ასეთი რამ ისტორიაში პირველად მოხდა, სამმა ქართველმა სუმოისტმა უმაღლესი დივიზიონი ზედიზედ ორ-ორი მოგებით დაიწყო. შემოდგომის ბაშოს წარმატებული დასაწყისი იმედს გვიტოვებს, რომ ქართველი ფალავნები ამჯერად მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებენ. მაკუუჩის დივიზიონის ყველაზე ახალგაზრდა წევრი 22 წლის მე-2 მაეგაშირა ტოჩინოშინია (ლევან გორგაძე). ასაკის მიუხედავად, ლევანმა უკვე მოასწრო კომუსუბის ტიტულის მოპოვება და ჩამოქვეითებაც. ახლა კი ის დაკარგული ტიტულის დაბრუნებისთვის იბრძვის.
ასპარეზობის მე-2 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე 27 წლის მონღოლი მე-4 მაეგაშირა ტოკუსეგავა იყო. თავიდან აზიელმა ჩასჭი
მოიგო აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა "შავმა ზღვამაც". კოკაის (ლევან ცაგურია) მეტოქე მე-7 მაეგაშირა კიტატაიკი იყო. ჩვენებურმა, ცოტა არ იყოს, კურიოზული გამარჯვება მიითვალა - მართალია, მან შეასრულა ჰატაკიკომის ილეთი (მეტოქეს გამოეცალა), მაგრამ კიტატაიკიმ მაინც მოასწრო დარტყმის მიყენება. ორი გოლიათი ერთდროულად "გაფრინდა" დოჰიოს სხვადასხვა კუთხეში, იაპონელმა წამით მეათედით ადრე მოადინა ზღართანი დოჰიოზე.
ელიტაში ყველაზე მძიმე გაგამარუა (თეიმურაზ ჯუღელი), ის 200 კილოგრამს იწონის. ეს კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მე-15 მაეგაშირას მძლავი ოშიდაშით მაყურებელთა დარბაზში მოესროლა 36 წლის ვეტერანი ტოიოძაკურა.
დიდმა ჩემპიონმა (იოკოძუნა) ჰაკუჰომ პროფესიულ კარიერაში ზედიზედ 49-ე გამარჯვება იზეიმა. 25 წლის დიდი მონღოლი ისეთი ძალით ეკვეთა თანამემამულე ტოკიტენკუს, რომ 30 წლის ექს-კომუსუბი დოჰიოს ცენტრშივე დაეცა. ჩემპიონთა (ოძეკი) ამქარში კი პირველი მარცხია, წააგო 25 წლის ესტონელმა ბარუტომ, რომელსაც ახალგაზრდა იაპონელმა კისენოსატომ აჯობა. ევროპელმა ყველაფერი კარგად შეასრულა, მაგრამ გადამწყვეტი მიწოლისას დაიბნა და კისენოსატო ვეღარ გაიყვანა რკალს იქით, რითაც ბრწყინვალედ ისარგებლა იაპონელმა. მოიგეს სხვა ოძეკებმა: მონღოლმა ჰარუმაფუჯიმ, იაპონელმა კაიომ და ბულგარელმა კოტოოშუმ.
დღეს ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის ოძეკი ჰარუმაფუჯია (მისი ყოფილი საბრძოლო სახელია - ამა), რომელიც 26 წლისაა და "სულ რაღაც" 130 კილოგრამს იწონის. ლევანი მასზე თითქმის 30 კილოგრამით მძიმეა. ტიტულოვან მონღოლთან ტოჩინოშინის ბალანსი ჯერ უარყოფითია - 2:3.
"შავი ზღვა" მე-9 მაეგაშირა ბუშუიამას (0-2) შეხვდება. როგორც წესი, 34 წლის მეტოქეს კოკაი უგებს ხოლმე - 7:1. გაგამარუს მეტოქე ტიტულოვანი ტოსანოუმია (1-1). 38 წლის იაპონელი ახლა მე-16 მაეგაშირაა, თუმცა 90-იანი წლების ბოლოს, როცა გაგამარუ სკოლაში სწავლობდა, სეკივაკეს ტიტულს ფლობდა. თეიმურაზი წლეულს უკვე ორჯერ შეხვდა ტოსანოუმის და ორივეჯერ აჯობა.
სუმოს სამყარო. აკი ბაშო (ტოკიო). 12-26 სექტემბერი
II დღე: ჰაკუჰო-ტოკიტენკუ (ჰატაკიკომი), კოტოოშუ-კაკურიუ (იორიკირი), კისენოსატო-ბარუტო (ოშიდაში), კაიო-ვაკანოსატო (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-ჰომაშო (სუსოტორი), ტოჩიოძანი-კიოკუტენჰო (ოშიდაში), კოტოშოგიკუ-არანი (იორიკირი), ტოჩინოშინი-ტოკუსეგავა (იორიკირი), ამინიშიკი-ჰაკუბა (ოშიტაოში), ტაკამისაკარი-მოკონამი (ცუკიოტოში), ასასეკირიუ-ტოსაიუტაკა (იორიტაოში), კოკაი-კიტატაიკი (ჰატაკიკომი), ჰოკუტორიკი-ბუშუიამა (ჰიკიოტოში), კიმურაიამა-შიმოტორი (სუკუინაგე), იოშიკაძე-კორიუ (სუკუინაგე), ტაკეკაძე-კოტოკასუგა (ჰიკიოტოში), სოკოკურაი-ტოჩინონადა (უვატენაგე), კასუგაო-ტამავაში (იორიკირი), კიოკუნანკაი-კაკიძოე (ოკურიდაში), გაგამარუ-ტოიოძაკურა (ოშიდაში), ტოიონოშიმა-ტოსანოუმი (ჰატაკიკომი).
III დღე: ჰაკუჰო-ვაკანოსატო, ბარუტო-ტოკიტენკუ, კაიო-ტოჩიოძანი, ტოჩინოშინი-ჰარუმაფუჯი, კოტოოშუ-ჰომაშო, არანი-კაკურიუ, კისენოსატო-კოტოშოგიკუ, კიოკუტენჰო-ტაკამისაკარი, ტოკუსეგავა-ამინიშიკი, ჰაკუბა-ასასეკირიუ, მოკონამი-კიტატაიკი, ტოსაიუტაკა-კიმურაიამა, კოკაი-ბუშუიამა, ჰოკუტორიკი-იოშიკაძე, შიმოტორი-კოტოკასუგა, კორიუ-კასუგაო, ტაკეკაძე-სოკოკურაი, ტოჩინონადა-კაკიძოე, ტამავაში-ტოიოძაკურა, გაგამარუ-ტოსანოუმი, კიოკუნანკაი-მიაბიამა.
ლელო