ქართველი სუმოისტების უიღბლო დღე

AutoSharing Option
9 მაისს ტოკიოში ქართულ სამეულს უიღბლო დღე ჰქონდა - ყველამ წააგო. ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) და კოკაიმ (ლევან ცაგურიამ) მაისის ბაშოზე პირველი მარცხი იგემეს; აი, გაგამარუსთვის (თეიმურაზ ჯუღელი) ეს უკვე მესამე წაგებაა.

ყველაზე დასანანი კოკაის ორთაბრძოლა იყო - ქართველი ვეტერანი და მისი მეტოქე ოივატო ერთდროულად გავარდნენ დოჰიოდან, მაგრამ ლევანმა წამით ადრე დააბიჯა ფეხი.

ნაცუ ბაშოს 5 დაუმარცხებელი ლიდერი ჰყავს, რომელთაგან ორი ოძეკი და სამი რიგითი მაეგაშირაა. მათ შორის ერთ-ერთი - მე-4 მაეგაშირა ტოჩიოძანი 10 მაისს გაგამარუს დაეჭიდება.

IV დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები):
ჰაკუჰო-მიოგირიუ (ჰატაკიკომი), კოტოშოგიკუ-არანი (იორიკირი), კოტოოშუ-ტაკეკაძე (იორიტაოში), კაკურიუ-ტოიონოშიმა (უვატედაშინაგე), ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ (კოტენაგე), ამინიშიკი-ბარუტო (უვატედაშინაგე), კისენოსატო-გაგამარუ (იორიკირი), გოეიდო-ჰომაშო (იორიკირი), ტოიოჰიბიკი-მიაბიამა (ოშიდაში), კიოკუტენჰო-ტოჩინოვაკა (იორიკირი), ტენკაიჰო-ტოჩინოშინი (ვატაშიკომი). ძურიო: ოივატო-კოკაი (ცუკიოტოში).

სატურნირო მდგომარეობა
4-0: კოტოშოგიკუ (ოძეკი), კისენოსატო (ოძეკი), ტოჩიოძანი (მაეგაშირა 4), აოიამა (მ 6), კაისეი (მ 12)... 3-1: ტოჩინოშინი (მ 8)... 1-3: გაგამარუ (მ 2)

V დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ჰომაშო, კოტოოშუ-ამინიშიკი, კაკურიუ-ტაკაიასუ, ჰარუმაფუჯი-ტოიოჰიბიკი, ბარუტო-არანი, კისენოსატო-მიოგირიუ, კოტოშოგიკუ-ტაკეკაძე, გოეიდო-ტოიონოშიმა, გაგამარუ-ტოჩიოძანი, ტოჩინოვაკა-შოჰოზანი, ტოჩინოშინი-მიაბიამა. ძურიო: კოკაი-ჰომარეფუჯი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავ გაგამარუს, ვუსურვებ კომუსუბის ტიტულს!
Juryo
10 მაისი 2012 15:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული