ტოკიოში სუმოს ყველაზე პრესტიჟული ერთდღიანი ტურნირი, სრულიად იაპონიის რიკიშთა პირველობა 69-ედ გაიმართა. ეს შეჯიბრება ოლიმპიური სისტემით ტარდება. აქვე აღვნიშნავთ, რომ იაპონიის ჩემპიონატი პრესტიჟულობით ახლოსაც ვერ მიდის ტრადიციულ ბაშოსთან. გაგვახარა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი). ახლახან დასრულებულ ბაშოზე მან 9-6 ბალანსით კომუსუბის ტიტული დაიბევა, ახლა კი დიდებულად იჭიდავა იაპონიის ჩემპიონატში და მხოლოდ ფინალში წააგო.
ერდღიან ტურნირზე დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო ოქროსფერი მავაშით გამოცხადდა, მაგრამ იოკოძუნას, რომელიც პირველი სუმოისტია და, რომელმაც ზედიზედ სამი ბაშო მოიგო დაუმარცხებლად, რაც ბოლო 100 წლის განმავლობაში არ მომხდარა, პირველივე წრეში
ამასობაში ოფიციალურად დასრულდა იოკოძუნა ასაშორიუს სუმოისტობა. რიგით 68-ე დიდი ჩემპიონი უკანასკნელად გამოვიდა დოჰიოზე და უკანასკნელად შეასრულა დოჰიო-ირი. შემდეგ მას საზეიმოდ შეაჭრეს სამურაის ნაწნავი (მაგე) და ერისკაცობაში დააბრუნეს. დოჰიო-ირის შესრულებისას ასაშორიუმ ორი თანამემამულე აირჩია: ჰარუმაფუჯი და ასასეკირიუ. სულ 383-მა ადამიანმა მიიღო უფლება, ასაშორიუს თმებს მაკრატლით შეხებოდა, მათ შორის იყვნენ მონღოლეთის პრემიერ-მინისტრი სუხბაატარ ბატბოლდი, იაპონიის ყოფილი პრემიერი იოსირო მორი, ჰაკუჰო და სხვები. ჩასვლისას ასაშორიუმ დოჰიოს აკოცა და სუმოს ისტორიის ნაწილი გახდა...