თეიმურაზ ჯუღელი - იპონი სუმოში

AutoSharing Option
გუშინ ისეთი წარმატებული დღე აღარ გვქონდა ტოკიოს ბაშოზე, როგორც წინა დღეებში, თუმცა სუპერტურნირის მესამედი ქართველმა სუმოისტებმა მაინც წარმატებით განვლეს: კოკაის (ლევან ცაგურია) და გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) ხუთი ორთაბრძოლიდან 4-4 მოგება აქვთ, ხოლო ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) - სამი.

"შავმა ზღვამ" ელიტაში დაბრუნების შემდეგ პირველი მარცხი იგემა, ის იოშიაზუმამ მოგვერდით დაამარცხა. წააგო ტოჩინოშინმაც, ყოფილ კომუსუბის გოეიდომ აჯობა. ჩვენებურთაგან გამარჯვებული მხოლოდ გაგამარუ გამოვიდა, 200-კილოიანმა ქართველმა მონღოლ ვეტერან კიოკუტენჰოს მოუგო, რომელიც აქამდე დაუმარცხებლად ასპარეზობდა.

5-5 მოგება სამ რიკიშისღა დარჩა, მათ შორის კი დიდი ჩემპიონი
ჰაკუჰოა. სხვათა შორის, გუშინ საინტერესო რამ მოხდა საგაცუკასასა და ტოჩინოვაკას შორის, პირველმა მეტოქე ძიუდოს იპონის ანალოგიური იპონზეუის ილეთით დაამარცხა. წარმოიდგინეთ, ცენტნერ-ნახევრიან კაცს მხრებზე რომ გადაივლებ და სუფთაზე დააგდებ! სხვათა შორის, საგაცუკასას დღეს გაგამარუ ხვდება, აი, თეიმურაზის აწევა კი ძალიან გაუჭირდება იაპონელს.

V დღე: ჰაკუჰო-იოშიკაძე (ჰატაკიკომი), ბარუტო-ტოიონოშიმა (იორიკირი), ვაკანოსატო-კოტოოშუ (სუკუინაგე), ტაკეკაძე-ჰარუმაფუჯი (უვატენაგე), კისენოსატო-ოკინოუმი (იორიკირი), კაკურიუ-არანი (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ჰომაშო (ოშიტაოში), ტოჩიოძანი-ტაკაიასუ (ოკურიტაოში), გოეიდო-ტოჩინოშინი (კირიკაეში), ვაკაკოიუ-ტოკიტენკუ (ჰატაკიკომი), მიაბიამა-ფუჯიაზუმა (ჰიკიოტოში), საგაცუკასა-ტოჩინოვაკა (იპონზეოი), კაისეი-ტოიოჰიბიკი (ოშიდაში), ტამავაში-მასუნოიამა (უბრძოლველად), გაგამარუ-კიოკუტენჰო (იორიტაოში), კიტატაიკი-ამინიშიკი (იორიკირი), ასასეკირიუ-კიმურაიამა (ჰატაკიკომი), იოშიაზუმა-კოკაი (უვატენაგე), ტამაასუკა-ტაკანოიამა (იორიკირი), შოტენრო-ტოსაიუტაკა (ოშიდაში), დაიდო-ჰოჩიამა (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა
5-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოშოგიკუ (სეკივაკე), კისენოსატო (სეკივაკე).
4-1: ტოჩიოძანი (მაეგაშირა 3), კიოკუტენჰო (მ 10), კიტატაიკი (მ 11), გაგამარუ (მ 11), ასასეკირიუ (მ 12), კოკაი (მ 16)... 3-2: ტოჩინოშინი (მ 4).

VI დღე: ჰაკუჰო-ტაკეკაძე, კოტოოშუ-ტოჩიოძანი, ჰარუმაფუჯი-არანი, ბარუტო-ვაკანოსატო, კაკურიუ-ოკინოუმი, კოტოშოგიკუ-ტოიონოშიმა, კისენოსატო-ჰომაშო, ტოჩინოშინი-იოშიკაძე, ტოკიტენკუ-გოეიდო, მიაბიამა-ტაკაიასუ, ვაკაკოიუ-ტოჩინოვაკა, ფუჯიაზუმა-ტოიოჰიბიკი, კაისეი-ტამავაში, საგაცუკასა-გაგამარუ, კიოკუტენჰო-ამინიშიკი, კიტატაიკი-ასასეკირიუ, ტამაასუკა-დაიდო, იოშიაზუმა-კიმურაიამა, შოტენრო-ტაკანოიამა, კოკაი-ტოსაიუტაკა, ჰოჩიამა-ტოჩინონადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული