კოკაი ის პატარა ბიჭი აღარ არის "შავი ზღვის" სახელით ფურორი რომ მოახდინა სუმოს სამყაროში - ის 2004 წლის იანვრიდან 2011 წლის იანვრამდე მხოლოდ ელიტის წევრი იყო და დაქვეითება რა იყო, არ იცოდა. მაგრამ 30 წლის სუმოისტმა მხოლოდ ორი ბაშო გაატარა მეორე დივიზიონში და ივლისში ნაჩვენები
სხვა ჩვენებურები კი დაქვეითდნენ, რადგან ივლისში უარყოფითი ბალანსი აჩვენეს - ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) კომუსუბის ტიტულს შეელია და აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა გახდა. ტოჩინოშინმა წინა ბაშო 6-9 ბალანსით დაასრულა.
როგორც ხედავთ, ჩვენებურს ახლავე მიეცა შანსი, უკან დაიბრუნოს ტიტული. საამისოდ მას სექტემბრის ბაშოზე 9-10 გამარჯვება სჭირდება. თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) მე-7 მაეგაშირობოდან 11-მდე დაქვეითდა. 5-10 ბალანსის შემდეგ ჩვენ უარესსაც ველოდით.
ახალ რეიტინგში ძველებურად ერთი დიდი ჩემპიონია - მონღოლი ჰაკუჰო. ჩემპიონთა რიცხვმა კი სამამდე იკლო, რადგან კაიო სპორტიდან წავიდა. ახლა იაპონელებს ერთი ოძეკიც კი არა ჰყავთ - ჰარუმაფუჯი მონღოლია, ბარუტო ესტონელი და კოტოოშუ ბულგარელი.
სექტემბერში სამი სეკივაკე (კოტოშოგიკუ, კისენოსატო და კაკურიუ) და ორი კომუსუბი (ტოიონოშიმა და არანი) იქნება. მოკლედ, 9 მოწინავე რიკიშიდან 6 უცხოელია და მხოლოდ კოტოშოგიკუ, ტოიონოშიმა და კისენოსატო წარმოადგენენ სუმოს სამშობლოს.
ელიტაში სამ სუმოისტს აქვს დებიუტი, სამივე საინტერესო სპორტსმენია - მასუნოიამა მხოლოდ 20 წლისაა, მაშინ როცა იოშიაზუმა 34 წლის ასაკში პირველად ეღირსა მაკუუჩი დივიზიონში მოხვედრას, მესამე დებიუტანტი ჩეხია, ტაკანოიამა (პირველი ჩეხი ელიტაში), ის 28 წლისაა და სულ რაღაც 98 კილოგრამს იწონის, სუმოში ეს ძალიან ცოტაა, ყველაზე მძიმე გაგამარუ ხომ 199 კილოგრამს იწონის. მე-4 დივიზიონში მოასპარეზე რუსი ავრორა სულაც 273 კილოგრამია!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"