სუმო. კიუშუს ბაშო. ლევან გორგაძემ ოთხიდან ორი ოძეკი დაამარცხა

AutoSharing Option
ნოემბრის ბაშოზე მეორე გამარჯვება იზეიმა კომუსუბი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე), რომელმაც ოძეკი ტერუნოფუჯი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მან ეს კარიერაში პირველად მოახერხა, მეხუთე ცდაზე.

მართალია, ჩვენებურს 2-3 ბალანსი აქვს, მაგრამ მისთვის ბაშოს პირველი მესამედი მაინც წარმატებულია, რადგან ოძეკის რანგის 4 რიკიშიდან ორს აჯობა. მისი შემდგომი მეტოქე სეკივაკე მიოგირიუა.

მე-11 მაეგაშირა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მონღოლ ტამავაშისთან დამარცხდა და ახლა ჩიოოტორის ხვდება, რომელიც დაუმარცხებლად ასპარეზობს.

V დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-აოიამა (უვატენაგე), ჰარუმაფუჯი-ოკინოუმი (შიტატენაგე), მიოგირიუ-კაკურიუ (ოშიდაში), ტოჩინოშინი-ტერუნოფუჯი (იორიკირი), კისენოსატო-იჩინოჯო (იორიკირი), ტამავაში-გაგამარუ (სუკუინაგე).

სატურნირო მდგომარეობა
5-0:
ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოშოგიკუ (ოძეკი), იკიოი (მაეგაშირა 4), ჩიოოტორი (მ 15)... 3-2: გაგამარუ (მ 11)... 2-3: ტოჩინოშინი (კომუსუბი).

VI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-იოშიკაძე, კაკურიუ-ოკინოუმი, ჰაკუჰო-ტოიონოშიმა, კისენოსატო-ტოჩიოძანი, კოტოშოგიკუ-იჩინოჯო, ტოჩინოშინი-მიოგირიუ, გაგამარუ-ჩიოოტორი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული