ლელოს სტუმრები - ქართველი სამურაები ლევან ცაგურია და თეიმურაზ ჯუღელი

AutoSharing Option
რამდენიმე დღეა, სამშობლოში იმყოფებიან პროფესიული სუმოს ქართველი დიდოსტატები - ლევან ცაგურია, იგივე კოკაი ("შავი ზღვა") და თეიმურაზ ჯუღელი, ანუ როგორც მას ეძახიან სუმოს სამყაროში - გაგამარუ.

სუპერწონის ათლეტები გაზეთ "ლელოს" ესტუმრნენ და სიამოვნებით უპასუხეს ჩვენს შეკითხვებს. უპირველესად, ცხადია, თიკუნებმა დაგვაინტერესა.

კოკაი: ზედმეტი სახელების შერქმევას ჩვენ, სუმოისტებს, არავინ გვეკითხება - ეს კლუბის პრეზიდენტის პრეროგატივაა. იაპონიაში რომ ჩავედი, ჩემი კლუბის თავკაცმა მითხრა - სოხუმიდან ხარ, ამიტომ შენთვის ზედგამოჭრილი იქნებაო კოკაი, რაც "შავ ზღვას" ნიშნავს. მართლაც, მომიხდა ეს სახელი, თუნდაც იმიტომ, რომ ქომაგები
მეტ ინტერესს იჩენდნენ ჩემ მიმართ და საქართველოზეც მეტ ინფორმაციას იძენდნენ, რადგან შეჯიბრებებზე ჩვენი ქვეყნის სახელით გამოვდიოდი.

გაგამარუ: ბავშვობიდან ახლობლები გაგას მეძახიან. ჩემი კლუბის პრეზიდენტმაც კომპოზიტის შესაქმნელად ეს მარტივად სიტყვა შეარჩია.

- ქართულ პრესაში ბევრი რამ იწერება თქვენ შესახებ. თუმცა ურიგო არ იქნება, გულშემატკივრებს პროფესიულ სუმოში პირველ ნაბიჯებს თუ შეახსენებთ.

კოკაი: ბავშვობისას მამის გზას გავყევი - თავისუფალ ჭიდაობაში ვვარჯიშობდი. აფხაზეთის ომმა მალე საკუთარი კერა დაგვატოვებინა და თბილისში გადმოვსახლდით. აქ განვაგრძე დაოსტატება. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ წონითი კატეგორიები შეცვალა. მძიმე წონა 120 კილომდე დაიყვანა. ბევრს დვიკლებდი, ამიტომ ჭიდაობისთვის თავის დანებება მინდოდა. სწორედ იმ დროს ლევან ებანოიძემ იაპონიაში სამოყვარულო სუმოში მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა. ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენლებმა მას უთხრეს, საქართველოში პერსპექტიული ფალავანი თუ გყავთ, ჩამოიყვანეთ, შეგვიძლია, პროფესიულ სუმოში ჩავრთოთო. ლევანმა სწორედ სპორტის ამ სახეობაში გადასვლა შემომთავაზა. მეც ბედის საძიებლად ცხრა მთას იქით გავემგზავრე. ეს იყო 2001 წლის 28 იანვარს. ასე დაიწყო ჩემი ახალი კარიერა.

გაგამარუ: ბავშვობაში სამბოს და ძიუდოს ვჭიდაობდი. თუმცა განსაკუთრებული წარმატებები არ მქონია. საქართველოს სუმოს ფედერაციამ შემომთავაზა, ამ სახეობაში მეცადა ბედი. ბევრი არ მიფიქრია, რადგან პიონერი უკვე გვყავდა - ლევან ცაგურია, რომელმაც მალე მოიხვეჭა სახელი იაპონიაში. 18 წლისამ ტოკიოში მოყვარულთა შორის მსოფლიოს პირველობაზე მესამე ადგილი დავიკავე. შემდეგ ტოკიოს უნივერსიტეტში თვენახევარი დავრჩი სავარჯიშოდ. იმ უმაღლესში სწავლობდა ჩემი კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი საკამოტო ნაუნტო, რომელმაც პროფესიულ კლუბში გადასვლა შემომთავაზა. აბა, უარს როგორ ვეტყოდი.

- ენობრივი ბარიერი ხელს არ გიშლიდათ?

გაგამარუ: პირველი, რაც გამაგებინეს, ის იყო, რომ "ჩვენ ერთი ოჯახი ვართ". უფრო მიმიკებითა და ღიმილით ვაგებინებდით ერთმანეთს. ჩვენი ურთიერთობა პანტომიმას უფრო ჰგავდა. იაპონიაში სუმოს 50-მდე კლუბია და თითოეულში მხოლოდ ერთი უცხოელია. ამიტომ კისეს სკოლაში, ასე ვთქვათ, იაპონელთა გარემოცვაში აღმოვჩნდი და ენაც მალე ვისწავლე. სანამ ეს მოხდებოდა, ლევანი ნაგოიას ბაშოდან დაბრუნდა და ნაუნტომ იგი კლუბში მოიწვია, რომ ჩემთვის პროფესიული სუმოს ცხოვრების წესი და რიგი აეხსნა. ასე რომ, კოკაის დიდი მადლობელი ვარ.

კოკაი: მეც ეს გზა გავიარე, ოღონდ უფრო რთულად, რადგან დამხმარე არავინ მყავდა და თავად ვიკვალავდი ბილიკებს. კლუბის პრეზიდენტი და მისი მეუღლე დამიდგნენ გვერდით - შვილივით მექცეოდნენ. პროფესიულ სუმოში თვით იაპონელებისთვისაც ძნელია ადაპტაცია. კლუბში პირველად რომ მიდიხარ, ფაქტობრივად, უუფლებო ხარ. როგორც ყველაზე დაბალი რანგისას, ბევრი სამუშაო გელის - სხვებზე ადრე უნდა ადგე, სავარჯიშო მოედანი მოამზადო. მობილური ტელეფონის ტარების უფლება არ გაქვს. ჩაცმულობაც რანგების მიხედვით განსხვავებულია. ჩემი კავკასიური ბუნების გამო, ძალიან განვიცდიდი ყოველივეს. ამის მიუხედავად, რადგან ერთხელ გადავწყვიტე იმ სპორტში, რომელშიც იაპონიის სული და გულია ჩადებული, გამეკეთებინა ის, რაც ჩავიფიქრე, პრობლემებს ვუძლებდი. მერე, როცა შევეჩვიე, ჩემს თავზე მეცინებოდა, თურმე ყველაფერი ეს ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა.

- იაპონია განსხვავებული კულტურის ქვეყანაა, რომლის ნაწილსაც სუმო წარმოადგენს. რისი მიღება გაგიჭირდათ ყველაზე მეტად?

კოკაი: ბევრი პარალელის გავლება შეიძლება საქართველოსთან - იაპონიაშიც გმირი და მამაცი ხალხი ცხოვრობს ისტორიული წარსულით, თბილი ბუნებითა და სტუმართმოყვარე. როგორც გითხარით, კლუბის პრეზიდენტის ოჯახმა საკუთარი შვილივით მიმიღო. გაგაც ასეთ გარემოში ცხოვრობს. თავად პროფესიული სუმოა ძნელი კულტურა, მაგრამ მალევე გავითავისეთ ქართველებმა და მასპინძლებს ჩვენი ხასიათიც ვაჩვენეთ.

- იქაურ საჭმელებს როგორ შეეჩვიეთ?

კოკაი: ყველაფერს, ფაქტობრივად, "ცოცხლად" მიირთმევენ, ამიტომ, შეჩვევა, მართალი გითხრათ, ძალიან გამიჭირდა. 3-4 თვე თითქმის მხოლოდ ხილსა და ბოსტნეულზე ვიყავი. მერე მივხვდი, რომ ასე შორს ვერ წავიდოდი. კლუბში შენს მიყვარს-არ მიყვარს არავინ უყურებს. არ მოგწონს, მიბრძანდი, არავინ გამოგეკიდება. კლუბის წეს-ჩვეულებებს უნდა შეეგუო. ნელ-ნელა მეც შევეჩვიე იქაურ საკვებს. ახლა საქართველოში ჩამოსვლისას ხინკალ-მწვადებით გულს რომ ვიჯერებ, იქაური საჭმელები მენატრება.

გაგამარუ: პირველი ექვსი თვე მეც ძალიან გამიჭირდა. მერე, როცა პრეზიდენტმა ცალკე ცხოვრების უფლება დაგვრთო, კლუბთან ახლოს გადავედი ბინაში. დარბაზიდან სულ ხუთი წუთის სავალზე ვცხოვრობ, რომ ვარჯიშზე არ დამაგვიანდეს. როცა თავისუფალი დრო გვაქვს, ქართველები ვხვდებით ერთმანეთს და ქართული სამზარეულოც ნატრული არ არის ჩვენთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლევანმა ცოლი მოიყვანა - წელიწადნახევარია თაკო ჩვენებური საჭმელებით გვანებივრებს. ტოჩინოშანს - ჩვენ ლევან გორგაძესაც კარგად გამოსდის ეს საქმე - უმაღლესი კვალიფიკაციის მზარეულსაც შეშურდება მისი.

- სპორტსმენის ცხოვრებაში უამრავი საინტერესო ეპიზოდებია. თქვენ რას გაიხსენებდით?

კოკაი: თერთმეტი წელიწადი გამოვდიოდი დოჰიოზე. ყველაზე დასამახსოვრებელი, ალბათ, ძურიოში - ელიტის მეორე საფეხურზე გადასვლაა. ეს იყო 2003 წლის მაისში. ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. რაც შეეხება ორთაბრძოლას, ასაშორიუზე გამარჯვება არასდროს დამავიწყდება. დიდი ჩემპიონი წელიწადნახევარი დაუმარცხებელი იყო და მისი წინსვლა მე შევაფერხე.

გაგამარუ: ცოტ-ცოტა ჩემთანაც იყო საინტერესო რამ, თუნდაც კომუსუბის ტიტულის მოპოვება, მაგრამ ლევანისგან განსხვავებით, ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება ჯერ კიდევ მოსაპოვებელი მაქვს.

- სუმო და ძიუდო... თქვენი აზრით, რომელი უფრო უყვართ იაპონელებს?

გაგამარუ: ორივე მათი სახეობაა, მაგრამ ძიუდოს უყურებენ როგორც ოლიმპიურ სპორტს, სუმო კი სულ სხვა განზომილებაა. როგორც ლევანმა თქვა, იაპონელთა სულისა და ისტორიის ნაწილია, იმპერატორული სპორტია, რომელშიც უძველესი ტრადიციებია დაცული. ჩვეულებრივი ათლეტებისგან სუმოისტები გარეგნულადაც გამოირჩევიან, ნაწნავებს ატარებენ, ქუჩებში კიმონოებით დადიან. ისე ვცხოვრობთ, როგორც ძველი სამურაები, მათს წესებსა და კანონებს ვიცავთ.

კოკაი: ყოველივე ეს დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული, ამიტომაც ხალხი ამას აფასებს. სუმოში ერის ისტორიაა დაცული. ამდენად, აქ გამარჯვება ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა სპორტის ნებისმიერი დონის შეჯიბრების მოგება. ბაშოებისას, განსაკუთრებით პარასკევ-შაბათ-კვირას 15-20-ათასიანი დარბაზები პირთამდე ივსება.

- ლევან, თქვენ ასაშორიუ ახსენეთ. ასეთი კაცი-ლეგენდა სკანდალში როგორ გაეხვია?

კოკაი: ზუსტად არავინ იცის, რა მოხდა, ამიტომ კომენტარისგან თავს შევიკავებ. დიდი ჩემპიონი აქტიურ სპორტს თავს ანებებდა. ვის რაში დასჭირდა ეს კონფლიქტი, არავინ იცის.

- ჰო, მაგრამ იაპონურ პრესას თუ ვენდობით, ბოლო დროს პროფესიულ სუმოში იმატა სკანდალურმა ფაქტებმა - ჩხუბი, ნარკოტიკები, გარიგებული ორთაბრძოლები, რითაც სუმოს პოპულარობა ეცემა.

გაგამარუ: პრესაში რაც ქვეყნდება, ყველაფერი სიმართლეს არ შეეფერება. დასტურად ჩემი და ლევანის ურთიერთობის ფაქტს მოვიყვან - თითქოს ჩვენ რესტორანში კონფლიქტი მოგვივიდა. რატომ გაგვივრცეკეს ასეთი სასაცილო ჭორი, დღემდე ვერ გაგვიგია.

კოკაი: მართლაც, რაც ბოლო დროს იბეჭდება, ბევრი რამ არის გადაჭარბებული, მაგრამ კვამლი უცეცხლოდ რომ არ ჩნდება, ესეც ფაქტია. ნეგატიური რაც ხდება სუმოში, იაპონელებს ძალიან აღელვებთ და აღშფოთებულნიც არიან. საქმეში სახელმწიფო სტრუქტურებიც კი ჩაერია, რადგან ერის საუნჯეს საფრთხე დაემუქრა. სუმოს ფედერაციამ ელიტის 17 წევრი გაათავისუფლა, ბევრი ისე გაუშვეს, რომ მათი სახელი სამუდამოდ ამოჭრეს სუმოს ისტორიიდან. არადა, ზოგიერთს ბრალეულობაც ვერ დაუმტკიცეს. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ სუმოს ფედერაციის ბოლოდროინდელი ნაბიჯები არა მგონია, სპორტის ამ სახეობისთვის მომგებიანი აღმოჩნდეს. ვარაუდის დონეზე სპორტსმენის დასჯა არ შეიძლება.

- ლევან, დიდ სპორტთან განშორება გადაწყვიტეთ. ნაადრევი ხომ არ არის?

კოკაი: სუმოში დიდი კონკურენციაა - 1000-მდე კაცი ვარჯიშობს. აქედან ელიტაშია 70 სპორტსმენი. ტრავმის გამო შეჯიბრება რომ გამოტოვო, აუცილებლად დაგაქვეითებენ. ჩემი დოჰიოსთან განშორების უპირველესი მიზეზი სწორედ ბოლოდროინდელი ტრავმებია. ვინც ჩემს ჭიდაობას უყურებს, იცის, რომ პირდაპირ დაჯახებით მიყვარს მეტოქის დოჰიოდან გაყვანა. ამან ხერხემლის მალების დაზიანება გამოიწვია, რაც შემდეგ ქრონიკულში გადაიზარდა. ამას სხვა პრობლემებიც დაერთო - მუხლის ტრავმა, კუნთის გაწყვეტა. ძალების აღდგენას და მთელი დატვირთვით ვარჯიშს ვერ ვახერხებ, რის გამოც წარმატებებმაც იკლო. უამისოდ კი, როგორც გითხარით, უდიდესი კონკურენცია ელიტაში დამკვიდრების საშუალებას არ მოგცემს. ღირსეულად წასვლა ვარჩიე. ვფიქრობ, პროფესიულ სუმოში ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე, ამიტომ გული არ მწყდება. 2 თებერვალს ტოკიოში ჩავალ, სადაც თანაკლუბელთა თხოვნით თმის შეჭრის ცერემონიალი გაიმართება, რაც კლუბთან და პროფესიულ სუმოსთან განშორების ბოლო ეტაპი იქნება. თუმცა იმ ადამიანებთან, ვისთანაც 11 წელიწადი სპორტი და მეგობრობა მაკავშირებდა, ურთიერთობა ამით არ დამთავრდება. ალბათ, ბიზნესის სფეროში ვიმოღვაწევებ და ვიქნები იქ, სადაც საქართველოს მეტ სარგებლობას მოვუტან. მინდა, რომ იაპონელებს უფრო ღრმად გავაცნო ჩვენი ქვეყნის კულტურა, ჩემი წვლილი შევიტანო ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებაში.

- თემურ, ნაახალწლევს იანვრის ბაშოში უნდა იასპარეზოთ. მოსამზადებლად ხელი არ გეშლებათ?

გაგამარუ: ოთხ იანვარს გავფრინდები იაპონიაში, 13 იანვარს კი შეჯიბრებაში ჩავებმები. დაკვირვებული ვარ, საახალწლოდ რამდენჯერაც ჩამოვედი საქართველოში, იანვრის შეჯიბრებებზე იმდენჯერ უკეთ ვიასპარეზე, რადგან ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან და მეგობრებთან შეხვედრებით დამატებით ენერგიას და მუხტს ვიღებ. დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება.

ვისარგებლებ შემთხვევით და მთელ საქართველოს ვულოცავ შობა-ახალ წელს.

კოკაი: მეც ვუერთდები მილოცვას: 2013 გამარჯვებების მომტანი ყოფილიყოს მთელი ქვეყნისთვის.

ვაჟა დანელია

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო
რამდენიმე დღეა, სამშობლოში იმყოფებიან პროფესიული სუმოს ქართველი დიდოსტატები - ლევან ცაგურია, იგივე კოკაი ("შავი ზღვა") და თეიმურაზ ჯუღელი, ანუ როგორც მას ეძახიან სუმოს სამყაროში - გაგამარუ.

სუპერწონის ათლეტები გაზეთ "ლელოს" ესტუმრნენ და სიამოვნებით უპასუხეს ჩვენს შეკითხვებს.

უპირველესად, ცხადია, თიკუნებმა დაგვაინტერესა.

კოკაი: ზედმეტი სახელების შერქმევას ჩვენ, სუმოისტებს, არავინ გვეკითხება - ეს კლუბის პრეზიდენტის პრეროგატივაა. იაპონიაში რომ ჩავედი, ჩემი კლუბის თავკაცმა მითხრა - სოხუმიდან ხარ, ამიტომ შენთვის ზედგამოჭრილი იქნებაო კოკაი, რაც "შავ ზღვას" ნიშნავს.

მართლაც, მომიხდა ეს სახელი, თუნდაც იმიტომ, რომ ქომაგები მეტ ინტერესს იჩენდნენ ჩემ მიმართ და საქართველოზეც მეტ ინფორმაციას იძენდნენ, რადგან შეჯიბრებებზე ჩვენი ქვეყნის სახელით გამოვდიოდი.

გაგამარუ: ბავშვობიდან ახლობლები გაგას მეძახიან. ჩემი კლუბის პრეზიდენტმაც კომპოზიტის შესაქმნელად ეს მარტივად სიტყვა შეარჩია.

- ქართულ პრესაში ბევრი რამ იწერება თქვენ შესახებ. თუმცა ურიგო არ იქნება, გულშემატკივრებს პროფესიულ სუმოში პირველ ნაბიჯებს თუ შეახსენებთ.

კოკაი: ბავშვობისას მამის გზას გავყევი - თავისუფალ ჭიდაობაში ვვარჯიშობდი. აფხაზეთის ომმა მალე საკუთარი კერა დაგვატოვებინა და თბილისში გადმოვსახლდით.

აქ განვაგრძე დაოსტატება. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ წონითი კატეგორიები შეცვალა.

მძიმე წონა 120 კილომდე დაიყვანა. ბევრს ვიკლებდი, ამიტომ ჭიდაობისთვის თავის დანებება მინდოდა.

სწორედ იმ დროს ლევან ებანოიძემ იაპონიაში სამოყვარულო სუმოში მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.

ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენლებმა მას უთხრეს, საქართველოში პერსპექტიული ფალავანი თუ გყავთ, ჩამოიყვანეთ, შეგვიძლია, პროფესიულ სუმოში ჩავრთოთო. ლევანმა სწორედ სპორტის ამ სახეობაში გადასვლა შემომთავაზა. მეც ბედის საძიებლად ცხრა მთას იქით გავემგზავრე. ეს იყო 2001 წლის 28 იანვარს. ასე დაიწყო ჩემი ახალი კარიერა.

გაგამარუ: ბავშვობაში სამბოს და ძიუდოს ვჭიდაობდი. თუმცა განსაკუთრებული წარმატებები არ მქონია.

საქართველოს სუმოს ფედერაციამ შემომთავაზა, ამ სახეობაში მეცადა ბედი. ბევრი არ მიფიქრია, რადგან პიონერი უკვე გვყავდა - ლევან ცაგურია, რომელმაც მალე მოიხვეჭა სახელი იაპონიაში.

18 წლისამ ტოკიოში მოყვარულთა შორის მსოფლიოს პირველობაზე მესამე ადგილი დავიკავე. შემდეგ ტოკიოს უნივერსიტეტში თვენახევარი დავრჩი სავარჯიშოდ.

იმ უმაღლესში სწავლობდა ჩემი კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი საკამოტო ნაუნტო, რომელმაც პროფესიულ კლუბში გადასვლა შემომთავაზა. აბა, უარს როგორ ვეტყოდი.

- ენობრივი ბარიერი ხელს არ გიშლიდათ?

გაგამარუ: პირველი, რაც გამაგებინეს, ის იყო, რომ "ჩვენ ერთი ოჯახი ვართ". უფრო მიმიკებითა და ღიმილით ვაგებინებდით ერთმანეთს.

ჩვენი ურთიერთობა პანტომიმას უფრო ჰგავდა. იაპონიაში სუმოს 50-მდე კლუბია და თითოეულში მხოლოდ ერთი უცხოელია.

ამიტომ კისეს სკოლაში, ასე ვთქვათ, იაპონელთა გარემოცვაში აღმოვჩნდი და ენაც მალე ვისწავლე. სანამ ეს მოხდებოდა, ლევანი ნაგოიას ბაშოდან დაბრუნდა და ნაუნტომ იგი კლუბში მოიწვია, რომ ჩემთვის პროფესიული სუმოს ცხოვრების წესი და რიგი აეხსნა. ასე რომ, კოკაის დიდი მადლობელი ვარ.

კოკაი: მეც ეს გზა გავიარე, ოღონდ უფრო რთულად, რადგან დამხმარე არავინ მყავდა და თავად ვიკვალავდი ბილიკებს. კლუბის პრეზიდენტი და მისი მეუღლე დამიდგნენ გვერდით - შვილივით მექცეოდნენ.

პროფესიულ სუმოში თვით იაპონელებისთვისაც ძნელია ადაპტაცია. კლუბში პირველად რომ მიდიხარ, ფაქტობრივად, უუფლებო ხარ. როგორც ყველაზე დაბალი რანგისას, ბევრი სამუშაო გელის - სხვებზე ადრე უნდა ადგე, სავარჯიშო მოედანი მოამზადო.

მობილური ტელეფონის ტარების უფლება არ გაქვს. ჩაცმულობაც რანგების მიხედვით განსხვავებულია. ჩემი კავკასიური ბუნების გამო, ძალიან განვიცდიდი ყოველივეს.

ამის მიუხედავად, რადგან ერთხელ გადავწყვიტე იმ სპორტში, რომელშიც იაპონიის სული და გულია ჩადებული, გამეკეთებინა ის, რაც ჩავიფიქრე, პრობლემებს ვუძლებდი.

მერე, როცა შევეჩვიე, ჩემს თავზე მეცინებოდა, თურმე ყველაფერი ეს ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა.

- იაპონია განსხვავებული კულტურის ქვეყანაა, რომლის ნაწილსაც სუმო წარმოადგენს. რისი მიღება გაგიჭირდათ ყველაზე მეტად?

კოკაი: ბევრი პარალელის გავლება შეიძლება საქართველოსთან - იაპონიაშიც გმირი და მამაცი ხალხი ცხოვრობს ისტორიული წარსულით, თბილი ბუნებითა და სტუმართმოყვარე.

როგორც გითხარით, კლუბის პრეზიდენტის ოჯახმა საკუთარი შვილივით მიმიღო. გაგაც ასეთ გარემოში ცხოვრობს. თავად პროფესიული სუმოა ძნელი კულტურა, მაგრამ მალევე გავითავისეთ ქართველებმა და მასპინძლებს ჩვენი ხასიათიც ვაჩვენეთ.

- იქაურ საჭმელებს როგორ შეეჩვიეთ?

კოკაი: ყველაფერს, ფაქტობრივად, "ცოცხლად" მიირთმევენ, ამიტომ, შეჩვევა, მართალი გითხრათ, ძალიან გამიჭირდა. 3-4 თვე თითქმის მხოლოდ ხილსა და ბოსტნეულზე ვიყავი. მერე მივხვდი, რომ ასე შორს ვერ წავიდოდი.

კლუბში შენს მიყვარს-არ მიყვარს არავინ უყურებს. არ მოგწონს, მიბრძანდი, არავინ გამოგეკიდება. კლუბის წეს-ჩვეულებებს უნდა შეეგუო. ნელ-ნელა მეც შევეჩვიე იქაურ საკვებს. ახლა საქართველოში ჩამოსვლისას ხინკალ-მწვადებით გულს რომ ვიჯერებ, იქაური საჭმელები მენატრება.

გაგამარუ: პირველი ექვსი თვე მეც ძალიან გამიჭირდა. მერე, როცა პრეზიდენტმა ცალკე ცხოვრების უფლება დაგვრთო, კლუბთან ახლოს გადავედი ბინაში.

დარბაზიდან სულ ხუთი წუთის სავალზე ვცხოვრობ, რომ ვარჯიშზე არ დამაგვიანდეს. როცა თავისუფალი დრო გვაქვს, ქართველები ვხვდებით ერთმანეთს და ქართული სამზარეულოც ნატრული არ არის ჩვენთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლევანმა ცოლი მოიყვანა - წელიწადნახევარია თაკო ჩვენებური საჭმელებით გვანებივრებს.

ტოჩინოშანს - ჩვენ ლევან გორგაძესაც კარგად გამოსდის ეს საქმე - უმაღლესი კვალიფიკაციის მზარეულსაც შეშურდება მისი.

- სპორტსმენის ცხოვრებაში უამრავი საინტერესო ეპიზოდებია. თქვენ რას გაიხსენებდით?

კოკაი: თერთმეტი წელიწადი გამოვდიოდი დოჰიოზე. ყველაზე დასამახსოვრებელი, ალბათ, ძურიოში - ელიტის მეორე საფეხურზე გადასვლაა.

ეს იყო 2003 წლის მაისში. ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. რაც შეეხება ორთაბრძოლას, ასაშორიუზე გამარჯვება არასდროს დამავიწყდება. დიდი ჩემპიონი წელიწადნახევარი დაუმარცხებელი იყო და მისი წინსვლა მე შევაფერხე.

გაგამარუ: ცოტ-ცოტა ჩემთანაც იყო საინტერესო რამ, თუნდაც კომუსუბის ტიტულის მოპოვება, მაგრამ ლევანისგან განსხვავებით, ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება ჯერ კიდევ მოსაპოვებელი მაქვს.

- სუმო და ძიუდო... თქვენი აზრით, რომელი უფრო უყვართ იაპონელებს?

გაგამარუ: ორივე მათი სახეობაა, მაგრამ ძიუდოს უყურებენ როგორც ოლიმპიურ სპორტს, სუმო კი სულ სხვა განზომილებაა. როგორც ლევანმა თქვა, იაპონელთა სულისა და ისტორიის ნაწილია, იმპერატორული სპორტია, რომელშიც უძველესი ტრადიციებია დაცული.

ჩვეულებრივი ათლეტებისგან სუმოისტები გარეგნულადაც გამოირჩევიან, ნაწნავებს ატარებენ, ქუჩებში კიმონოებით დადიან. ისე ვცხოვრობთ, როგორც ძველი სამურაები, მათს წესებსა და კანონებს ვიცავთ.

კოკაი: ყოველივე ეს დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული, ამიტომაც ხალხი ამას აფასებს. სუმოში ერის ისტორიაა დაცული. ამდენად, აქ გამარჯვება ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა სპორტის ნებისმიერი დონის შეჯიბრების მოგება. ბაშოებისას, განსაკუთრებით პარასკევ-შაბათ-კვირას 15-20-ათასიანი დარბაზები პირთამდე ივსება.

- ლევან, თქვენ ასაშორიუ ახსენეთ. ასეთი კაცი-ლეგენდა სკანდალში როგორ გაეხვია?

კოკაი: ზუსტად არავინ იცის, რა მოხდა, ამიტომ კომენტარისგან თავს შევიკავებ. დიდი ჩემპიონი აქტიურ სპორტს თავს ანებებდა. ვის რაში დასჭირდა ეს კონფლიქტი, არავინ იცის.

- ჰო, მაგრამ იაპონურ პრესას თუ ვენდობით, ბოლო დროს პროფესიულ სუმოში იმატა სკანდალურმა ფაქტებმა - ჩხუბი, ნარკოტიკები, გარიგებული ორთაბრძოლები, რითაც სუმოს პოპულარობა ეცემა.

გაგამარუ: პრესაში რაც ქვეყნდება, ყველაფერი სიმართლეს არ შეეფერება. დასტურად ჩემი და ლევანის ურთიერთობის ფაქტს მოვიყვან - თითქოს ჩვენ რესტორანში კონფლიქტი მოგვივიდა. რატომ გაგვივრცეკეს ასეთი სასაცილო ჭორი, დღემდე ვერ გაგვიგია.

კოკაი: მართლაც, რაც ბოლო დროს იბეჭდება, ბევრი რამ არის გადაჭარბებული, მაგრამ კვამლი უცეცხლოდ რომ არ ჩნდება, ესეც ფაქტია. ნეგატიური რაც ხდება სუმოში, იაპონელებს ძალიან აღელვებთ და აღშფოთებულნიც არიან.

საქმეში სახელმწიფო სტრუქტურებიც კი ჩაერია, რადგან ერის საუნჯეს საფრთხე დაემუქრა. სუმოს ფედერაციამ ელიტის 17 წევრი გაათავისუფლა, ბევრი ისე გაუშვეს, რომ მათი სახელი სამუდამოდ ამოჭრეს სუმოს ისტორიიდან.

არადა, ზოგიერთს ბრალეულობაც ვერ დაუმტკიცეს. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ სუმოს ფედერაციის ბოლოდროინდელი ნაბიჯები არა მგონია, სპორტის ამ სახეობისთვის მომგებიანი აღმოჩნდეს. ვარაუდის დონეზე სპორტსმენის დასჯა არ შეიძლება.

- ლევან, დიდ სპორტთან განშორება გადაწყვიტეთ. ნაადრევი ხომ არ არის?

კოკაი: სუმოში დიდი კონკურენციაა - 1000-მდე კაცი ვარჯიშობს. აქედან ელიტაშია 70 სპორტსმენი. ტრავმის გამო შეჯიბრება რომ გამოტოვო, აუცილებლად დაგაქვეითებენ.

ჩემი დოჰიოსთან განშორების უპირველესი მიზეზი სწორედ ბოლოდროინდელი ტრავმებია. ვინც ჩემს ჭიდაობას უყურებს, იცის, რომ პირდაპირ დაჯახებით მიყვარს მეტოქის დოჰიოდან გაყვანა.

ამან ხერხემლის მალების დაზიანება გამოიწვია, რაც შემდეგ ქრონიკულში გადაიზარდა. ამას სხვა პრობლემებიც დაერთო - მუხლის ტრავმა, კუნთის გაწყვეტა.

ძალების აღდგენას და მთელი დატვირთვით ვარჯიშს ვერ ვახერხებ, რის გამოც წარმატებებმაც იკლო. უამისოდ კი, როგორც გითხარით, უდიდესი კონკურენცია ელიტაში დამკვიდრების საშუალებას არ მოგცემს.

ღირსეულად წასვლა ვარჩიე. ვფიქრობ, პროფესიულ სუმოში ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე, ამიტომ გული არ მწყდება.

2 თებერვალს ტოკიოში ჩავალ, სადაც თანაკლუბელთა თხოვნით თმის შეჭრის ცერემონიალი გაიმართება, რაც კლუბთან და პროფესიულ სუმოსთან განშორების ბოლო ეტაპი იქნება.

თუმცა იმ ადამიანებთან, ვისთანაც 11 წელიწადი სპორტი და მეგობრობა მაკავშირებდა, ურთიერთობა ამით არ დამთავრდება. ალბათ, ბიზნესის სფეროში ვიმოღვაწევებ და ვიქნები იქ, სადაც საქართველოს მეტ სარგებლობას მოვუტან. მინდა, რომ იაპონელებს უფრო ღრმად გავაცნო ჩვენი ქვეყნის კულტურა, ჩემი წვლილი შევიტანო ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებაში.

- თემურ, ნაახალწლევს იანვრის ბაშოში უნდა იასპარეზოთ. მოსამზადებლად ხელი არ გეშლებათ?

გაგამარუ: ოთხ იანვარს გავფრინდები იაპონიაში, 13 იანვარს კი შეჯიბრებაში ჩავებმები. დაკვირვებული ვარ, საახალწლოდ რამდენჯერაც ჩამოვედი საქართველოში, იანვრის შეჯიბრებებზე იმდენჯერ უკეთ ვიასპარეზე, რადგან ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან და მეგობრებთან შეხვედრებით დამატებით ენერგიას და მუხტს ვიღებ. დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება.

ვისარგებლებ შემთხვევით და მთელ საქართველოს ვულოცავ შობა-ახალ წელს.

კოკაი: მეც ვუერთდები მილოცვას: 2013 გამარჯვებების მომტანი ყოფილიყოს მთელი ქვეყნისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაიხარეთ ბიჭებო
Toni
31 დეკემბერი 2012 10:15
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული