ლევან გორგაძემ ანუ ტოჩინოშინმა კიდევ ერთი ჩემპიონი დააგდო

AutoSharing Option

22 წლის ლევან გორგაძემ, რომელსაც სუმოს სამყარო ტოჩინოშინის სახელით იცნობს, შემოდგომის ბაშოზე მეორე ოძეკის (ანუ ჩემპიონის) დამარცხება შეძლო - ამჯერად მან ელიტის ყველაზე გამოცდილი სუმოისტი კაიო დაამარცხა. კაიოსთვის ეს კარიერის 1010-ე ორთაბრძოლა იყო, მაშინ როცა მასზე 16 წლით უმცროს ტოჩინოშინს სურდა მაეგაშირას რანგში მე-100 გამარჯვება მოეპოვებინა. დაჯახებისთანავე მეტოქეებმა მავაშის ჩაგდებისთვის ბრძოლა გააჩაღეს, რომელიც თითქოს იაპონელმა მოიგო, მაგრამ ვერაფრით მიიღო მისთვის ხელსაყრელი პოზიცია (მიგი-უვატე). ქართველმა ინიციატივა მოიპოვა, ხელები გადაანაცვლა და მეტოქე მიწოლით გაიყვანა დოჰიოდან. ლევანს 4-2 ბალანსი აქვს და, თუ ასე

გააგრძელა, კომუსუბის ტიტულის დაბრუნების მთავარი კანდიდატი გახდება.
დღეს ტოჩინოშინი კიდევ ერთ ოძეკის (დღეისათვის სულ 4 ოძეკია) დაეჭიდება - ესტონელ ბარუტოს. ბალტიელი ჩემპიონთაგან ყველაზე უხერხული მეტოქეა ჩვენებურისთვის - აქამდე 4-ჯერ შეხვდა და ყველა ორთაბრძოლა წააგო. არადა სხვებისთვის სულ 7 ორთაბრძოლა აქვს მოგებული (3 ჰარუმაფუჯისთან, 2-2 კაიოსა და კოტოოშუსთან).

სამწუხაროდ, სხვა ქართველებმა დათმეს თავიანთი ორთაბრძოლები, რას საკმაოდ მოულოდნელი იყო. კოკაიმ (ლევან ცაგურია) კოტოკასუგას მისცა საშუალება ორივე ხელით ჩაეჭიდა მავაში, იაპონელმა შემდეგ სუკუინაგეს ილეთით მარჯვენა მხარეს დააგდო "შავი ზღვა". გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) უსამართლოდ მოექცნენ, გამარჯვება არ ჩაუთვალეს და ორთაბრძოლა ხელახლა დააწყებინეს. 202-კილოიანმა ქართველმა დოჰიოს რკალიდან მონღოლი ტამავაში გააგდო, მაგრამ თავადაც მიყვა და მსაჯებმა ვერაფრით დაადგინეს, როდის დააბიჯა ფეხი "მონღოლმა არწივმა" დოჰიოს რკალს. დაინიშნა ხელახალი შეხვედრა (ტორინაოში), გადაღლილმა ქართველმა, რომელმაც მთელი ენერგია წინა შეტევას გაატანა, ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა მონღოლს და ოშიდაშით წააგო. სამივე ჩვენებურს ერთნაირი ბალანსი აქვს - 4-2.

კოკაიის მეტოქე მე-10 მაეგაშირა ჰოკუტირიკია (1-5), 32 წლის ყოფილი სეკივაკე, ჰენკას (სასტარტო დაჯახების თავის არიდების) დიდოსტატი. ორი რიკიში ერთმანეთს 15-ჯერ შეხვდა, იაპონელი წინაა: 9:6. გაგამარუ ელიტაში მე-10 მოგებისთვის იბრძოლებს, ქართველის მეტოქე შემოდგომის ბაშოზე დაუმარცხებელი იოშიკაძეა. გაგამარუმ ივლისის ბაშოზე სუკუინაგეს ილეთით წააგო იოშიკაძესთან.

აკი ბაშოს სამი ლიდერი ჰყავს, იოშიკაძე უკვე ვახსენეთ, დანარჩენი ორი კი იმპერატორის თასის მთავარი პრეტენდენტია: დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო და ჩემპიონი კოტოოშუ. ჰაკუჰომ ზედიზედ 53-ე გამარჯვება იზეიმა.

სუმოს სამყარო. აკი ბაშო (ტოკიო). 12-26 სექტემბერი

VI დღე: ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ (ჰატაკიკომი), კოტოოშუ-კისენოსატო (იორიკირი), ბარუტო-არანი (ოშიდაში), ტოჩინოშინი-კაიო (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-კიოკუტენჰო (ოშიდაში), ტოჩიოძანი-ტოკიტენკუ (ოშიდაში), კაკურიუ-ვაკანოსატო (იორიკირი), ჰომაშო-ტოკუსეგავა (იორიკირი), ამინიშიკი-კიტატაიკი (იორიკირი), ჰაკუბა-ტაკამისაკარი (უვატედაშინაგე), ასასეკირიუ-მოკონამი (უვატენაგე), ტოსაიუტაკა-ჰოკუტორიკი (ოშიდაში), კოტოკასუგა-კოკაი (სუკუინაგე), იოშიკაძე-ბუშუიამა (ჰიკიოტოში), კიმურაიამა-კორიუ (ჰატაკიკომი), სოკოკურაი-შიმოტორი (იორიკირი), ტაკეკაძე-კიოკუნანკაი (ჰატაკიკომი), კაკიძოე-კასუგაო (ცუკიოტოში), ტამავაში-გაგამარუ (ოშიდაში), ტოჩინონადა-ტოიოძაკურა (ოკურიდაში), ტოიოჰიბიკი-ტოსანოუმი (ჰატაკიკომი).

სატურნირო მდგომარეობა
6-0:
ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოოშუ (ოძეკი), იოშიკაძე (მაეგაშირა 11)
5-1: ჰარუმაფუჯი (ოძეკი), ბარუტო (ოძეკი), ტოჩიოძანი (სეკივაკე)
4-2: ტოჩინოშინი (მ 2), ამინიშიკი (მ 4), კიტატაიკი (მ 7), კოკაი (მ 8), კიმურაიამა (მ 9), ტაკეკაძე (მ 12), ტოჩინონადა (მ 14), გაგამარუ (მ 15)

VII დღე: ჰაკუჰო-კისენოსატო, ბარუტო-ტოჩინოშინი, კაიო-კოტოშოგიკუ, ჰარუმაფუჯი-კაკურიუ, კოტოოშუ-კიოკუტენჰო, არანი-ტოკიტენკუ, ტოჩიოძანი-ვაკანოსატო, ჰომაშო-ჰაკუბა, ტოკუსეგავა-მოკონამი, ამინიშიკი-ტოსაიუტაკა, ტაკამისაკარი-ასასეკირიუ, კიტატაიკი-კიმურაიამა, კოკაი-ჰოკუტორიკი, ბუშუიამა-შიმოტორი, კოტოკასუგა-კასუგაო, იოშიკაძე-გაგამარუ, კორიუ-ტამავაში, ტაკეკაძე-ტოიოძაკურა, სოკოკურაი-კაკიძოე, ტოჩინონადა-ტოსანოუმი, კიოკუნანკაი-გოეიდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული