შემოდგომის ბაშოზე დაუმარცხებელი არც ერთი ქართველი აღარაა - ასპარეზობის მე-4 დღეს ტოჩინოშინმა (ლევან გერგაძე) და გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) თავიანთი ორთაბრძოლები დათმეს. სამაგიეროდ, მოიგო კოკაიმ (ლევან ცაგურია) და ახლა სამივე ჩვენებურს 3-3 გამარჯვება აქვს თითო წაგების წილ.
უმაღლესი დივიზიონის ყველაზე ახალგაზრდა რიკიშის, ტოჩინოშინის მეტოქე ოძეკი (ჩემპიონი) კოტოოშუ იყო. გოლიათმა ბულგარელმა ცაციათი უმალ იგდო ხელთ ქართველის მავაში და ელვის უსწრაფესად განახორციელა გამარჯვების მომტანი მიწოლა (იორიკირი). კოტოოშუ 4 მოგებით ლიდერთა შორის რჩება. ჩვენებურმა მე-4 დაპირისპირება წააგო ბულგარელ ოძეკისთან (ორჯერ მოუგო).
ყოფილი კომუსუბების ორთაბრძოლაში
32 წლის კიოკუნანკაი უმაღლესი დივიზიონის დებიუტანტია, სწორედ მან შეძლო ჩვენი ორასკილოიანი გოლიათის, გაგამარუს დაგდება შიტატენაგეს ილეთით.
აკი ბაშოზე სულ სამი დაუმარცხებელი დარჩა: დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო, ოძეკი კოტოოშუ და დასავლეთის მე-11 მაეგაშირა იოშიკაძე. დიდ მონღოლს დიდი ბრძოლა გაუმართა 29 წლის ჰომაშომ, ერთ მომენტში დოჰიოს კიდემდეც მიიყვანა, მაგრამ იოკოძუნამ თავი მშვიდად დაიცვა, შეტევა მოამზადა და უვატენაგეს ილეთით საკმაოდ მტკივნეულად დაანარცხა მეტოქე დოჰიოს თიხნარზე.
დღეს ტოჩინოშინი უდიდესი გამოცდის წინაშე დადგება - მისი მეტოქე იოკოძუნა ჰაკუჰოა. აგერ უკვე ზედიზედ 51 ორთაბრძოლაა მონღოლი ბეჭდაუდებელია. ლევანმა სულ ხუთჯერ სცადა ჰაკუჰოს წაქცევა, მაგრამ უშედეგოდ. მისთვის დიდი ჩემპიონი აუღებელი ციხესიმაგრეა.
კოკაის მეტოქე მე-9 მაეგაშირა კიმურაიამა (3-1) იქნება. ეს სუმოისტები მე-9-დ დადგებიან ერთმანეთის პირისპირ. ჯერჯერობით მათ 4-4 ორთაბრძოლა მოიგეს. გაგამარუს მეტოქე ვეტერანი ტოჩინონადაა (3-1), 36 წლის ყოფილი სეკივაკე. გაგამარუმ ორჯერ უკვე დაამარცხა ტოჩინონადა.
სუმოს სამყარო. აკი ბაშო (ტოკიო). 12-26 სექტემბერი.
IV დღე: ჰაკუჰო-ჰომაშო (უვატენაგე), კაიო-ტოკიტენკუ (იორიტაოში), ჰარუმაფუჯი-ვაკანოსატო (იორიკირი), კოტოოშუ-ტოჩინოშინი (იორიკირი), ბარუტო-კოტოშოგიკუ (იორიკირი), ტოჩიოძანი-კაკურიუ (ცუკიდაში), არანი-კისენოსატო (ჰატაკიკომი), კიოკუტენჰო-ჰაკუბა (იორიტაოში), მოკონამი-ამინიშიკი (ჰარიმანაგე), ტოკუსეგავა-ასასეკირიუ (იორიკირი), კიტატაიკი-ტაკამისაკარი (იორიკირი), ბუშუიამა-ტოსაიუტაკა (იორიტაოში), კოკაი-შიმოტორი (უვატედაშინაგე), კიმურაიამა-ჰოკუტორიკი (ჰიკიოტოში), იოშიკაძე-კასუგაო (ჰიკიოტოში), კოტოკასუგა-კორიუ (ოშიტაოში), ტოჩინონადა-ტაკეკაძე (ცუკიოტოში), ტოიოძაკურა-სოკოკურაი (კატასუკაში), ტამავაში-ტოსანოუმი (ოშიტაოში), კაკიძოე-ვაკატენრო (ოშიდაში), კიოკუნანკაი-გაგამარუ (შიტატენაგე).
სატურნირო მდგომარეობა
4-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოოშუ (ოძეკი), იოშიკაძე (მაეგაშირა 11).
3-1: კაიო (ოძეკი), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), ბარუტო (ოძეკი), ტოჩიოძანი (სეკივაკე), ტოჩინოშინი (მ 2), კიტატაიკი (მ 7), კოკაი (მ 8), კიმურაიამა (მ 9), კასუგაო (მ 13), ტოჩინონადა (მ 14), გაგამარუ (მ 15).
V დღე: ჰაკუჰო-ტოჩინოშინი, ჰარუმაფუჯი-ტოკიტენკუ, კოტოოშუ-ვაკანოსატო, ბარუტო-ჰომაშო, კაიო-კაკურიუ, არანი-კიოკუტენჰო, ტოჩიოძანი-კისენოსატო, კოტოშოგიკუ-ჰაკუბა, ტოკუსეგავა-ტაკამისაკარი, ამინიშიკი-ასასეკირიუ, მოკონამი-ტოსაიუტაკა, კიტატაიკი-ბუშუიამა, კიმურაიამა-კოკაი, ჰოკუტორიკი-კოტოკასუგა, იოშიკაძე-შიმოტორი, კორიუ-სოკოკურაი, ტაკეკაძე-კასუგაო, ტოჩინონადა-გაგამარუ, ტამავაში-კიოკუნანკაი, კაკიძოე-ტოსანოუმი, ტოიოძაკურა-ჰოჩიამა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"