ცუდი ამბები ქართულ ტრიოზე ტოკიოდან

AutoSharing Option

იაპონიაში მოასპარეზე პროფესიონალ სუმოისტთა ქართულ ტრიოს ცუდი დროება უდგას - გასული წლის უკანასკნელი ბაშო მხოლოდ ერთმა მათგანმა დაასრულა დადებითი ბალანსით და არც ახალი წლის პირველი ბაშო (ჰაცუ ბაშო იაპონურად სწორედ ახალი წლის ბაშოს ნიშნავს) გვაძლევს მომავლის იმედს. გუშინ სამივე ჩვენებურმა წააგო, მაგრამ უფრო ცუდი ისაა, რომ სასტარტო შეხვედრაში ლავიწი დაუზიანებია ჩვენებურთაგან ყველაზე მაღალი რანგის რიკიშის, 23 წლის ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) და შესაძლოა, მან ტურნირზე ასპარეზობა შეწყვიტოს.

სუმოში მკაცრი კანონებია, გამოუცხადებლობა, არავინ დაგიდევს, რის გამო გააცდინე შეჯიბრება, უბრალოდ წაგებად ითვლება და

რეიტინგშიც გაქვეითებენ, როგორც წაგებულს.

 

იმედია, საქმე აქამდე არ მივა, მაგრამ ფაქტია, ქართველ მე-2 მაეგაშირას სწორედ ტრავმამ არ მისცა საშუალება სეკივაკე კოტოშოგიკუსთან ბრძოლაში მთელი ძალით ეჭიდავა.

 

ტოჩინოშინმა მისთვის ხელსაყრელი დგომი კი მიიღო, მაგრამ ხელი სათანადოდ ვეღარ ჩასჭიდა მეტოქეს და 26 წლის იაპონელმაც ქართველი დოჰიოდან მიწოლით გაიყვანა.

 

ტოჩინოშინის ბალანსი 0-2-ია. დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ვეტერანი ჩემპიონი კაიოა (1-1). ლევანი კაიოს აქამდე 7-ჯერ შეხვედრია და ორჯერ სენსაციაც მოუხდენია.

პირველად წააგო ბაშოზე 198-კილოიანმა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი). ქართველი მონღოლ ასასეკირიუს დაეჭიდა, ვერ გადასძალა და თავად დაეცა დოჰიოზე ზურგით.

 

გაგამარუს 1-1 ბალანსი აქვს და დღეს მე-7 მაეგაშირა ტოსაიუტაკას (0-2) შეხვდება, რომელსაც აქამდე 3 შეხვედრიდან 2 მოუგო.  

კოკაიმ (ლევან ცაგურია) ვერაფრით შეძლო საიუბილეო, მე-300 გამარჯვების ზეიმი უმაღლეს დივიზიონში. მან ზედიზედ მეხუთე ცდა ჩააფლავა - გუშინ ვეტერან ტოჩინონადასთან წააგო. არადა "შავ ზღვას" ძალზე არასახარბიელო სიტუაცია შეექმნა, ის მე-15 მაეგაშირაა და თუ ამ ბაშოზე 8 მოგებას ვერ შეაგროვებს, კარიერაში პირველად გავარდება ელიტიდან. დღეს ჩვენებური მე-14 მაეგაშირა ვაკაკოიუს (2-0) შეხვდება. "შავი ზღვა" შარშან პირველად შეხვდა ვაკაკოიუს და დამარცხდა.

მაეგაშირაზე მაღალი რანგის 9 რიკიშია ამჟამად პროფესიულ სუმოში და პირველი ორი დღე ამათგან დაუმაცხებლად მხოლოდ სამმა განვლო. ერთი უკვე ვახსენეთ, სეკივაკე კოტოშოგიკუ, რომელმაც ტრავმირებული ტოჩინოშინი დაგვიმარცხა. არ წაუგია ჯერ დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს და მის თანამემამულე ოძეკი ჰარუმაფუჯის. სულ კი 9 რიკიში ასპარეზობს ტოკიოში წაუგებლად. დღევანდელი წყვილებიდან ჰაკუჰოსა და ამინიშიკის ორთაბრძოლას გამოვყოფთ, "მატადორი" ამინიკი ყოველთვის მზადაა სენსაცია მოახდინოს. 

II დღე: ჰაკუჰო-ტოიონოშინმა (ცუკიოტოში), ბარუტო-კაკურიუ (ცურიდაში), ტოჩიოძანი-კოტოოშუ (იორიტაოში), ჰარუმაფუჯი-იოშიკაძე (ცურიდაში), ამინიშიკი-კაიო (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ტოჩინოშინი (იორიკირი), არანი-კისენოსატო (ჰატაკიკომი), ტოკუსეგავა-ტამავაში (ჰატაკიკომი), ჰომაშო-გოეიდო (იორიტაოში), ასასეკირიუ-გაგამარუ (იორიტაოში), ტაკეკაძე-კიოკუტენჰო (კატასუკაში), ტაკამისაკარი-ტოსაიუტაკა (უვატენაგე), ვაკანოსატო-ტოკიტენკუ (ოშიდაში), მიაბიამა-კიტატაიკი (ჰატაკიკომი), ჰაკუბა-შიმოტორი (იორიკირი), კორიუ-შოტენრო (ჰატაკიკომი), მოკონამი-კოტოკასუგა (ცურიდაში), ვაკაკოიუ-ოკინოუმი (ჰატაკიკომი), ტოიოჰიბიკი-კიმურაიამა (ოშიდაში), ტოჩინონადა-კოკაი (ოშიტაოში), სოკოკურაი-ტოიოძაკურა (ოშიდაში).


III დღე: ჰაკუჰო-ამინიშიკი, კოტოოშუ-ტოიონოშიმა, ჰარუმაფუჯი-კაკურიუ, კაიო-ტოჩინოშინი, ბარუტო-იოშიკაძე, კისენოსატო-ტოჩიოძანი, კოტოშოგიკუ-ტამავაში, არანი-ჰომაშო, ტოკუსეგავა-ასასეკირიუ, გოეიდო-კიოკუტენჰო, გაგამარუ-ტოსაიუტაკა, ტაკეკაძე-კიტატაიკი, მიაბიამა-ტოკიტენკუ, ტაკამისაკარი-ჰაკუბა, ვაკანოსატო-შოტენრო, შიმოტორი-მოკონამი, კორიუ-ოკინოუმი, კოტოკასუგა-კიმურაიამა, ვაკაკოიუ-კოკაი, ტოიოჰიბიკი-ტოიოძაკურა, სოკოკურაი-ტოჩინონადა.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული