იაპონიის სუმოს ასოციაციამ პროფესიონალ სუმოისტთა ახალი რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა. სპორტსმენები სექტემბრის ბაშოზე (აკი ბაშო) ამ რანგით წარდგებიან ტოკიოს პუბლიკის წინაშე. შეგახსენებთ, რომ წლის მეხუთე და ბოლოსწინა ბაშო სუმოს მექა "კოკუგიკანში" 12-26 სექტემბერს გაიმართება. რეიტინგ-ლისტში საოცარი ცვლილებები მოხდა, რაც ზაფხულის სკანდალს უკავშირდება, როცა სუმოისტთა გვარიანი ნაწილი არალეგალურ ტოტალიზატორებში თამაშში გამოიჭირეს.
ისტორიაში მეორედ (ტოკიოში პირველად) უმაღლეს დივიზიონში სამი ქართველი რიკიში იჭიდავებს: ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), ლევან ცაგურია (კოკაი) და თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ). ივლისის ბაშოზე ტოჩინოშინი ცუდად გამოვიდა (6-9) და სუმოს იერარქიაში რანგით მე-4 ტიტულს
კოკაიმ დადებითი ბალანსით (8-7) დაასრულა ივლისის ბაშო და ეს რეიტინგში დაუფასდა, მე-12 მაეგაშირა აღმოსავლეთის მე-8 ნომერი გახდა. ძალზე ცუდად იასპარეზა ნაგოიაში გაგამარუმ (5-10) - დებიუტანტი არ გავარდა, მაგრამ აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირობამდე დააქვეითეს. ყველაზე მძიმე რიკიში ელიტაში ფრთხილად უნდა იყოს, მორიგი უარყოფითი ბალანსი მას დივიზიონის დატოვებად დაუჯდება.
ოსი რიკიში არანი რუსეთის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც სეკივაკეს (რანგით მე-3) ტიტული მოიპოვა. დებიუტი აქვს ამ რანგში ტოჩიოძანსაც. მაკუუჩის დივიზიონში ორი ახალბედაა: სოკოკურაი (ჩინეთი) და კიოკუნანკაი.
რანგით მეორე, ძურიოს დივიზიონი საკმაოდ სახელიანი სუმოისტებისგან შედგება, სკანდალის გამო დაქვეითებული გოეიდო, ტოიონოშიმა, მიაბიამა და სხვები სექტემბერში უმაღლესში დაბრუნებას შეეცდებიან.
აკი ბანძუკე (სექტემბრის რეიტინგ-ლისტი)
აღმოსავლეთი ტიტული დასავლეთი
ჰაკუჰო იოკოძუნა -
ჰარუმაფუჯი ოძეკი კოტოოშუ
ბარუტო ოძეკი კაიო
არანი სეკივაკე ტოჩიოძანი
კისენოსატო კომუსუბი კაკურიუ
ტოკიტენკუ მაეგაშირა 1 ვაკანოსატო
ჰომაშო მ 2 ტოჩინოშინი
კოტოშოგიკუ მ 3 კიოკუტენჰო
ტოკუსეგავა მ 4 ამინიშიკი
ტაკამისაკარი მ 5 ჰაკუბა
მოკონამი მ 6 ასასეკირიუ
კიტატაიკი მ 7 ტოკუსეგავა
კოკაი მ 8 მასაცუკასა
კიმურაიამა მ 9 ბუშუიამა
ჰოკუტორიკი მ 10 შიმოტორი
კოტოკასუგა მ 11 იოშიკაძე
კორიუ მ 12 ტაკეკაძე
კასუგაო მ 13 სოკოკურაი
ტოჩინონადა მ 14 ტამავაში
გაგამარუ მ 15 კაკიძოე
კიოკუნანკაი მ 16 ტოსანოუმი
ტოიოძაკურა მ 17 -