ყველაზე წარმატებული ბაშო

AutoSharing Option

2010 წლის შემოდგომის ბაშო ყველაზე წარმატებული გამოდგა ქართველი სუმოისტებისათვის - უმაღლეს დივიზიონში მოასპარეზე სამივე ჩვენებურმა დადებითი ბალანსი ტურნირის დასრულებამდე გაინაღდა. შაბათს გდამწყვეტი, მე-8 გამარჯვება დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მოიპოვა, მაყურებელმა აგრეთვე ქართული დუელი ნახა, იმპერატორის თასი კი დიდმა მონღოლმა ჰაკუჰომ გაინაღდა.

ტოჩინოშინმა უვატენაგეს ილეთით დასცა მე-12 მაეგაშირა ტაკეკაძე და ამით თავად კაჩი კოში მოიპოვა, ხოლო დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს უკანასკნელი კონკურენტიც ჩამოაცილა. ქართული სუმოს პიონერი კოკაი (ლევან ცაგურია) ახალგაზრდა თანამემამულე გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) ხვდებოდა, 2-ცენტნერიანმა გაგამარუმ წამებში განდევნა "შავი ზღვა"

დოჰიოდან და ბაშოზე მე-9 გამარჯვება მოიპოვა.

სუმოს სამყარო. აკი ბაშო (ტოკიო). 12-26 სექტემბერი

XIV დღე: ჰაკუჰო-კოტოოშუ (იორიკირი), ბარუტო-ჰარუმაფუჯი (ცუკიდაში), კაიო-კისენოსატო (იორიკირი), ტოჩიოძანი-ჰაკუბა (იორიკირი), არანი-ტოკუსეგავა (ოშიდაში), ამინიშიკი-კაკურიუ (ცუკიოტოში), ვაკანოსატო-მოკონამი (უვატენაგე), ბუშუიამა-ტოკიტენკუ (ოშიდაში), ტოჩინოშინი-ტაკეკაძე (უვატენაგე), ჰომაშო-ტაკამისაკარი (იორიკირი), სოკოკურაი-კიოკუტენჰო (იორიკირი), კოტოშოგიკუ-იოშიკაძე (ოშიდაში), ასასეკირიუ-ტოჩინონადა (უვატენაგე), ტოსაიუტაკა-კასუგაო (იორიკირი), კიტატაიკი-ტოიოძაკურა (ოშიდაში), გაგამარუ-კოკაი (იორიკირი), კიმურაიამა-კაკიძოე (ოშიდაში), შიმოტორი-ტამავაში (ცუკიოტოში), კოტოკასუგა-ტოსანოუმი (შიტადედაშინაგე), კორიუ-კიოკუნანკაი (ჰატაკიკომი).

ბოლო დღე: ჰაკუჰო-ჰარუმაფუჯი, ბარუტო-კოტოოშუ, კაიო-არანი, ტოჩიოძანი-ასასეკირიუ, კისენოსატო-ამინიშიკი, კაკურიუ-იოშიკაძე, ტოკუსეგავა-ტოკიტენკუ, ვაკანოსატო-ტოსაიუტაკა, ჰომაშო-კიოკუტენჰო, ტოჩინოშინი-შიმიტორი, კოტოშოგიკუ-ტაკეკაძე, ტაკამისაკარი-კაკიძოე, გაგამარუ-ჰაკუბა, კიოკუნანკაი-მოკონამი, კიტატაიკი-ტამავაში, კოკაი-სოკოკურაი, კიმურაიამა-კოტოკასუგა, ბუშუიამა-ტოსანოუმი, კორიუ-ტოიოძაკურა, ტოჩინონადა-კასუგაო.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული