23 აპრილს ტოკიოში სუმოს ახალი რეიტინგ-ლისტი (ბანძუკე) გამოქვეყნდა. ვინაიდან მარტის ბაშოზე სამივე ქართველმა პროფესიონალმა ცუდად იასპარეზა, ახალი კლასიფიკაციისგან კარგს არც ველოდით.
თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ), რომელიც კარიერაში პირველად ასპარეზობდა კომუსუბის ტიტულით, დასავლეთის მე-2 მაეგაშირობამდე დააქვეითეს.
ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) კი სულაც აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირობამდე ჩამოქვეითდა. მეორე ელიტური დივიზიონიდან გავარდნას ძლივს გადაურჩა
ლევან ცაგურია (კოკაი), რომელიც ამიერიდან ძურიოს მე-11 ნომერია.
თანამედროვე სუმოში მხოლოდ ერთი დიდი ჩემპიონია - მონღოლი ჰაკუჰო. ჩემპიონთა (ოძეკი) რიცხვი კი 6-ამდე გაიზარდა - ჰარუმაფუჯის, ბარუტოს, კისენოსატოს, კოტოშოგიკუს და კოტოოშუს კაკურიუ
დაემატა. მაისის ბაშოზე სეკივაკეს ტიტულს ტოიონოშიმა და გოეიდო ატარებენ, კომუსუბები კი ჰომაშო და ამინიშიკი იქნებიან. უმაღლეს დივიზიონში ორი დებიუტანტია: ჩიოტაირიუ და კიმიკაძე. მაისის (ნაცუ) ბაშო ტოკიოში 6-ში დაიწყება და 20-ამდე გაგრძელდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"