ტიტულის შენარჩუნება უფრო ძნელია

AutoSharing Option

ნაგოიას ბაშოს მე-6 დღე ყველაზე უიღბლო გამოდგა ქართველი სუმოისტებისათვის - სამივემ წააგო. ყველაზე ცუდად საქმე ქართველ კომუსუბის ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) აქვს, რომელსაც 1-5 ბალანსი გაუხდა და ტიტულის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშეა. დარჩენილი ცხრა ორთაბრძოლიდან ტოჩინოშინმა 7 მაინც უნდა მოიგოს, თუკი ისევ რიგითი მაეგაშირობა არ სურს. დაგვეთანხმებით, ურთულესი მისიაა, მით უფრო რომ ჩვენებური დოჰიოზე აშკარად არ ბრწყინავს. გუშინ კომუსუბიმ ესტონელ ბარუტოსთან კვლავ წააგო, ბალტიელი ოძეკი მისთვის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა. ბარუტომ ცაციათი უვატენაგეს ილეთით დააგდო ქართველი ფალავანი. დღეს ორი კომუსუბის

რკენაა, ქართველი ტოჩინოშინი მონღოლი ჰაკუბას წინააღმდეგ, ორივე პირველად ასპარეზობს ამ რანგში, ორივეს ცუდად აქვს სამე (თითო მოგება). წესით, ლევანმა უნდა იმარჯვოს, რადგან აქამდე ჰაკუბა ხუთი ცდიდან ხუთჯერ დაამარცხა.

კოკაი (ლევან ცაგურია) ლიდერთა შორის იყო, მაგრამ ორი ყოფილი კომუსუბის ორთაბრძოლა შიმოტორიმ მოიგო მავაშში ხელის ჩაჭიდებით. "შავი ზღვის" დღევანდელი მეტოქე გამოცდილი ვაკანოსატოა, რომელთანაც კოკაის დიდი დაპირისპირება აქვს, აქამდე ისინი 18-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მეტოქეებმა 9-9-ჯერ იმარჯვეს.

გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) მეტოქე ტამაასუკა იყო, რომელსაც ნაგოაიაში გულშემატკივართა მხარდაჭერა გარანტირებული აქვს, ეს სუმოისტი ამ ქალაქიდანაა წარმოშობით. ქართველმა მძიმეწონოსანმა დოჰიოს კიდემდე მიიყვანა მეტოქე, მაგრამ, აგერ უკვე მერამდენედ, ბოლო მომენტში გვერდში დარტყმა გამოეპარა. გაგამარუს 2-4 ბალანსი აქვს. მართალია, უარყოფითი ბალანსის შემთხვევაშიც კი ქართველს დაქვეითება ნაკლებად დაემუქრება, მაგრამ დებიუტანტი მაინც ფრთხილად უნდა იყოს და მაქსიმალურად დააგროვოს მოგებები. გაგამარუს მეტოქე მე-9 მაეგაშირა კაკიძოეა, რომელსაც, ბუნებრივია, არასოდეს შეხვედრია.

ესეც 38 - დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ ზედიზედ 38-ე ორთაბრძოლა მოიგო, მან ოშიდაშით თანამემამულე ჰაკუბა განდევნა დოჰიოდან. ასე უიღბლოდ დასრულდა ჰაკუბას პირველი დაპირისპირება იოკოძუნასთან. ბაშოს 4 რიკიში ლიდერობს 6-6 მოგებით, ჰაკუჰო, ბულგარელი ოძეკი კოტოოშუ და ორი რიგითი მაეგაშირა, კაკურიუ და ჰომაშო.

ივლისის ბაშო. 11-25 ივლისი. ნაგოია (იაპონია)
VI დღე:
ჰაკუჰო-ჰაკუბა (ოშიდაში), არანი-ჰამურაფუჯი (ჰიკიოტოში), კოტოოშუ-კიოკუტენჰო (იორიკირი), კაიო-ამინიშიკი (ჰატაკიკომი), ბარუტო-ტოჩინოშინი (უვატენაგე), ტოჩიოძანი-კოტოშოგიკუ (ცუკიოტოში), კისენოსატო-ასასეკირიუ (იორიკირი), კაკიძოე-ტოკიტენკუ (იორიტაოში), ტოკუსეგავა-კიტატაიკი (იორიკირი), კაკურიუ-მოკონამი (შიტატენაგე), ვაკანოსატო-იოშიკაძე (იორიკირი), შიმოტორი-კოკაი (იორიკირი), ჰომაშო-ტოსაიუტაკა (იორიტაოში), ტაკამისაკარი-ჰოკუტორიკი (ოკურიდაში), ტაკეკაძე-ბუშუიამა (კატასუკაში), ტამაასუკა-გაგამარუ (ცუკიოტოში), კიმურაიამა-შოტენრო (ოშიდაში), საგაცუკასა-ტამავაში (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა:
6-0:
ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოოშუ (ოძეკი), კაკურიუ (მაეგაშირა 6), ჰომაშო (მ 13).
5-1: კაიო (ოძეკი), კისენოსატო (სეკივაკე)... 4-2: კოკაი (მ 12)... 2-4: გაგამარუ (მ 12)... 1-5: ტოჩინოშინი (კომუსუბი).

VII დღე
ქართველთა
მეტოქეები: ტოჩინოშინი-ჰაკუბა, გაგამარუ-კაკიძოე, კოკაი-ვაკანოსატო.

ფოტოზე: ქართულ-ესტონური დუელი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული