ქართული სამეულის კარგი მესამედი
დიდი იმედით ველოდით შემოდგომის ბაშოს მე-5 დღის დასკვნით შეხვედრას - დოჰიოზე საბრძოლველად 22 წლის ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და 25 წლის დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო ავიდნენ...
სუმოს ფესვები წმინდა იაპონურია, მაგრამ მსგავსი ეროვნული ჭიდაობა კიდევ რამდენიმე აზიურ ქვეყანას აქვს - მათ შორის მონღოლეთში. მონღოლურ სუმოს ბოხი ჰქვია. ამიტომაც არ არის საკვირველი, რომ პროფესიულ დოჰიოზე მონღოლები ყოჩაღობენ. ჰაკუჰოსაც სისხლში აქვს ჭიდაობის ეს სახეობა: დავააჯარგალ მუნხბატის მამა, ჯინგაჯიდიმ მუნხბატი 6 ნაადამის (ანუ ბაშოს) გამარჯვებულია და მას მონღოლურ სუმოში ერთი რეკორდი ეკუთვნის:
კოკაიმ (ლევან ცაგურია) მე-9 მაეგაშირა კიმურაიამასთან ორთაბრძოლაში წარმატებას მძლავრი მიწოლით მიაღწია, "შავი ზღვის" შეტევას მეტოქემ ვერ გაუძლო და რკალიდან გასვლისას ზურგზე დაეცა. ეს კოკაის მე-4 გამარჯვებაა აკი ბაშოზე. მოიგო უმაღლესი დივიზიონის უმძიმესმა მონაწილე გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი). ქართველმა დარტყმებით ბეჭებზე გააკრა ექს-სეკივაკე ტოჩინონადა. გაგამარუს უკვე 4 მოგება დაუგროვდა, როცა წინა, სადებიუტო ბაშოზე (უმაღლეს დივიზიონში) მხოლოდ 5 შეხვედრა მოიგო.
აკი ბაშოზე სამი დაუმარცხებელი რიკიში რჩება: ჰაკუჰო, ოძეკი კოტოოშუ, რომელმაც გუშინ პირველი მაეგაშირა ვაკანოსატო გაიყვანა დოჰიოდან, და მე-11 მაეგაშირა იოშიკაძე.
ტოჩინოშინის მორიგი მეტოქე ვეტერანი ოძეკი კაიოა (3-2). 38 წლის ჩემპიონი 1010-ე ორთაბრძოლას გამართავს კარიერაში, ლევანი კი შეეცდება, მაეგაშირას რანგში კარიერაში მე-100 გამარჯვება ჩაიწეროს, მას ზუსტად ამდენივე მარცხი აქვს. "შავი ზღვა" გამძლეობაზე მე-11 მაეგაშირა კოტოკასუგას (2-3) გამოცდის. გაგამარუს მეტოქე "მონღოლი არწივი" ტამავაშია (2-3).
სუმოს სამყარო. აკი ბაშო (ტოკიო). 12-26 სექტემბერი
V დღე: ჰაკუჰო-ტოჩინოშინი (სუკუინაგე), ჰარუმაფუჯი-ტოკიტენკუ (ოშიდაში), კოტოოშუ-ვაკანოსატო (ოშიდაში), ბარუტო-ჰომაშო (იორიკირი), კაკურიუ-კაიო (იორიკირი), არანი-კიოკუტენჰო (იორიკირი), ტოჩიოძანი-კისენოსატო (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ჰაკუბა (უვატენაგე), ტოკუსეგავა-ტაკამისაკარი (იორიკირი), ამინიშიკი-ასასეკირიუ (ჰატაკიკომი), ტოსაიუტაკა-მოკონამი (იორიტაოში), კიტატაიკი-ბუშუიამა (ოშიტაოში), კოკაი-კიმურაიამა (ოშიტაოში), კოტოკასუგა-ჰოკუტორიკი (ჰატაკიკომი), იოშიკაძე-შიმოტორი (ჰიკიოტოში), კორიუ-სოკოკურაი (ოშიდაში), ტაკეკაძე-კასუგაო (ოკურიდაში), გაგამარუ-ტოჩინონადა (იორიტაოში), ტამავაში-კიოკუნანკაი (ჰატაკიკომი), კაკიძოე-ტოსანოუმი (ჰატაკიკომი), ჰოჩიამა-ტოიოძაკურა (ოშიდაში).
სატურნირო მდგომარეობა
5-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოოშუ (ოძეკი), იოშიკაძე (მაეგაშირა 11).
4-1: ჰარუმაფუჯი (ოძეკი), ბარუტო (ოძეკი), ტოჩიოძანი (სეკივაკე), კიტატაიკი (მ 7), კოკაი (მ 8), გაგამარუ (მ 15)... 3-2: ტოჩინოშინი (მ 2).
VI დღე: ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ, კოტოოშუ-კისენოსატო, ბარუტო-არანი, კაიო-ტოჩინოშინი, ჰარუმაფუჯი-კიოკუტენჰო, ტოჩიოძანი-ტოკიტენკუ, კაკურიუ-ვაკანოსატო, ჰომაშო-ტოკუსეგავა, ამინიშიკი-კიტატაიკი, ტაკამისაკარი-ჰაკუბა, მოკონამი-ასასეკირიუ, ტოსაიუტაკა-ჰოკუტორიკი, კოკაი-კოტოკასუგა, ბუშუიამა-იოშიკაძე, კიმურაიამა-კორიუ, შიმოტორი-სოკოკურაი, ტაკეკაძე-კიოკუნანკაი, კასუგაო-კაკიძოე, ტამავაში-გაგამარუ, ტოჩინონადა-ტოიოძაკურა, ტოსანოუმი-ტოიოჰიბიკი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"