სუმო. კიუშუს ბაშო: თეიმურაზ ჯუღელის დადებითი, ლევან გორგაძის უარყოფითი

AutoSharing Option
ფუკუოკაში დიდი ჩემპიონის, ჰარუმაფუჯის (13-2) გამარჯვებით დასრულდა წლის უკანასკნელი ბაშო. 31 წლის მონღოლმა იმპერატორის თასი კარიერაში მეშვიდედ მოიგო.

ვნახოთ, როგორ იასპარეზეს ჩვენებურებმა სუმოს ელიტაში - აღმოსავლეთის კომუსუბი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ძალიან ახლოს იყო სეკივაკეს ტიტულის დაბევებასთან, მაგრამ გადამწყვეტი მარცხი ბოლოსწინა დღეს იწვნია, როცა იკიოისთან წააგო.

ლევანმა ბაშო მინიმალური უარყოფითი ბალანსით (7-8) დაასრულა ეს კი უტოვებს მცირე შანსს, კომუსუბის ტიტული არ ჩამოართვან. ამაზე პასუხი კი მხოლოდ დეკემბერში გვეცოდინება.

მე-11 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) ძალიან მალე დაიბევა დადებითი ბალანსი, შემდეგ კი ზედიზედ
ოთხი ბრძოლა დათმო. გაგამარუმ 8-7 ბალანსით დაასრულა ბაშო და რეიტინგში წინ წაიწევს.

სპეციალური პრიზები
იმპერატორის თასი: ჰარუმაფუჯი (მე-7)
ჯურიოს ჩემპიონი: შოდაი
მაკუშიტას ჩემპიონი: შიბა
მებრძოლი სული: იკიოი და შოჰოზანი
ტექნიკური რიკიში: იოშიკაძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული