურიო: კოკაი-მასუნოიამა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"