12 იანვარს ტოკიოში წლის პირველი სუპერტურნირი იწყება - ჰაცუ ბაშო. საამისოდ იაპონიაში სუმოისტთა ოფიციალური აწონვები გაიმართა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ 26 წლის თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) სუმოს ელიტის ყველაზე მძიმე წარმომადგენელი აღარაა.
გაგამარუ 202 კილოგრამს იწონიდა, ახლა კი სასწორმა 199 კილოგრამი აჩვენა. ჩვენებურს გაუსწრო სადანოფუჯიმ, რომელიც 201 კილოგრამია. სიმძიმით მესამე ადგილზეა ბულგარელი აოიამა (195 კგ).
შეგახსენებთ, რომ აქ ელიტის დივიზიონი იგულისხმება, დაბალ დივიზიონებში უფრო მძიმე სუმოისტებიც არიან.
სუმოისტები ოფიციალური აწონვისა და სიმღლის გაზომვის ცერემონიალს წელიწადში სამჯერ გადიან: იანვარში, მაისში და სექტემბერში.
18:01 05-01-2014
ქართველი გაგამარუ ელიტის ყველაზე მძიმე რიკიში აღარ არის
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული