სექტემბრიდან ისევ 3 ქართველი ელიტაში!

AutoSharing Option
ნაგოიას ბაშო მაინც კარგად დასრულდა ჩვენთვის, რაც ქართული პროფესიული სუმოს პიონერის, ლევან ცაგურიას (კოკაი) დამსახურებაა. რანგით მე-2 დივიზიონში მოასპარეზე "შავმა ზღვამ" სუპერტურნირი 9-6 შედეგით დაასრულა და ელიტაში დაბრუნება გაინაღდა.

კოკაი 7 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა ელიტის რიკიშის სტატუსს (რაც ერთეულთა ხვედრია), მაგრამ წლეულს ძურიოში გავარდა, ეს მის კარიერაში ერთადერთი დაქვეითება იყო. საბედნიეროდ, "შავ ზღვას" უკან დასაბრუნებლად 2 ბაშო ეყო.

ასე რომ, სექტემბრის ბაშოზე უმაღლეს დივიზიონში ისევ 3 სუმოისტი გვეყოლება - 3 რიგითი მაეგაშირა, რადგან ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) კომუსუბის ტიტული დაკარგა, ბაშო
6-9 ბალანსით დაასრულა. გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) კიდევ უფრო ცუდი შედეგი აჩვენა - 5-10, მაგრამ მან ძალიან კარგი საქმე გააკეთა ასპარეზობის ბოლო დღეს, როცა კიმურაიამა დაამარცხა და უმაღლესში კიდევ ერთი საგზური გამოათავისუფლა, რის გამოც კოკაის დაწინაურება ეჭქვეშ აღარაა.

ნაგოიას ბაშო კი ორი რამით გამოირჩა - დასრულდა დიდი ჩემპიონის თარეში, ჰაკუჰომ ბაშო 12-3 ბალანსით დაასრულა და 2 მოგებით ჩამორჩა მონღოლ ოძეკი ჰარუმაფუჯის. ჰარუმაფუჯიმ კარიერაში მეორედ აღმართა იმპერატორის თასი, პირველად მას ჯერ კიდევ ამა ეწოდებოდა. მეორე, რითაც ეს ბაშო გამორჩეულია - წინა თაობის უკანასკნელი მოჰიკანის, კაიოს სპორტიდან წასვლაა.

XIV ტური: ჰარუმაფუჯი-ჰაკუჰო (იორიკირი), კოტოოშუ-ბარუტო (სუკუინაგე), კისენოსატო-ოკინოუმი (უვატენაგე), კაკურიუ-ტაკეკაძე (ოშიდაში), ვაკანოსატო-კოტოშოგიკუ (სუკუინაგე), ტოჩინოშინი-ამინიშიკი (იორიკირი), გოეიდო-ტამავაში (სოტოგაკე), იოშიკაძე-ვაკაკოიუ (აბისეტაოში), ტოიონოშიმა-კაისეი (იორიკირი), კიოკუტენჰო-გაგამარუ (იორიტაოში), არანი-ტაკაიასუ (ოშიდაში), ტოკიტენკუ-კიმურაიამა (კეკაეში), მიაბიამა-ტოიოჰიბიკი (ცუკიოტოში), ტოჩიოძანი-ტაკამისაკარი (იორიკირი), საგაცუკასა-ასასეკირიუ (კირიკაეში), ჰომაშო-ფუჯიაზუმა (უვატენაგე), შოტენრო-ტაკარაფუჯი (ოშიდაში), კიტატაიკი-დაიდო (ოშიტაოში), ტოჩინოვაკა-ტამანოშიმა (იორიკირი), ტოჩინონადა-მაცუტანი (იორიკირი). ძურიო: კოკაი-სოტაირიუ (ჰატაკიკომი).

ბოლო დღე: ბარუტო-ჰაკუჰო (უვატენაგე), კისენოსატო-ჰარუმაფუჯი (ცუკიოტოში), ოკინოუმი-კოტოოშუ (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ჰომაშო (იორიკირი), კაკურიუ-არანი (იორიკირი), გოეიდო-ამინიშიკი (უვატენაგე), ტოჩინოშინი-კაისეი (იორიკირი), იოშიკაძე-ტოიოჰიბიკი (ჰიკიოტოში), ასასეკირიუ-კიოკუტენჰო (იორიკირი), ტოიონოშიმა-მიაბიამა (ოშიდაში), ვაკაკოიუ-ტაკარაფუჯი (ჰატაკიკომი), ტაკეკაძე-ტოჩინოვაკა (ოშიდაში), ვაკანოსატო-საგაცუკასა (იორიკირი), ტამავაში-შოტენრო (ოშიდაში), ტოკიტენკუ-ტოჩინონადა (იორიკირი), გაგამარუ-კიმურაიამა (ოშიდაში), ტოჩიოძანი-კიტატაიკი (ოშიდაში), ტაკაიასუ-ტაკამისაკარი (ჰატაკიკომი), დაიდო-ტამაასუკა (ოშიდაში), ფუჯიაზუმა-მასუნოიამა (იორიტაოში). ძურიო: კოკაი-ტაკანოიამა (იორიკირი).
საბოლოო მდგომარეობა

კაჩი კოში
14-1: ჰარუმაფუჯი (ოძეკი).
12-3: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
11-4: ბარუტო (ოძეკი), კოტოშოგიკუ (სეკივაკე), ჰომაშო (მაეგაშირა 9).
10-5: კისენოსატო (სეკივაკე), კაკურიუ (სეკივაკე), არანი (მ 6), ტოჩიოძანი (მ 8), ფუჯიაზუმა (მ 15).
9-6: კოტოოშუ (ოძეკი), ტოიონოშიმა (მ 2), ვაკანოსატო (მ 5), ტაკაიასუ (მ 11).
8-7: ოკინოუმი (მ 4), ტაკეკაძე (მ 4), ტოკიტენკუ (მ 7), მიაბიამა (მ 8), ტოჩინოვაკა (მ 11), ტოიოჰიბიკი (მ 12), საგაცუკასა (მ 13).

მაკე კოში
7-8: იოშიკაძე (მ 1), კიტატაიკი (მ 10), შოტენრო (მ 13), კიმურაიამა (მ 15).
6-9: ტოჩინოშინი (კომუსუბი), კაისეი (მ 5), ასასეკირიუ (მ 9), დაიდო (მ 12), ტოჩინონადა (მ 14).
5-10: გოეიდო (კომუსუბი), ვაკაკოიუ (მ 3), ტამავაში (მ 6), გაგამარუ (მ 7).
4-11: ტაკარაფუჯი (მ 10).
3-12: კაიო (ოძეკი), ტაკამისაკარი (მ 14).
2-13: კიოკუტენჰო (მ 2), ამინიშიკი (მ 3).
0-15: ტოსაიუტაკა (მ 1).

პრიზები
იმპერატორის თასი: ჰარუმაფუჯი (მე-2)
ბრწყინვალე ასპარეზობა: კოტოშოგიკუ (მე-2)
მებრძოლი სული: ჰომაშო (მე-5)
ტექნიკური რიკიში: არავის
ძურიოს ჩემპიონი: მიოგირიუ (1-ელი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპორტსმენია ეს კაცი, ძალიან გამიხარდა უმაღლეს დივიზიონში მისი დაბრუნება, წარმატებები ლევან!!!
Rain
25 ივლისი 2011 20:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული