ორცენტნერიანმა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) ზედიზედ სამჯერ მძლავრი ოშიდაშით გააგდო მეტოქეები დოჰიოს რკალიდან და თითქმის უიმედო მდგომარეობა ნაწილობრივ გამოასწორა - ჩვენებურს 4-5 ბალანსი აქვს და ეს კიუშუს ბაშოზე ქართველთაგან საუკეთესო შედეგია.
გაგამარუმ კორიუსთან თითქმის 50-კილოიანი უპირატესობა კარგად გამოიყენა, მარჯვენათი ყელში წვდა მეტოქეს და მიაწვა. ჯუღელი დღეს მთაკაც მიაბიამას ელის. ყოფილი ოძეკი სულ რაღაც 12 კილოთი ნაკლებს იწონის ქართველზე. თუ იმარჯვებს, გაგამარუ ელიტაში მე-20 მოგებას იზეიმებს.
ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ესტონელ ოძეკი ბარუტოს ხვდებოდა. ჩვენებურის ეს ცდაც (ისევე, როგორც წინა 5) წარუმატებლად დასრულდა,
კოკაიმ (ლევან ცაგურია) მე-8 მაეგაშირა შიმოტორისთან წააგო. "შავი ზღვა" მდგომარეობის გამოსწორებას მე-10 მაეგაშირა ტოსაიუტაკას დამარცხებით შეეცდება.
კიუშუს ბაშო. 14-28 ნოემბერი. ფუკუოკა (იაპონია)
IX დღე (სულ 9 ილეთი)
იორიკირი (7): ბარუტო-ტოჩინოშინი, კაიო-არანი, კოტოშოგიკუ-ამინიშიკი, შიმოტორი-კოკაი, ტოკუსეგავა-ტამავაში, სოკოკურაი-ტოკიტენკუ, ტაკამისაკარი-ტოჩინონადა.
ოშიდაში (3): კაკურიუ-კიტატაიკი, კიმურაიამა-კოტოკასუგა, გაგამარუ-კორიუ.
ჰატაკიკომი (2): ჰაკუჰო-იოშიკაძე, ტოიონოშიმა-გოეიდო.
უვატენაგე (2): კოტოოშუ-ტაკეკაძე, ჰომაშო-კისენოსატო.
ჰიკიოტოში (2): მიაბიამა-კიოკუტენჰო, მოკონამი-კასუგაო.
კუბინაგე (1): ჰაკუბა-ტოჩიოძანი.
ოშიტაოში (1): ასასეკირიუ-ვაკანოსატო.
ცუკიდაში (1): შოტენრო-ტოსაიუტაკა.
იორიტაოში (1): ოკინოუმი-ბუშუიამა.
სატურნირო მდგომარეობა
8-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ბარუტო (ოძეკი), კაიო (ოძეკი), ტოიონოშიმა (მაეგაშირა 9).
7-2: კიოკუტენჰო (მ 9), შოტენრო (მ 16)... 4-5: გაგამარუ (მ 10), 3:6: ტოჩონოშინი (კომუსუბი), კოკაი (მ 6).