ავთანდილ ცერცვაძეს ბრინჯაო

AutoSharing Option
პოლონეთის ქალაქ კროტოსუნში გაიმართა ქვეყნის ღია ჩემპიონატი სამოყვარულო სუმოში, რომელიც ამავდროულად მსოფლიოს თასის გათამაშების ერთ-ერთ ეტაპსაც წარმოადგენდა. შეჯიბრებაში ჩვენებურთაგან მხოლოდ მძიმეწონოსანი (+115) ავთანდილ ცერცვაძე მონაწილეობდა.

ქართველმა სპორტსმენმა პირველივე შეხვედრა წააგო რუსეთის ნაკრების წევრ სოსლან ბაგაევთან, მერე კი დამამშვიდებელ ჯგუფში ზედიზედ სძლია გერმანელ, პოლონელ და რუს მეტოქეებს, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უკრაინელ ევდოკიმოვს აჯობა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

საგულისხმოა, რომ წლეულს სუმოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ცერცვაძემ მძიმე წონაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, გუნდურში კი ბრინჯაო ერგო. კონტინენტის პირველობაზე თავი გამოიჩინეს საქართველოს ნაკრების სხვა წევრებმაც:
ადამ ოქრუაშვილი აბსოლუტურში მესამე იყო, მსგავს წარმატებას მიაღწია 16-წლამდელებში ზაზა აქუბარდიამ, ზაზა ბალაშვილი კი 23-წლამდელებში სულაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული