ტოჩინოშინმა წაგებები ამოწურა

AutoSharing Option

ახალი წლის ბაშომ ეკვატორი გადალახა და სამმა ქართველმა ჯამში იმდენჯერ მოიგო, ორივე  ხელის თითები თავისუფლად გვყოფნის - 6, ასეთი ცუდი სუპერტურნირი ჩვენთვის არც არასოდეს ყოფილა. ყველაზე უხეიროდ ელიტის ყველაზე ახალგაზრდა რიკიში ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ჭიდაობს. წესით, მას კომუსუბის ტიტულის დაბრუნებისთვის უნდა ებრძოლა, მაგრამ ამას ვინღა ჩივის, ლევანმა წაგებების ლიმიტი უკვე ამოწურა - 1-7 ბალანსი აქვს. შაბათს ჩვენებურმა წლის პირველი გამარჯვება იზეიმა, როცა ცაციათი მეტოქის მავაში მოიხელთა და ღონით აჯობა ჰომაშოს, მაგრამ გუშინ ტოჩინოშინმა ისევ წააგო - მას ჯანით "მატადორმა" ამინიშიკიმ

აჯობა. თუკი ქართველი დღეს კისენოსატოსთან წააგებს, რეიტინგში დაქვეითებას დაიბევებს.

რეიტინგში დაქვეითებას ვინ ჩივის, კოკაისთვის (ლევან ცაგურია) უარყოფითი ბალანსი ელიტიდან გავარდნის ტოლფასია, რადგან ის დაბალი რანგის მაეგაშირაა (მე-15). "შავ ზღვას" 2-6 ბალანსი აქვს, შაბათს მან შიმოტორის აჯობა, მაგრამ კვირას ჰაკუბასთან წააგო. დღეს კოკაის მეტოქე კოტოკასუგაა, "შავ ზღვას" მხოლოდ ერთი წაგების უფლება დარჩა.

თანამემამულეთაგან შედარებით კარგად ასპარეზობს გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი), ვისაც 3-5 ბალანსი აქვს. შაბათს მან კუთხეში მოიქცია 27 წლის მონღოლი ტოკუსეგავა, მაგრამ მეტოქემ უვატენაგეს ილეთით გაიმარჯვა. სამაგიეროდ, გაგამარუმ დღეს მოიგო, თანაც იაპონელთა საყვარელი რიკიში ტაკამისაკარი ერთი ამოსუნთქვით დაამარცხა. დღეს 198-კილოიანი ქართველი ვეტერან ვაკანოსატოს ხვდება.

 

დღეიდან ახალი წლის ბაშოს ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს, ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ ის დიდი ჩემპიონი ჰაკუჰოა, მას კვალში ხუთი რიკიში ჩაუდგა 7-7 მოგებით.

 

VII დღე: ჰაკუჰო-ტოჩიოძანი (იორიკირი), კოტოოშუ-იოშიკაძე (უვატენაგე), ჰარუმაფუჯი-არანი (იორიკირი), კაკურიუ-კაიო (იორიკირი), ბარუტო-ტამავაში (ჰიკიოტოში), კისენოსატო-ტოიონოშიმა (ოშიდაში), კოტოშოგიკუ-ამინიშიკი (იორიკირი), ტოჩინოშინი-ჰომაშო (იორიკირი), ტოკუსეგავა-გაგამარუ (უვატენაგე), გოეიდო-ტაკეკაძე (სოტოგაკე), ტოსაიუტაკა-ასასეკირიუ (იორიკირი), კიტატაიკი-კიოკუტენჰო (ოშიდაში), ტოკიტენკუ-შოტენრო (ოკურინაგე), ვაკანოსატო-ტაკამისაკარი (სუკუინაგე), ჰაკუბა-მიაბიამა (ოშიდაში), კოკაი-შიმოტორი (იორიკირი), სოკოკურაი-კორიუ (კოტენაგე), ტოჩინონადა-მოკონამი (უვატენაგე), ოკინოუმი-კიმურაიამა (ოშიდაში), ტოიოჰიბიკი-კოტოკასუგა (ოშიდაში), ვაკაკოიუ-ტოიოძაკურა (ჰატაკიკომი).

VIII დღე: ჰაკუჰო-ტამავაში (ჰატაკიკომი), ჰარუმაფუჯი-ტოკუსეგავა (ცურიდაში), კაიო-არანი (იორიკირი), ბარუტო-ჰომაშო (ოშიდაში), კოტოოშუ-კისენოსატო (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ტოიონოშიმა (იორიტაოში), კაკურიუ- ტოჩიოძანი (ჰატაკიკომი), ამინიშიკი- ტოჩინოშინი (ოშიდაში), გოეიდო-იოშიკაძე (იორიკირი), ასასეკირიუ- კიტატაიკი (იორიკირი), გაგამარუ-ტაკამისაკარი (იორიკირი), ტოკიტენკუ- კიოკუტენჰო (უჩიგაკე), ტოსაიუტაკა- მიაბიამა (ოშიდაში), ოკინოუმი- ტაკეკაძე (კოტენაგე), ვაკანოსატო-კიმურაიამა (ოშიდაში), ჰაკუბა-კოკაი (იორიკირი), ტოიოძაკურა- შიმოტორი (ჰიკიოტოში), შოტენრო- ტოჩინონადა (ოშიდაში), მოკონამი- კორიუ (უვატენაგე), კოტოკასუგა- სოკოკურაი (იორიკირი), ვაკაკოიუ- ტოიოჰიბიკი (ჰიკიოტოში).


სატურნირო მდგომარეობა
8-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
7-1: ბარუტო (ოძეკი), კოტოოშუ (ოძეკი), კოტოშოგიკუ (სეკივაკე), ვაკანოსატო (მაეგაშირა 9), ტოჩინონადა (მ 16)... 3-5: გაგამარუ (მ 6)... 2:6: კოკაი (მ 15)... 1-7: ტოჩინოშინი (მ 2).

IX დღე: ჰაკუჰო-ჰომაშო, კაიო-კოტოშოგიკუ, ბარუტო-ჰარუმაფუჯი, კოტოოშუ-ტოკუსეგავა, კისენოსატო-ტოჩინოშინი, ტოჩიოძანი-ტოიონოშიმა, კაკურიუ-ამინიშიკი, არანი-იოშიკაძე, ასასეკირიუ-ტამავაში, გოეიდო-ტოსაიუტაკა, კიოკუტენჰო-ტაკამისაკარი, გაგამარუ-ვაკანოსატო, ტაკეკაძე-შოტენრო, კიტატაიკი-ტოიოჰიბიკი, ტოკიტენკუ-კიმურაიამა, მიაბიამა-კორიუ, ჰაკუბა-სოკოკურაი, შიმოტორი-ვაკაკოიუ, მოკონამი-ტოიოძაკურა, ოკინოუმი-ტოჩინონადა, კოკაი-კოტოკასუგა.

 

 

 

.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული