თეიმურაზ ჯუღელის წლის პირველი გამარჯვება

AutoSharing Option
დღეისათვის ერთადერთი ფალავანი, რომელიც პროფესიულ სუმოში საქართველოს სახელს იცავს, თეიმურაზ ჯუღელია (გაგამარუ), რომელიც ელიტურ ლიგაში მე-12 მაეგაშირას რანგით ასპარეზობს.

III დივიზიონის მკვიდრი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ტრავმირებულია და ის კიდევ უფრო დაეშვება რეიტინგ-ლისტში.

გაგამარუმ პირველი მოგება მონღოლ შოტენროსთან ძალზე ინტენსიურ ორთაბრძოლაში მოიპოვა, შუა დოჰიოზე ერთ-ერთ მომენტში გამოეცალა მეტოქეს და ის ძირს დაენარცხა. გაგამარუს 1-1 ბალანსი აქვს და კიოკუშუჰოს შეხვდება, რომელთანაც ძალზე უარყოფითი ბალანსი აქვს: 0:4.

II დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტოიონოშიმა (ჰიკიოტოში), კაკურიუ-ჩიოტაირიუ (უვატედაშინაგე), ოკინოუმი-კოტოშოგიკუ (კოტეჰინერი), კისენოსატო-მიოგირიუ (სუკუინაგე), იკიოი-კოტოოშუ (სუკუინაგე), გაგამარუ-შოტენრო (ჰატაკიკომი).

III დღე
(მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ოკინოუმი, კოტოშოგიკუ-ტოიონოშიმა, კისენოსატო-ჩიოტაირიუ, კაკურიუ-ტოჩიოძანი, გოეიდო-ამინიშიკი, გაგამარუ-კიოკუშუჰო.

ასევე იხილეთ:
თეიმურაზ ჯუღელის პირველი მარცხი 2014 წელს
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები გაგამარუს.
unity
15:36 13-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული