ბაშო დიდი დანაკლისით დაიწყო, მუხლის ტრავმის გამო მასში მონაწილეობას ვერ მიიღებს მონღოლი დიდი ჩემპიონი ჰარუმაფუჯი, რომელმაც წინა ბაშოზე მეექვსედ მოიგო იმპერატორის თასი.
მარცხით დაიწყო წელიწადი გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი), რომელიც ელიტაში აღარ არის ყველაზე მძიმე რიკიში. 199-კილოგრამიანმა ქართველმა ვერ მოიხელთა მე-11 მაეგაშირა იოშიკაძე, სამაგიეროდ, იაპონელმა იყოჩაღა
მეორე დღეს გაგამარუს მეტოქე კიდევ ერთი მე-11 მაეგაშირაა - შოტენრო.
სამწუხაროდ, ბაშო კვლავ ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) გარეშე დაიწყო. მძიმე ტრავმის გამო ქართველმა ორი ბაშო უკვე სრულად გამოტოვა და როგორც ჩანს, არც იანვარში იქნება. ლევანი მაკუშიტას მე-15 ნომერია და ის კიდევ უფრო უკან დაიხევს რეიტინგში.
I დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტოჩიოძანი (ოშიდაში), ტოიონოშიმა-კისენოსატო (სუკუინაგე), ოკინოუმი-კაკურიუ (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ჩიოტაირიუ (იორიკირი), გოეიდო-იკიოი (სუკუინაგე), კოტოოშუ-ტოიოჰიბიკი (იორიკირი), იოშიკაძე-გაგამარუ (ოშიდაში).
II დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ტოიონოშიმა, კაკურიუ-ჩიოტაირიუ, კოტოშოგიკუ-ოკინოუმი, კისენოსატო-მიოგირიუ, კოტოოშუ-იკიოი, გაგამარუ-შოტენრო.
ასევე იხილეთ:
ქართველი გაგამარუ ელიტის ყველაზე მძიმე რიკიში აღარ არის