ქართველ სუმოისტს გოლფის ყვანჯით სცემდნენ?

AutoSharing Option
ბოლო წლებია, რაც სუმოს სამყარო ხშირად ეხვევა სკანდალებში. ამჯერად ყურადღების ცენტრში ქართველი რიკიში ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და მისი მწვრთნელი ანუ ოიაკატა მოექცნენ.

საქმე შემდეგშია: ამ რამდენიმე დღის წინათ კასუგანო ბეიაში (კლუბში, სადაც ტოჩინოშინი ვარჯიშობს) ხელმძღვანელმა კასუგანომ (ის ყოფილი სუმოისტი ტოჩინოვაკაა) სამი რიკიში, ტოჩინოშინი, ტოჩიასიკი და ტოჩიჰირიო დასაჯა. მაგრამ დასჯის ფორმებსაც ხომ გააჩნია - ამბობენ, რომ მან ურჩი შეგირდები გოლფის ყვანჯის ზურგსა და მუცელში ცემით დასაჯა.

თავისი საქციელი კი (ორი დღის შემდეგ პოლიციისთვის მოუწია ახსნა-განმარტება) იმით ახსნა, რომ სუმოისტები არაფრით არ
უჯერებდნენ და სკოლის გარეთ კიმონოების ნაცვლად თანამედროვე ტანსაცმელს ატარებდნენ.

ამ ინციდენტის გამო სუმოს ასოციაციაში სპეციალური საბჭო შეიკრიბა. ასოციაციის პრეზიდენტმა კასუგანო მკაცრად გააფრთხილა დასჯის უხეში მეთოდების გამო. გაინტერესებთ, ალბათ, როგორ შეიტყო ეს ამბავი პოლიციამ - როგორ და, კლუბიდან დარეკილი ანონიმური ზარის წყალობით. სხვათა შორის, პოლიციამ დასჯის იარაღსაც მიაკვლია, ერთი ყვანჯი გადატეხილი იყო.

სუმოს სკოლებში ფიზიკური სასჯელი (ბამბუკის ჯოხები) მიღებული ფორმა იყო, სანამ 2007 წელს ამას ერთ-ერთი სპორტსმენი არ შეეწირა, მან ვერ გაუძლო ბამბუკის ჯოხით ცემას.

49 წლის კასუგანო სუმოს სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ოიაკატაა. მაისის ბაშოს წინ მან ტოჩინოშინს არ მისცა უფლება სპონსორებისგან ნაჩუქარი ახალი მავაშით გასულიყო საბრძოლველად, რადგან მისი აზრით საჩუქარი მეტისმეტად გულუხვი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგ იაპოშკა ბიძია მწვრთნელი კი არა და?ლეებული ყოფილა!
geosochi
15:59 20-10-2011
0
ასეთი მრწვთნელი სჭირდება ჩვენ უზრდელ და თავხედ სპორტსმენებს..რო გეუბნება მრწვთნელი უნდა დაუჯერო უგუნური გინდა იაპონიაში წაიყვანე და გინდა მთვარეზე არაფერი არ ეშველება .
ნაღდი
18:43 21-10-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული