განსაკუთრებით აღსანიშნავია კომუსუბის რანგში მოჭიდავე ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) გამარჯვება მონღოლ ჩემპიონ ჰარუმაფუჯისთან. სუმოს გულშემატკივრებს ემახსოვრებათ, რომ სანამ ჰარუმაფუჯი ოძეკი გახდებოდა, ამას სახელით ასპარეზობდა. ტოჩინოშინისა და მონღოლი
ლევან ცაგურიამ (კოკაი) ოშიდაში გაიხსენა, - მძლავრი რიტმული მიწოლა, რომელიც მის არსენალში ერთერთი მთავარი იარაღია და ღონის წყალობით აჯობა მე-7 მაეგაშირა კოტოკასუგას. 29 წლის ქართველი 2004 წლის იანვრის ბაშოდან უმაღლეს დივიზიონშია და მას მერე ერთხელაც არ გავარდნილა. ამ ხნის განმავლობაში 296 ორთაბრძოლა მოიგო, ოთხი გამარჯვებაც და კოკაი "300-იანთა კლუბში" შევა. "შავი ზღვა" დღეს დასავლეთის მე-7 მაეგაშირა კიმურაიამას (1-1) გამოცდის. ეს მათი მეათე დაპირისპირებაა, კოკაი 5:4-ს იგებს.
ოშიდაშით მოიგო თეიმურაზ ჯუღელმაც (გაგამარუ). ელიტის უმძიმესმა სუმოისტმა ერთი ამოსუნთქვით განდევნა დოჰიოს რკალიდან მე-10 მაეგაშირა ტოსაიუტაკა. დღეს გაგამარუ შიმოტორის (1-1) ძლევას შეეცდება.
კიუშუს ბაშო. 14-28 ნოემბერი. ფუკუოკა (იაპონია)
II დღე (სულ 8 ილეთი).
იორიკირი (7): კისენოსატო-ჰაკუჰო, კაკურიუ-ასასეკირიუ, ტოკუსეგავა-ვაკანოსატო, კიოკუტენჰო-ტამავაში, სოკოკურაი-ტაკამისაკარი, გოეიდო-კორიუ, ოკინოუმი-კასუგაო.
ოშიდაში (7): ამინიშიკი-კოტოოშუ, ჰომაშო-ტოჩიოძანი, კოკაი-კოტოკასუგა, კიმურაიამა-შიმოტორი, გაგამარუ-ტოსაიუტაკა, ტოჩინონადა-მიაბიამა, შოტენრო-შირონორიუ.
ჰიკიოტოში (2): კიტატაიკი-ტაკეკაძე, ტოიონოშიმა-მოკონამი.
ჰარიმანაგე (1): ბარუტო-არანი.
სუკუინაგე (1): ტოჩინოშინი-ჰარუმაფუჯი.
ცუკიოტოში (1): კაიო-კოტოშოგიკუ.
იორიტაოში (1): იოშიკაძე-ჰაკუბა.
ჰატაკიკომი (1): ტოკიტენკუ-ბუშუიამა.