22 წლის ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მეხუთე ცდაზეც ვერაფერი მოუხერხა ესტონელ ოძეკი ბარუტოს. შაბათს ბალტიელმა ხელის კვრებით შეძლო ჩვენებურის განდევნა დოჰიოდან. ლევანი ძალ-ღონით მთელს ელიტაში გამოირჩევა, თუმცა ესეც არასაკმარისია, როცა საქმე გაცილებით დიდი გაბარიტების ბარუტოსთან რკენას ეხება.
აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა კოკაიმ მე-5 ორთაბრძოლა მოიგო, ჰოკუტორიკისთან დაჯახების შემდეგ "შავმა ზღვამ" მოხერხებულად გადადგა უკან ნაბიჯი და იაპონელი პირქვე დაეცა. მე-3 მარცხი იწვნია 202-კილოიანმა გაგამარუმ, რომელსაც ხერხით აჯობა 140-კილოიანმა აქამდე დაუმარცხებელმა იოშიკაძემ, ოდნავ მარჯვნივ გაიწია და ელიტის ყველაზე მძიმე რიკიშის საყრდენი გამოეცალა...
სუმოს სამყარო. აკი ბაშო
VII დღე: ჰაკუჰო-კისენოსატო (ოშიდაში), ბარუტო-ტოჩინოშინი (ოშიდაში), კოტოშოგიკუ-კაიო (იორიკირი), კაკურიუ-ჰარუმაფუჯი (უვატეჰინერი), კოტოოშუ-კიოკუტენჰო (იორიკირი), ტოკიტენკუ-არანი (უჩიგაკე), ტოჩიოძანი-ვაკანოსატო (ოშიდაში), ჰაკუბა-ჰომაშო (სუკუინაგე), მოკონამი-ტოკუსეგავა (უვატენაგე), ამინიშიკი-ტოსაიუტაკა (ოკურიდაში), ასასეკირიუ-ტაკამისაკარი (იორიტაოში), კიმურაიამა-კიტატაიკი (ჰიკიოტოში), კოკაი-ჰოკუტორიკი (ჰიკიოტოში), შიმოტორი-ბუშუიამა (შიტატენაგე), კოტოკასუგა-კასუგაო (ჰატაკიკომი), იოშიკაძე-გაგამარუ (ჰიკიოტოში), ტამავაში-კორიუ (ცუკიტაოში), ტაკეკაძე-ტოიოძაკურა (ცუკიოტოში), სოკოკურაი-კაკიძოე (ცურიოტოში), ტოჩინონადა-ტოსანოუმი (შიტატენაგე), გოეიდო-კიოკუნანკაი (ჰატაკიკომი).
VIII დღე: ჰაკუჰო-კიოკუტენჰო, კაიო-ტოკუსეგავა, ჰარუმაფუჯი-კოტოშოგიკუ, კოტოოშუ-არანი, ბარუტო-ტოჩიოძანი, კაკურიუ-ტოკიტენკუ, კისენოსატო-ჰომაშო, ტოჩინოშინი-ვაკანოსატო, ამინიშიკი-კოკაი, ჰაკუბა-კიტატაიკი, ტაკამისაკარი-ტოსაიუტაკა, ასასეკირიუ-ბუშუიამა, მოკონამი-ჰოკუტორიკი, იოშიკაძე-კიმურაიამა, შიმოტორი-კასუგაო, კოტოკასუგა-ტოიოძაკურა, ტაკეკაძე-გაგამარუ, კორიუ-ტოსანოუმი, სოკოკურაი-ტამავაში, ტოჩინონადა-კიოკუნანკაი, კაკიძოე-ტოიონოშიმა.